ტრაგიკული ელჩის ტრაგიკული მისია - „ჰერჩინსკი, როგორც „დიფ სთეითის“ აგენტი, თბილისში დესანტირების წინ „გააღვიძეს“

ტრაგიკული ელჩის ტრაგიკული მისია - „ჰერჩინსკი, როგორც „დიფ სთეითის“ აგენტი, თბილისში დესანტირების წინ „გააღვიძეს“

ევროკავშირის ელჩი ექსტრემიზმში ამხილეს. აშშ-ის ყოფილი ელჩის მხილების შემდეგ, „ხალხის ძალამ“ პაველ ჰერჩინსკის მხილება დაიწყო. როგორც პარტიაში აცხადებენ, ევროკავშირის ელჩი საქართველოში მოქმედი, უცხოეთიდან მართული და დაფინანსებული ოპოზიციის ნაწილია, რომელსაც დიპლომატობის არაფერი სცხია და საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით, დანიშვნის დღიდან გასცდა ელჩის კომპეტენციას და უფლებამოსილებას.

პარტიის შეფასებით, პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“, ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული ქვეყნის სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა.

„საერთოდ რა დიპლომატობაზე შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პაველ ჰერჩინსკი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ღიად უჭერდა მხარს?! დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი. ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ძალებისგან მომავალ საფრთხეზე ღიად საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც პირდაპირ აცხადებს: „ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. „დიფ სთეითზე“ საუბრობს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასიც, რომლის თქმითაც, მათ სურთ, რომ დაანგრიონ „დიფ სთეითი“, რომელიც ბრიტანეთს მართავს და ამერიკულზე უფრო ძველიცაა და უფრო ფართოდ გავრცელებულიც. ასევე - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომლის განცხადებით, ისინი ებრძვიან ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც სოროსის იმპერია ჰქვია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს უხდიდა ფულს უნგრეთის სამართლებრივ სისტემაზე თავდასხმისთვის და უნგრეთის წინააღმდეგ უკანონო საქმიანობას ახორციელებდა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, სწორედ ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული პაველ ჰერნჩინსკი აფინანსებენ და მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩისკენ, ურთიერთდაპირისპირებისკენ და პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც, ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს.

მოვლენების ქრონოლოგიას თუკი გავყვებით, ცხადია, რომ ევროკავშირის ელჩი არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, რომელიც უპირისპირდება ხელისუფლებას და საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ პარლამენტს უწოდებს არალეგიტიმურს, რაც ნიშნავს, რომ ჰერჩინსკი არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ჰერჩინსკისთანაც რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება.

„ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი მკაფიო შეფასება. ის აიძულეს ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როდესაც პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მოუწოდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ის არის ტრაგიკული პიროვნება, ამ ადამიანს არ აძლევენ საშუალებას, რომ იმუშაოს ელჩად. ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვინ არის ევროკავშირის ელჩი და რას ამბობს მისი ბიოგრაფია  2022 წლამდე პაველ ჰერჩინსკი მუშაობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურში. იკავებდა ტექნიკურ და სტრატეგიულ პოზიციებს, ძირითადად, უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების კოორდინაციის სფეროში. არც ერთ საჯარო ანგარიშში, გაჟონილ მასალაში, ჟურნალისტურ გამოძიებაში ან პოლიტიკურ სკანდალში მისი სახელი 2022 წლამდე რაიმე კომპრომატთან დაკავშირებით არ გამოჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დანიშვნამდე არ წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებულ აქტივისტს. ეს კი ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს - როგორც „დიფ სთეითის“ აგენტი, ის თბილისში დესანტირების წინ „გააღვიძეს“.

„ჩვენ შეგვიძლია გავამყაროთ ჩვენი ვარაუდი მხოლოდ უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებულ მოცემულობაზე - 2024 წლის ნოემბერში პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ მონაწილეობდა ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში და ავრცელებდა დეზინფორმაციას ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც პირდაპირ არღვევს ვენის კონვენციას. ჰერჩინსკი, ფაქტობრივად, მონაწილეობდა ანტიევროპული პროპაგანდის ორგანიზებაში, აღვივებდა მოსახლეობაში ევროსკეპტიციზმის განწყობას. პარალელურად, უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა მთავრობას, პირადად მონაწილეობდა დეზინფორმაციულ კამპანიაში, მიმართულს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ემსახურებოდა საზოგადოების პოლარიზაციას.

