ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდა საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. შექმნილი ვითარების გათვალისწიებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობაზე საუბრობს, რაც მნიშვნელოვანია სიტუაციის დე-ესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ისრაელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხურავს საელჩოებს და საკონსულო მომსახურებას არ გაწევს.
ასევე, ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების მხრივ რამდენიმე რჩევას აძლევს - მოერიდონ ებრაული ან ისრაელური სიმბოლოების გამოჩენას საჯარო სივრცეებში; თავი შეიკავონ სოციალურ მედიაში საკუთარი ლოკაციის ან სამოგზაურო გეგმების შესახებ იდენტიფიცირებადი დეტალების გავრცელებისგან; მოერიდონ ისრაელურ ან ებრაულ თემებთან ასოცირებულ დიდ შეკრებებში ან ღონისძიებაში მონაწილეობას; ითანამშრომლონ ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან და დაუყოვნებლივ მიჰყვნენ მათ ინსტრუქციებს თუ მტრული აქტივობის წინაშე აღმოჩნდებიან; განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ საჯარო სივრცეებში.
მესამე მსოფლიო ომის საფრთხე სამხრეთ კავკასიას უახლოვდება. შესაბამისად, ანალიტიკოსები საუბრობენ იმ საფრთხეებზე რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოზე. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია სამიზნე ობიექტების დაბომბვის შედეგად რამდენად არესებობს რადიაციული და ეკოლოგიური უსაფრთხოების დამძიმების შესაძლებლობა. იგი ფიქრობს, რომ აუცილებელია ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლებას დროულად ჰქონდეს ინფორმაცია.
„იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამის გადახედვა მოუწევს, მათ შორის ეკონომიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით. იმიტომ, რომ თუ რაიმე პროდუქტი შემოდის ირანიდან, ვფიქრობ, ამაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაკეთდეს, რომ შემოტანილმა პროდუქციამ არ გამოიწვიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზიანება.
ყველაზე მთავარი და არსებითი არის ის, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ლოკალიზება ამ კონფლიქტის. ფაქტია, რომ ეს კონფლიქტი მხარდაჭერილია მაღალი დონის ტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფოს მიერ. ისრაელის მხიდან დამოუკიდებელი მოქმედება არ ჩანს. სამიზნე ობიექტს - ირანს, გააჩნია თავისი პარტნიორები და ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივი სიტუაცია არ არის. ამ სიტუაციის, თუნდაც დრობით, რაც შეიძლება მოკლე ვადაში ლოკალიზება არის აუცილებელი არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.
ჩვენი ყოველდღიურობა ცალსახად აჩვენებს, რომ რეალურად რაღაცა ახალი გეგმა არის დასახული დაინტერესებული უცხო სახელმწიფოებიდან და ვფიქრობ, რომ ასეთი მასობრივი პოლიტიკური სპექტრის დაპატიმრებები და შეთანხმებული ქმედება პოლიტიკური სპექტრისა, რომ ისინი უნდა მოხვდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, კონკრეტული გეგმის ნაწილია და შესაძლებელია, ეს ყველაფერი გამოყენებული იქნას დაინტერესებული სახელმწიფოების მიერ, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში დესტაბილიზაციით. ასე რომ, ბეწვის ხიდზე გავდივართ. დღეს, მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიული სვლა, რომ არ ავღმოჩნდეთ ცეცხლის რკალში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ. ასევე, უნდა გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე და დაიხუროს დივერსიული საინფორმაციო საშუალებები.
„მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. კაცობრიობა შეიშალა. ამასობაში ევროკავშირი ღრმად არის გადაშეშფოთებული გვარამიას დაპატიმრებით, ვნერვიულობდი, გულის შეტევები არ დამართნოდა ტუსკსა და მაკრონს, მაგრამ მათ წინასაინფარქტო მდგომარეობას ნიტროგლიცერინივით მიუსწრო ლატვიის მამაკაცი პრეზიდენტის გათხოვებამ. ზეიმობს ლატვია, ხარობს ევროპა! განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს იტალიელ მიშისტ ემიგრანტებში, რომლებმაც საშინელი შეშფოთ-აღშფოთება გამოხატეს საქართველოს დელეგაციის ოფიციალური შეხვედრების გამო იტალიაში და წერილი შეთხზეს მელონისა და იტალიის პარლამენტის მიმართ - გვარამიას მრევლი საქართველოს დასჯას ითხოვს.
ახლა სერიოზულად. ყველა ის, ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს! უნდა გაუქმდეს სოროსის ფონდი და მასთან აფილირებული ორგანიზაციები! სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ. უნდა გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე. დივერსიული საინფორმაციო საშუალებები უნდა დაიხუროს.
მოკლედ - ახლა არ არის ევროპის დემოკრატიით გაკვირვების დრო - ევროპა კარგა ხანია მარაზმატიკულ პიკშია და თავი გაჭირვებია, რეგიონალური ომი დაიწყო, სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგებით. მთავარი უსაფრთხოებაა, მასზე შენდება ყველაფერი. ამიტომ ამ შეუგნებელ ზომბებს დროზე უნდა მივუჩინოთ ადგილი - მათ არსად არ მიეცეთ თავისი სიგიჟეების რეალიზაციის უფლება, არც ქუჩაში და არც საინფორმაციო სივრცეში - ეს მათთვისაც კარგია, გონს მოეგებიან და შეიძლება მერე მადლობლებიც დარჩნენ“, - წერს სოსო მანჯავიძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მიზეზი რატომაც ისრაელი საელჩოებს ხურავს, უკავშირდება ტერორისტულ აქტებს. მისი თქმით, ფაქტია, რომ ირანს წინააღმდეგობის რესურსი თითქმის არ აქვს და ასეთ მდგომარეობაში ირანი უდავოდ მიმართავს მისთვის უფრო ჩვეულ მეთოდს - ტერორიზმს და ნეთანიაჰუს ეს მოწოდებაც სწორედ ამით იყო ნაკარნახევი, რომ შეიძლება დაიწყოს ტეტორისტული აქტები ყველგან, სადაც საელჩოებია.
„ჩვენთან ებრაელებიც არიან და ირანელებიც. როგორც აზერბაიჯან-სომხეთის ომის დროს გვქონდა შიში იმისა, რომ აქ არ გაეჩაღებინათ ომი, დაახლოებით იგივე მდგომარეობაა ამ შემთხვევაში. მაგრამ არის მეორე თემა, თუ ომი გაგრძელდა, შეიძლება მიგრაციული პროცესები განვითარდეს ძალიან ინტენსტიური და ჩვენს კისერზე გადაიაროს მიგრაციულმა პროცესებმა. ერთადერთი საიმედო არის ის, რომ პუტინიც და ტრამპიც აპირებენ დალაპარაკებს ისრაელთან და ირანთან. იმედი ვიქონიოთ, რომ გამოსავალას იპოვიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.