თქვენო ბრწყინვალებავ, ბატონებო და ქალბატონებო, დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და ინტერესის გამოხატვისათვის. მსურს წარმოგიდგინოთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი მუსხელიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ჯაბა სამუშია. მე და ჩემს კოლეგებს გვაქვს სურვილი წარმოგიდგინოთ ინფორმაცია თბილისის საკრებულოს მიერ ქ. თბილისის ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით 7 მარტს თბილისის საკრებულომ მიიღო 2014 წლის თბილისის ბიუჯეტი, რომელმაც შეადგინა 785 მლნ ლარი და ამასთანავე მიიღო სხვადასხვა რეგულაციები, რომელთა ერთობლიობა თბილისის საკრებულოს აძლევს თბილისის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ანუ თბილისის მერიაზე რეალური მონიტორინგის და კონტროლის ფუნქციას. თბილისის თვითმმართველობაში კრიზისი თითქმის სამ თვეს გაგრძელდა და მხოლოდ 3 დღე იყო დარჩენილი იმ ზღვარამდე, როდესაც ბიუჯეტის არ მიღება უნდა გამხდარიყო თბილისში ცენტრალური მმართველობის შემოღების და თვითმმართველობის ინსტიტუტების დროებითი შეჩერების საფუძველი.კრიზისი რომელიც შეიქმნა თბილისის თვითმმართველობაში ძირითადად გამოწვეული იყო ორი მიზეზით.
1. ხარვეზებიანი, არაადეკვატური საკანონმდებლო ბაზა - უფლებამოსილებები თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის არ არის დაბალანსებული.
საქართველოს ყველა სხვა საკრებულოს აქვს უფლება უნდობლობა გამოუცხადოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, თბილისის საკრებულოს ამის კანონით განსაზღვრული უფლება არ გააჩნია. ეს უფლებები უნდა გააჩნდეს ქალაქის არჩევით ორგანოს-საკრებულოს, სხვა შემთხვევებში მისი საქმიანობა არაეფექტური და მეტიც, გაუგებარია. თბილისის მერიას საკრებულოსთან შეუთანხმებლად შეუძლია მიიღოს ფაქტიურად ყველა სახის გადაწყვეტილება და ამავე დროს არ მისცეს მას ინფორმაცია და რეალური მონიტორინგის საშუალება. მაგალითად:
• - მიუხედავად კანონით არსებული ვალდებულებისა მერი, მერიის სამსახურების უფროსები და სხვა თანამდებობის პირები მუდმივ იგნორირებას ახდენდნენ საკრებულოს უმრავლესობისა თუ ფრაქციების არაერთგზის მოწვევაზე, მოსულიყვნენ და ეპასუხად საკრებულოს წევრების კითხვებზე, ჩაებარებინათ ანგარიში წარმომადგენლობითი ორგანოსთვის.
• - ქალაქის მერიის საქმიანობაზე ამა თუ იმ ინფორმაციის მოთხოვნით საკრებულოს წევრთა მიერ მერიაში გაგზავნილი ინდივიდუალური თუ ერთობლივი წერილები ხშირად საერთოდ უპასუხოდ რჩებოდა. მიუხედავად ამისა, ასეთ შემთხვევებში „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონის მოთხოვნის პირდაპირი დარღვევისა, საკრებულოს არ გააჩნია არანაირი მექანიზმი დააკისროს მერს ან მერიის თანამშრომლებს რაიმე სახის პასუხისმგებლობა, არც ფაქტიურად შეუძლებელს ხდიდა წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან ქალაქის მერიაზე ზდამხედველობისა და კონტროლის განხორციელებას.
2. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი - ერთპიროვნულად გადაწყვიტოს თბილისის მმართველობის, მათ შორის ბიუჯეტის განკარგვის საკითხები.
საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, თბილისის მერია გადაიქცა კიდევ უფრო ჩაკეტილ, ერთპარტიულ ინტერესზ ეორიენტირებულ ინსტიტუციად, რომლის მთავარ ამოცანას პარტიული რესურსების შენახვა და პარტიული ინტერესების გატარება წარმოადგენდა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის პოზიცია ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით ორ ძირითად მოთხოვნად ჩამოყალიბდა.
1) ბიუჯეტი ყოფილიყო უფრო გამჭვირვალე, დეტალური და მეტად ორიენტირებული თბილისელების პრობლემატიკისადმი.