2024 წლის ივლისში ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი თავად აყოვნებდა საქართველოსთან ინტეგრაციის პროცესს და აჩერებდა 30 მილიონი ევროს დახმარებას თავდაცვის სფეროში, რომლის ნაწილი გადაინაცვლებდა ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, რაც სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაზე ეკონომიკური ზეწოლა, რომელსაც პოლიტიკური მიზნები აქვს. 2025 წლის მაისში, თბილისში მიმდინარე პროტესტების ფონზე, ჰერჩინსკიმ მკაცრად გააკრიტიკა მთავრობის ქმედებები, მათ შორის „ძალადობა, დაშინება და დაუსჯელობა“. მან განაცხადა: „ოპოზიციის აკრძალვა არაევროპულია“ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი განიხილავდა სანქციების შემოღებას, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც. მან ასევე თქვა, რომ შესაძლოა, გადახედონ საქართველოს „პრივილეგირებულ სტატუსს“, თუ „პოლიტიკური დევნა“ გაგრძელდებოდა.

თუნდაც ამ ფაქტებზე დაყრდნობით, ნათელია, რომ ევროკავშირის ელჩი სისტემატურად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, პირდაპირ უპირისპირდება ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ქვეყანას უყენებს მუქარას სანქციებისა და ფინანსური ზეწოლის სახით და ცდილობს აქცენტირებული გავლენა მოახდინოს ქვეყნის სუვერენულ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც სხვა არაფერია თუ არა გარე ზეწოლა და სუვერენიტეტის ხელყოფა. ამ მისიის შესრულებაში, ჰერჩინსკიმ თვით დეგნანს და დენიგანსაც კი „გადაუჯოკრა“ და საქართველოს უახლოეს ისტორიაში აქ აკრედიტირებულ სამარცხვინო ელჩების რეიტინგში ჯერჯერობით წამყვანი ადგილი დაიკავა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ევროკავშირი და მისი ელჩი საქართველოში ასრულებს გაულაიტერის როლს, რომელიც თვლის, რომ დანიშნულია იმისთვის, გაატაროს ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც ევროკავშირის კომისარიატს სჭირდება. პოლიტოლოგის განცხადებით, კომედიაა ისიც, რომ ევროკავშირის უმაღლეს ჩინოვნიკებს კომისრები ჰქვიათ, რაც ძალიან საინტერესო ასოციაციებს აღძრავს და ცხადია, რომ ჰერჩინსკიც მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებდა მესამე რაიხის ელჩი თავისი დროზე ჩეხოსლოვაკიაში ან პოლონეთში.

„ანუ, დიქტატის ენით გველაპარაკება და ამ დიქტატის საფუძველს იძლევა კონსტიტუციის ჩანაწერი - „თქვენ აღებული გაქვთ ვალდებულება, კერძოდ 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომელიც გავალდებულებთ, რომ ჩვენ დაგვემორჩილოთ“, - ასე აღგვიქვამენ ისინი. მთავრობის ყველა მოქმედება დაქვემდებარებულია ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მიზანთან - ასე წერია კონსტიტუციაში და აქედან გამომდინარე, ამ მუხლის შესრულებას ითხოვენ. როგორც იპოლიტე ხვიჩია ეუბნება გაუგებრობაში მყოფ ახლაგზარდას, მის მომავალ სიძეს „დამორჩილდი ახალგაზრდა“ ასეთი სიტუაცია არის.

ჰერჩინსკის ეს თავხედობაც აქედან გამომდინარეობს. რას ამბობს ეს ბატონი? - ვინც ჩვენს მხარეს გამოდის, სულ რომ რკინა გირტყათ თავში, გინდ პოლიციელი იყოს, გინდაც პოლიტიკოსი, სულ რომ სილები გილაწუნონ, ისინი არიან ხელშეუხებლები - ეს არის გზავნილი - ჩვენ რომ გეტყვით თქვენ უნდა გახდეთ ლგბტ აქტივისტები, უნდა გახდეთ კოლექტიური დავით ჩუთლაშვილები, უნდა გახდეთ ბურჯანაძეები, უნდა იდგეთ ცალ ფეხზე და კუნტრუშ-კუნტრუშით გააკეთოთ ის, რასაც ჩვენ გიბრძანებთ. როგორც ჩვენმა თანამდროვე კოპერნიკმა დავით ჩუთლაშვილმა თქვა - თუ საჭირო იქნება ის მზად არის გახდეს გეი. ეს არის მათი მარტივი ფორმულმა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ლიბერალური დასავლეთი ღია ტექსტით ამბობს, რომ ევროკავშირიში გაწევრიანების შემთხვევაში იქნები უკეთესი მატერიალური თვალსაზრისით და ამიტომ უნდა დათმო მორალური მხარე, თვალები დახუჭო ყოველგვარ უსამართლობაზე და საერთოდ, ჰიპოტეტური კეთილდღეობის მისაღებად ყველაფერზე მზად უნდა იყო.

