აფხაზეთიდან დევნილები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კანონის და კონსტიტიციის შესაბამისად დანიშვნას ითხოვენ. დევნილები აცხდებენ, რომ უმაღლესი საბჭოს თვამჯდომარე, გია გვაზავა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, უმაღლეს საბჭოში პოზიციების შენარჩუნებისთვის, დეპუტატების გადაბირებას ცდილობენ და გარკვეულ მათგანს თანხები გადაუხადეს.
აფხაზეთიდან დევნილებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. იმ შემთხვევაში თუ ერთი კვირის განმავლობაში არ დაინიშნება უმაღლესი საბჭოს არჩევნები, დევნილები საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.
„მთავრობაში ყოფნით საკუთარი კეთილდღეობა მოიწყვეს და სწორედ ამიტომ სჭირდებათ ეს სტატუსი და არა იმისთვის, რომ დევინილი მოსახლეობის ინტერესები გამოხატონ. გადით დევნილებში და გაარკვეთ აბა რა ავტორიტეტი აქვთ? ნულია ამათი ავტორიტეტი. გვაზავასი და მისი ხროვას დრო დამთავრდა. ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, ვიწყებთ ფართომასშტაბიან აქციას, ესენი უნდა მოშორდნენ აქაურობას“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი ომანაძე.
თავად გია გვაზავა აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს არჩევნები იწელება. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არანაირი ვადა აფხაზეთის კონსტიტუციაში შიდა არჩევნებზე არ არსებობს.
„პირადად, მე ვითხოვ ამ არჩევნებს და უმარვლესობის ის ჯგუფი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს აუცილებელია. ამ თვის ბოლომდე ან აპრილის დასაწყისში ჩატარდება არჩევნები. მოსამზადებელია საკანონდებლო ბაზა. თუ იტყვის ჩემი კოლექტივი და უმრავლესობა, რომ მენდობიან, შეიძლება დავრჩე“, - აცხადებს გია გვაზავა.
ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აკაკი გასვიანი ხაზგასმით აცხადებს, რომ გია გვაზავას ამოეწურა კონსტიტუციური ვადა და თვითონ თავმჯდომარე ვალდებულია დანიშნოს უმაღლესი საბჭოს თავმდომარის არჩევნები. მთავრობა დღეს გასახალისებელია.
„დევნილები ითხოვენ ქმედით ღონისძიებას, თხოვენ თანადგომას, კომპლექსურად ყველა საკითხის მოგვარებას აფხაზეთის ხელისუფლების ორივე შტოს მონაწილეობით. მათი მოთხოვნები აბსოლუტურად ლეგიტიმურია. დევნილი მოსახლეობის განაწესს უნდა დავემორჩილოთ. ჩვენ ვართ მათი მსახური, რასაც ისინი იტყვიან, იმ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ თვითონ გვაქვს უფლება, ერთი მესამედი რომ მოითხოვს კონსტიტუციურად არჩევნების დანიშვნას, არჩევნებს დავანიშნინებთ.
ასე რომ, ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 7 დეპუტატს აერთიანებს და ეს 7 დეპუტატი და ჩვენი მხარდამჭერები დავანიშნინებთ არჩევნებს. გამორიცხულია, რომ არჩევნები არ დაინიშნოს. როგორ მოხდება, ვის ავირჩევთ, ეს კონსულტაციების გზით გადაწყდება“, - აცხადებს აკაკი გასვიანი.