2) შექმნილიყო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლის მექანიზმები. 2013 წლის 15 ნოემბერს თბილისის მერიამ საკრებულოში განსახილველად შემოიტანა თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი. საკრებულოს სხდომამდე 2 დღით ადრე მერიამ ბიუჯეტი 50 მლნ ლარით გაზარდა, რაც მხოლოდ გვერდის მესამედზე იყო გაწერილი.
უკვე თავად საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტი დამატებით კიდევ ერთხელ 5 მლნ ლარით იქნა გაზრდილი, რაზეც მერიის მხრიდან მხოლოდ ზეპირი განცხადება გაკეთდა.გარდა მერიის მხრიდან გამოვლენილი ამ უკიდურესი არაპროფესიონალიზმისა, ბიუჯეტის მიღების პროცესში ორნიშანდობლივ ფაქტს გამოვყოფთ:
1) თბილისის მერიამ 2014 წლის იანვარში დაიწყო კამპანია საკრებულოს, მისი მაკონტროლებელი ორგანოს წინააღმდეგ სოციალური კლიპების სახით, კამპანიის მიზანს წარმოადგენდა საკრებულოს წარმოჩინება როგორც ქმედითუუნარო ორგანოსი, რომელიც ეწინააღმდეგება ბიუჯეტის მიღებას და პრობლემებს უქმნის თბილისელებს. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ამ დროს თბილისის საკრებულოს არ გააჩნდა მერიის მხრიდან ბიუჯეტის ახალი, სამუშაო პროექტი, რომელიც მხოლოდ ამ კამპანიის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში შემოვიდა საკრებულოში. კამპანია გაგრძელდა თბილისის ანძის გამორთვით და რომ არა საკრებულოს უმრავლესობის წევრთა აქტიური ქმედება, არ არის გამორიცხული მერიის მხრიდან ორგანიზებული ყოფილიყო უფრო მეტი სოციალური დატვირთვის მქონე სერვისის შეფერხებაც, მაგალითად ხელოვნური პრობლემების შექმნა დასუფთავების ან სატრანსპორტო სამსახურებში.
2)თებერვალში შემოტანილი ბიუჯეტის მეოთხე პროექტი უკვე 850 მლნ ლარი იყო. თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე გაეყიდა თბილისის თვითმმართველობის მფლობელობაში არსებული ათეულობით ობიექტი. ე.წ. პრივატიზაციის პროცესის წინააღმდეგი საკრებულო არ არის, მაგრამ არა ამფორმით და ამ რაოდენობით. ასეთი უპახუსიმგებლო დამოკიდებულების მიზეზი, შესაძლოა საკრებულოს მხრიდან ინიცირებული რეგულაციები საშუალებას აძლევს მას რეალური კონტროლი განახორციელოს მერიის საქმიანობაზე, განსაკუთრებით ბიუჯეტის ხარჯვაზე. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში სწორედ საკრებულოდან ინიცირებული წინადადებების საფუძველზე მოხდება ლეიკემიით, ჰემოფილიით და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანების მკურნალობის და სხვა ხარჯების დაფინანსება, აქამდე არნახული მაშტაბით მოხდება ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება, მოეწყობა ავტოსადგომები და თბილისში ორ ადგილას „ლაგუნა ვერესთან“ და დიღომ-ვაშლიჯვრის კვეთაზე სატრასპორტო მოზრაობის განმუხტვის მიზნით ჩატარდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ტერიტორიული ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში მებრძოლი ვეტერანებისთვის და სხვა სოციალური ჯგუფებისთვის გაჩნდა დამატებითი შეღავათები. ჯამში საკრებულოს მხრიდან 70 წინადადება შევიდა რომელთა უმეტესობა გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში. ამასთანავე გამჭვირვალობის და მონიტორინგის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ყველა პროგრამა და პროექტი დამატებით, რომელსაც განახორციელებს მერია შეთანმხდება საკრებულოსთან. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა საკრებულოს ფაქტიურად ყველა წევრმა - 41 ადამიანმა.
