საკრებულოს თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოს უმცირესობის წევრები გამოეხმაურნენ და ირაკლი შიხიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას წინასაარჩევნო ბლეფი უწოდეს.
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების“ თავმჯდომარის თქმით, ე.წ. ,,ხრუშჩოვკებთან’’ დაკავშირებით 600 მილიონიან ინვესტიციაზე საუბრის შემდეგ დედაქალაქში გამოჩდნენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აღნიშნული კორპუსების მაცხოვრებლებს ფართის დანგრევის შესახებ ესაუბრებიან.
თემურ გრიგალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს თბილისელების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და მოსახლეობაში ბოლო დროს გამოწვეულ დაბნეულობაზე პასუხისმგებლობას ირაკლი შიხიაშვილს აკისრებს.