გახარია თავს ბერლინს აფარებს

გახარია თავს ბერლინს აფარებს

საქართველოდან გაქცეული გიორგი გახარია ბერლინში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საერთაშორისო მდივანს შეხვდა. ექს-პრემიერმა ფილიპ ფინკთან ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის საკითხი განიხილა. შეგახსენებთ, რომ გახარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 23 ივნისს ჩორჩანას საკითხზე სასაუბროდ დაიბარეს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ იმყოფება, პარტიამ კომისიას მისი დისტანციურად ჩართვის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო და ბოლო ვადაც დაუწესეს - კომისიაზე 2 ივლისამდე უნდა გამოცხადდეს.

for.ge საკუთარ წყარო დაყრდნობით წერდა, რომ გახარია გაიქცა, რასაც მტკნარი სიცრუე უწოდა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, რომლის განცხადებით, პარტიის ლიდერი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება რამდენიმე სახელმწიფოში, რომლის განრიგსაც საგამოძიებო კომისიას არ უთანხმებს.

„გახარია ქვეყნიდან გაიქცა... გიორგი გახარია საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება რამდენიმე სახელმწიფოში, რომლის განრიგსაც არ ვუთანხმებთ კომისიას. კომისია შეუძლია გამოსაკითხი პირი დისტანციურად ჩართოს. ასეთი შემოთავაზება გიორგი გახარიამ პირველივე შეხვედრის დროს მიიღო. მას პასუხების გაცემაზე პრობლემა არ აქვს. სისულელეა ის, რომ გიორგი გახარია გაიქცა ქვეყნიდან და აღარ დაბრუნდება. მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ, რომელიც არ გამორიცხავს გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

მაშ ასე, სიჭინავა ამტკიცებს, რომ გახარია არ გაქცეულა. ჩვენი წყარო კი ამბობს, რომ გახარია გაიქცა და ამაში მას არც მეტი არც ნაკლები, რუსულ-გერმანული ტანდემი დაეხმარა. კერძოდ, მას საერთაშორისო ვიზიტი დაგეგმილი არ ჰქონდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საგამოძიებო კომისიიდან მიიღო უწყისი და ჩაიბარა კიდევაც, ის უკავშირდება მის მეგობრებს რუსეთში და იღებს გადაწყვეტილებას, რომ თითქოს საერთაშორისო ვიზიტით მიემგაზვრება გერმანიაში.

აქ მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ გერმანიაში გახიზნულმა გახარიამ მხოლოდ გუშინ გამართა ერთი შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური მდგენელი არ ჰქონდა და ამ შეხვედრის ორგანიზება მას შემდეგ მოხდა, რაც სწორედ მისი პარტიიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიქცა და საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ლიდერის გარეშე მიიღებს. 2 ივლისს კომისიაზე არ გამოცხადების შემთხვევაში კომისია რეაგირებისთვის მიმართავს პროკურატურას. როგორი იქნება პროკურატურის ვერდიქტი, ამ ეტაპზე უცნობია.

კითხვაზე თუ გახარია საქართველოში არ დაბრუნდება, მის მიმართ ძებნa გამოცხადdებa თყ არა, სუს-ის უფროსის, ანრი ოხანაშვილი პასუხობს, რომ ეს არ არის სუს-ის კომპეტენცია. ამისთვის შესაბამისი უწყება არის პასუხისმგებელი და ეს უწყება არის პროკურატურა.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საქართველომ ტერიტორიების 100 ჰექტარი დროებით, მაგრამ დაკარგა, რასაც სჭირდება ახსნა. კითხვაზე, ვინ იყო საქმის კურსში ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით, ოხანაშვილი პასუხობს, რომ საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდის ავლით იქნა მიღებული.

„ფაქტი არის ის, რომ ეს არ იყო კოორდინირებული პასუხისმგებელ უწყებასთან, რომელსაც პირდაპირ ევალება ე.წ. საოკუპაციო ხაზთან კონკრეტული საკითხებში ჩართულობა ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის გვერდის ავლით განხორციელდა ეს ყოველივე. ჩორჩანასთან დაკავშირებით არის ორი მოცემულობა: ერთი ის, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე დაბარებულია კონკრეტული პირი და ფაქტია, რომ ის არ გამოცხადდა კომისიის წინაშე, რა ახსნა აქვს, ეს პარლამენტის და საგამოძიებო კომისიის შესაფასებელია. ფაქტი არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 100 ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა. ამას სჭირდება ახსნა. ჩვენ დაველოდებით და მოვისმენთ საგამოძიებო კომისიის წინაშე რა განმარტება გაკეთდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უფლებადამცველის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიმართ ჩორჩანას ეპიზოდზე შესაძლო სისხლის სამართალწარმოების ინსპირაციას საგამოძიებო კომისიის მხრიდან, ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს ადგილი, თუმცა შეკითხვა აქ იმაზე მეტია, ვიდრე ყველა სხვა ლიდერთან დაკავშირებით წამოჭრილი კითხვები, ერთად აღებული.

„საქმე იმაშია, რომ ჩორჩანას ეპიზოდი, როგორც შემდგარი ფაქტი საოკუპაციო ზოლში ახალი ბლოკბოსტის ჩადგმისა, რაც 6 წელია მოქმედებაშია, ვერ იქნება მხოლოდ ერთი სამინისტრო უწყების პასუხისმგებლობის გაზიარების საგანი და ამაზე ინფრასტრუქტურის ყoფილი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ჩვენებაც მიუთითებს. საქმე იქით მიდის, რომ დიდი ალბათობით, ბატონი გახარია, თუ ის დისტანციურად არ გამოიკiთხა გერმანიიდან, სადაც ის საქმიანი ვიზიტით იმყოფება, როგორც საზოგადიებისთვის არის ცნობილი, უარს იტყვის კომისიის წინაშე გამოცხადებაზე მისდამი პოლიტიკური დევნის დაწყების საბაბით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მარბიელი ამბობენ ჩრდ კორეაშიაო; ისე, კარგადაა სანახავი, იქნებ აზერბაიჯანის საზღვართან ე.წ. მწვანე ზონაშია
3 საათის უკან