თბილისის მერიის მიერ საბიუჯეტო თანხების პარტიული ინტერესებით გამოყენების ფაქტები
საკრებულოს უმრავლესობის უნდობლობა მერიის მიმართ გამოწვეული იყო თბილისის მერიის მხრიდან ენმ-ის სასარგებლოდ ლეგალურად თუ არალეგალურად საბიუჯეტო სახსრების მობილიზებით .ავღნიშნავთ, მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს:
• 2012 წელს 50 მლნ ლარის თბილისის ბიუჯეტიდან მოპარვა ენმ-ის სასარგებლოდ. ამის შესახებ მერიის 4-მამაღალჩინოსანმა, მათ შორის, მერის მოადგილემ, შესყიდვების სამსახურის უფროსმა, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძვანელმა, ხოლო ეხლა უკვე ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ზურა ადეიშვილმაც უკვე გააკეთეს აღიარებითი ჩვენება და დაადასტურეს ფაქტი. იკვეთება ამ ადამიანების მხრიდან გიგი უგულავას სვარაუდობრალეულობის დაფარვის მცდელობა - თუმცა აღსანიშნავია რომ ორივე ორგანიზაციას, საიდანაც ფული იქნა მოპარული და სადაც იქნა დახარჯული, ანუ თბილისის მერიას და ენმ-ის თბილისის ორგანიზაციას სწორედ გიგი უგულავა ხელმძვანელობს. საქმე განიხილება სასამართლოში. საგულისხმოა, რომ თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის არცერთ წევრს, არ გაუკეთებია არავითარი შეფასება თბილისის ბიუჯეტში აღმოჩენილ ამ ყველაზე მძიმე დარღვევის შესახებ.
• 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მერია მის მიერ დაფუძნებულ 4 ორგანიზაციასთან ქმნის სამეთვალყურეო საბჭოებს. რომელთაც არავითარი ფუნქცია არ გააჩნდათ, უფრო მეტიც ისინი არც იკრიბებოდნენ. ჯამში მერიამ 2 მილიონ ლარამდე გადაუხადა უფუნქციო სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულ ყოფილი ენმ დეპუტატებს, ძველი მთავრობის ან მათი ოჯახის წევრების(გთხოვთ იხილოთ დართული ფაილი)
ვითარების აბსურდულობა იქამდე მივიდა, რომ თბილისის სატრასპორტო კომპანიასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილმამოადგილემ, ენმ-ის წევრმა რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შიმდგომარეობდა, მისი, როგორც სამეთვალყირეო საბჭოს წევრის ფუნქცია - უპასუხა, რომ ის იკვლევდა საზოგადოებრივ ტრასპორტში გენდერულ საკითხებს (!)
• 2013 წლის აგვისტოში, ფიქტიური კონკურსის ორგანიზებით თემაზე “2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალგაზრდა ლიდერების მომზადება” (საკონკურსო პირობები აგვისტოს ბოლო კვირაში მხოლოდ რამოდენიმე დღით იდო მერიის საიტზე და ამის შესახებ დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ცესკოს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდათ) აძლევს 200.000 ლარს გრანტის სახით ერთ ერთ ორგანიზაციას. კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ და გადაწყვეტილება გამარჯვებულის შესახებ გამოავლინა ენმ-ის აქტივისტებით დაკომპლექტებულმა აბსულუტურად გამოუცდელმა ჯგუფმა. (მიუხედავად საკრებულოს წევრის, კოკი იონათამიშვილის დაინტერესებისა, მერიამ მას არ მიაწოდა ინფორმაცია ამ ჯგუფის შესახებ, ცნობილია მხოლოდ რომ მას ხელმძვანელობდა ნიკოლოზ ნატროშვილი, რომელიც ენმ-ის ერთერთი აქტივისტია და სწორედ ის უკეთებდა ორგანიზებას ენმ-ის სხვადასხვა აქციებსა და მიტინგებს)
• 2013 წლის დეკემბერში საბურთალოს გამგეობა აფუძნებს ამხანაგობების თავმჯდომარეებისაგან შექმნილ ე.წ. სათათბიროს, რომელიც უმეტესწილად დაკომპლექტებულია ენმ აქტივისტებით და მათ ერთჯერადად ურიცხავს 750 ლარს - ჯამში იხარჯება 90.000 ლარამდე. მათი ნაწილი ფიგურირებს ზემოთ მოყვანილ დანაშაულებრივ სქემებში, ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციაში ენმ-ის წარმომადგენლებია და სხვა პირებიც მაღალი ალბათობით საბურთალოს რაიონში საარჩევნო უბნებზე ენმ წარმომადგენლები იქნებიან. საქმის კანონთან შესაბამისობას სწავლობს ფინანსური პოლიცია.