ლუზერების დოღი - დასავლეთი ახლა ბურჭულაძეს ტესტავს

ლუზერების დოღი - დასავლეთი ახლა ბურჭულაძეს ტესტავს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, პაატა ბურჭულაძე ახალ ინიციატივას აანონსებს - ეროვნული ყრილობის გამართვას, ე.წ. მესამე რესპუბლიკის შექმინის იდეას და ახალი პლატფორმის შექმნას, რომელიც, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის მოძრაობის“ იდეის  ალტერნატივაა.

ის იხსენებს 1918-21 წლების, ასევე 1991 წლის მოვლენებს და აცხადებს, რომ დღეს „მთავრობა მომსახურების ზონიდანაა გასული“ და საჭიროა, რომ ქვეყანაში სამართალი დაბრუნდეს.

„მსოფლიო ბანი“ პოლიტიკოსებს ურჩევს, დროებით დაივიწყონ პარტიული ამბიციები და ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. როგორც თავად ამბობს, ოპოზიციური სპექტრის ყველა წარმომადგენელთან ჰქონდა შეხვედრა, გარდა გიორგი გახარიას პარტიისა. მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ინიციატივა მოიწონეს, მაგრამ ერთიან პლატფორმაში გაერთიანებაზე უარი თქვეს. უარი მიიღო „ლელოსა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებიდანაც“, სადაც ხაზარაძის და ჯაფარიძის გუნდი წინასწარ მიიჩნევს, რომ პროექტში ჩართვა მიზანშეუწონელია.

ბურჭულაძის შეთავაზებაზე უარი თქვა კოალიცია „ძლიერმა საქართველომაც“, რომელმაც საბოლოოდ თავისი არჩევანი ექსპრეზიდენტზე გააკეთა.

წარსულმა გამოცდილებამ კი იაგო ხვიჩიას პოლიტიკური ნდობა დააკარგვინა - მისი პარტია, „გირჩი“, გაერთიანებას არ განიხილავს. დამოუკიდებლად ბრძოლას ანიჭებენ უპირატესობას გახარიას გუნდშიც, სადაც ყოფილი პრემიერის ირგვლივ შემოკრებილი ჯგუფიც დამოუკიდებელი სტრატეგიით მოქმედებს.

ოპოზიციის გაერთიანების მცდელობები მმართველი პარტიისთვის ახალი არ არის. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციური სპექტრი არაერთხელ ცდილობდა ერთ მაგიდასთან ჩამოჯდომას, თუმცა ეს ინიციატივები ყოველთვის ჩაშლილი და განუხორციელებელი დარჩა.

ოპოზიციაში კი აზრთა სხვადასხვაობა, კონკურენცია და შიდა დაპირისპირება მწვავდება. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც პაატა ბურჭულაძე მოახერხებენ არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლას, მით უფრო, თუ ერთობის ნაცვლად, ერთმანეთთან შეუთანხმებლად, პარალელური ინიციატივებით გააგრძელებენ მოქმედებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ოპოზიციაში ლიდერობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

„ამ უსამშობლოებსა და ლუზერებში ლიდერობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. მზეთუნახავი გამოკეტილია და ის კონკურსიდან ჩაიხსნა. შემდეგ თვითმარქვია პრეზიდენტი გამოიგონეს, გიჟი ქალი, სალომე – „პარადი“ ჩაიბარა და ელისაშვილმა ჩაიშხუილა. სალომე ლიდერობას იჩემებდა, ჯერ ქარტია მოუწყვეს, შემდეგ წინააღმდეგობის პლატფორმა, მაგრამ არ გაამართლა. სალომესგან რა ლიდერი უნდა გამოვიდეს?! შემდეგ ბურჭულაძე დაწინაურდა, სექტემბერში არჩევნებს ტელეფონით რომ ატარებს და დატენეთო, მოგვიწოდებს. ხაზარაძემ შეხედა, ესენი დიდი ფული უჯდება, წამოცდა, ჯარიმებსაც მე ვიხდიო. თავიდან ბოლომდე იმდენი კილომეტრი მაქვს დაწერილი, ლიდერობა მეკუთვნისო და ეტყობა, პრეტენზია გაუჩნდა.

„ტრიოს“ შორის თვითმარქვია პრეზიდენტს, მრავალკილომეტრგავლილ ხაზარაძეს და არჩევნების ტელეფონებით ჩამტარებელ ბურჭულაძეს შორის ლიდერობა ხაზარაძეს ეკუთვნის, რადგან ჯარიმების ნაწილიც გადაუხდია. გიჟების დოღია. არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, მათთვის ვაია, თუ არ მიიღებენ – ვუი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-თან საუბარში ამბობს, რომ დღევანდელ და 1991 წლის მოვლენებს შორის პარალელის გავლება არასწორია და მაშინდელ მოვლენებს დღევანდელ სიტუაციასთან საერთო არაფერი აქვს. მისი თქმით, მაშინ საქმე საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბებას ეხებოდა. საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასთან გვქონდა საქმე, რაც ეროვნული მოძრაობის შედეგი იყო და მოვლენები სრულიად განსხვავებულ ისტორიულ კონტექსტში ვითარდებოდა.

