საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რიგით მეორე საკალათბურთო ტურნირი დასრულდა. სპორტული ასპარეზობა თავდაცვის სამინისტროს საკალათბურთო დარბაზ „არმია“-ში ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფის ჯარისკაცებმა მიიღეს.
საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული III ქვეთი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გახდნენ. საკალათბურთო ტურნირის ჩემპიონებს მედლები და თასი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ გადასცა.
ჩემპიონატის მეორე და მესამე ადგილები IV მექანიზირებული ბრიგადისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ჯარისკაცებმა გაინაწილეს. III ქვეთი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე უფროსი ლეიტინანტი ბესიკ კაპანაძე კი ყველაზე შედეგიან მოთამაშედ დასახელდა. მან ჯილდოდ სპეციალური თასი მიიღო.