საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს აშშ-ს დელეგაცია ეწვია

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს აშშ-ს დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს  ბაზას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული ბიუროს დირექტორი ჯერალდ ობენდორფერი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტის  მიერ შემოწირული და ,,ქაუნთერფართის’’ მფლობელობაში არსებული საგანგებო ჰუმანიტარული ტვირთი 1 600 000 აშშ დოლარის ღირებლებისაა და შეიცავს: საძილე ტომრებს, სამედიცინო დახმარების ნივთებს, საველე ნივთები, საწოლებს, კარვებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს, რაც საგანგებო სიტუაციებში წარმოადგენს პირველადი მოხმარების აღჭურვილობას. საგანგებო სიტუაციების ნაკრები საქართველოს მოსახლეობას სტიქიური თუ სხვა უბედურებების შემთხვევისთვის მზადყოფნასა და დროულ მოქმედებაში დაეხმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა  და მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა აარონ ფიშმანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.