„ანუ, სულის გაყიდვას გვთხოვენ, ზნეობაზე უნდა ვთქვათ უარი. შემთხვევითი არაა ის, ვისაც ლობირებენ. ვთქვათ პირდაპირ ვის ლობირებენ - ყველა ქართულ სოფლებში იყვნენ მიუკარებელი ადამიანები, რადგან ითვლებოდნენ, რომ სოფლის სირცხვილი იყვნენ. ესენი იყვნენ სოფლის ე.წ. ბოზები, დამსმენები, ანონიმშიკები, მავნებლები და ამიტომ გარიყულები იყვნენ. ამათმა რა გააკეთეს? - მთელი საქართველოდან მოკრიფეს სოფლის ე.წ. ბოზები და გვითხრეს, რომ ესენი არიან თქვენი ელიტა და დასვეს მედიებში, თანამდებობებზე, ამათი სურვილების და კაპრიზების მიხედვით გადააკეთეს ყველაფერი, რადგან მათი მორჩილი მონები არიან.

ნანუკა ჟორჟოლიანი ჰყავთ საზოგადოებრივი აზრის ლიდერად გამოცხადებული, ვახო სანაია, გიორგი თარგამაძე, ეკა მიშველაძე, ინგა გრიგოლია და ა.შ. მათი სახელი ლეგიონია. მთლიანად აგენტურულია პარტიული სისტემა, იგივე ენჯეო სექტორი. ბუნებრივად სძულთ ყველაფერი ქართული, იმიტომ რომ ასეთები არიან, ესენი არიან სოფლიდან გარიყული ხალხი. შედეგად რა გვაქვს - მატრიცა იცვლება, ის მატრიცა, როგორიც უნდა იყოს ქართველი, რომელიც ადამიანის განვითარებას, წარმატებას და კულტურას გულისხმობს, ქართველის ამ იდეალს ცვლიან და ამიტომაც გააფრთებული ებძვიან ნებისმიერ ადამიანს, ვინც წარმატებას აღწევს. უბნელესი ხალხია.

არ შეიძლება ჰერჩინსკის და ანეკდოტურ ფიშერს არ ესმოდეთ, რომ საქართველოში მათი ლობირებული ძალების ხელისუფლებაში მოყვანა შეუძლებელია. ეს არის სამოქალაქო ომი საქართველოში. გარდა იმისა, რომ რეგიონალური მმართველები არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველო გადაიქცეს ასეთი ტიპის მარიონეტების მმართველად, არც ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას. შედეგად ამას მოყვება სამოქალაქო დაპირისპირება, სისხლისღვრა, შესაძლო ინტერვენციები და  საბოლოოდ, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის დასამარება. მათ შორის, ამას მოყვება სამხრეთ კავკასიის, როგორც გეოპოლიტიკური როლის გამტარის და სატრანზიტო ჰაბის იდეის დასამარება და ეს, პირველ რიგში, თვითონ ევროკავშირისთვის არის კატასტროფა.

უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს და იმ ხეს ჭრიან, რომელზეც ნაწილობრივ თავადაც ზიან. ამიტომ, ჰერჩინსკიმ სადაც უნდა იქ გაუშვას თავისი შვილი და საერთოდ კისერი უტეხია! სანამ ქვების სროლას არ დაუწყებენ, ჯობია გაიწვიოს იმ ევროკავშირმა! უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს მომავალს უქმნიან საფრთხეს. წავიდა გადაფორმატება, არავინ, არავის არ დაინდობს. საკმარისია აქ სტაბილურობას შეექმნას საფრთხე, მომენტალურად დაიწყება ისეთი პროცესები, რომელიც ვერც წარმოგვიდგენია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

trampi გახსოოვთ პუტინზე რომ ამბობდნენ დიდი ფულის საშუალებით ანტი დასავლურ კამპანიას ეწევა საქართველოშიო??
ხოოდაა ამათ შემხედვარე პუტინი გიჟიაა ფულები დახარჯოოოს??---- ეს დაქნეულები ისედაც გადასარევად აკთებენ პუტინის საქმეს. ესენი რომ ანტიდასავლურ კამპანაიას ეწევიან, იმას ათი პუტინიც კი ვერ მოახერხებდა
3 საათის უკან