„დღეს რაც საქართველოში ხდება, ეს პირდაპირი დესტრუქციაა სახელმწიფოს წინააღმდეგ. საქართველო უკვე ჩამოყალიბებული, კონსტიტუციური დემოკრატიული სახელმწიფოა და ნებისმიერი მცდელობა, რომ ვინმემ ქვეყნის გვერდის ავლით ახალი სახელმწიფო დააფუძნოს, აბსურდული და დანაშაულებრივი ქმედებაა. ეს იქნება ღია ამბოხი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მასთან დაკავშირებულ ყველა ნაბიჯს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. იმ წამსვე, როცა ამის გამოცხადებას დააპირებენ, როგორც კი ვინმე ლეგიტიმურობის ან ზეგავლენის პრეტენზიით გამოვა, პროცესი მაშინვე აღიკვეთება“, – აცხადებს ზარდიაშვილი.

მისივე შეფასებით, მსგავსი ინიციატივები მიზნად მხოლოდ ყურადღების მიქცევას ისახავს და რეალური პოლიტიკური გაგრძელება არ ექნება.

„ბურჭულაძის ქმედებები აჩენს განცდას, რომ ან ვიღაცის დავალებას ასრულებს, ან ცდილობს თავი მოაწონოს დასავლეთში არსებულ პოლიტიკურ ძალებს. დღეს ოპოზიციაში აშკარად შეინიშნება ლიდერობის დეფიციტი და კონკურენცია, მაგრამ ეს კონკურენცია არსებით იდეებზე კი არა, სისულელე განცხადებებსა და აბსურდულ სტრატეგიებზე გადის. ჯერ იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც არაერთი დაუჯერებელი წინადადება წამოაყენა, ოპოზიციას ხელი „ქართულ ქარტიაზეც“ კი მოაწერინა. მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ არაფერი სრულდება. ახლა კი ბურჭულაძე მოვიდა კიდევ უფრო აბსურდული ინიციატივებით. მათი მიზანი აშკარად ერთია - დესტაბილიზაცია და არეულობის შექმნა. ბურჭულაძე იმდენად ოდიოზური ფიგურაა, რომ უკვე ოპოზიციაშიც აღარ აღიქმება სერიოზულად. საზოგადოებაში კი ის გაშარჟებული პერსონაჟია“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

ზარდიაშვილის თქმით, ბურჭულაძის პოლიტიკური კაპიტალი საზოგადოებაში ნულის ტოლია, რაც მის რეალურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზღუდავს.

„ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც დარჩა, არის ის, რომ მისი სახელი გარე ძალებმა გამოიყენონ. ამ ინიციატივის უკან, დიდი ალბათობით, დგას სტრატეგია, რომლის მიზანია ქვეყანაში მუდმივი არასტაბილურობის, დაპირისპირების და ქაოსის განცდის შენარჩუნება. როგორც ჩანს, ბურჭულაძე დასავლეთში გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის ახლა ახალი „სატესტო ობიექტია“. მანამდე სხვებიც ჰყავდათ. ბოლოს ზურაბიშვილი იყო მათი ფავორიტი, მაგრამ არ გაამართლა. ახლა აშკარად ჩანს, რომ ვიღაც ბურჭულაძეს ლობირებს, რათა ის პოლიტიკურად გააქტიურდეს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მისი ავტორიტეტი, რომელიც მას წარსულში ჰქონდა, მთლიანად გაფლანგა. შესაბამისად, მისი ფიგურა მხოლოდ არეულობისა და დესტაბილიზაციის სქემაში თუ ჩაჯდება. საბედნიეროდ, თავად ოპოზიციამაც შეიგნო, რომ მის ინიციატივებზე სერიოზული ყურადღების გამახვილება არ ღირს“, - ამბობს ზარდიაშვილი.

 

მარბიელი თუ ვინმეს დასავლეთში სიმღერის გარდა სხვა რამეში რუსული ბანის ბურჭულაძის იმედი აქვს და თავიანთ ქვეყანაში მსგავსი ლოგიკით და ჭკუით მოქმედებენ, დაქცეულან და ესაა
14 საათის უკან
მარბიელი რაც შეეხება ბურჭულაძის დატესტვას: ხომ დატესტეს გირჩზურაბა საოკუპაციო ხაზთან შარვლის ჩახდით, ახლა ამ 75 წლის ბერიკაცს დაავალონ ჩახდა, ოღონდ შორს ვერ წავა და იქვე რუსტაველზე
; და თუ წინასწარ დააანონსებთ, რომ ბურჭულაძემ პარლამენტის წინ უნდა ჩაიხადოს და შიშველი ტრაკით უნდა შეაშინოს რუსეთუმეებიო, ნახავთ რამდენი კაცი მოგროვდება
14 საათის უკან
თომა პაატა რუსი.
14 საათის უკან
Gami მათი სახელი ბურჭულაძეა!
11 საათის უკან