ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში, სადაც საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს ე.წ. საგანგებო „კომენდანტის საათი“ დაწესდა. ყველას, ვინც „კომენდანტის საათს“ დაარღვევს, დააპატიმრებენ. მიუხედავად აკრძალვებისა, რადიკალი დემონსტრანტები შაბათს, აშშ-ის არმის 250 წლის იუბილეზე 1500 ლოკაციაზე აანონსებს საპროტესტო აქციებს. ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ყველას, ვისაც შაბათს დაგეგმილი სამხედრო აღლუმის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა სურს, ძალიან მძიმე ძალა დახვდება.
„არმიის გმირების თაობებს შორეულ სანაპიროებზე სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ ენახათ, როგორ განადგურდებოდა ჩვენი ქვეყანა შემოჭრითა და მესამე სამყაროს უკანონობით. ის, რასაც თქვენ კალიფორნიაში ხედავთ, არის სრულმასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და ეროვნულ სუვერენიტეტზე, რომელსაც უცხო ქვეყნის დროშებით შეიარაღებული მეამბოხეები ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში უცხოური შემოჭრის გაგრძელების მიზნით. ჩვენ ლოს-ანჯელესს გავათავისუფლებთ და გავხდით მას კვლავ თავისუფალსა და უსაფრთხოს. ეს ანარქია ვერ გაძლებს. ჩვენ არ დავუშვებთ ფედერალურ აგენტებზე თავდასხმას და არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის გადაწყვეტილებას ემიჯნება კალიფორნიის გუბერნატორი, რომლის განცხადებით, დემოკრატია თვალწინ თავდასხმის ქვეშაა და ეს მომენტი, რომლის შიშიც ჰქონდა, დადგა. როგორც გევინ ნიუსომმა განაცხადა, აღარ არსებობს არანაირი კონტროლი და ბალანსი.
„კონგრესი არსად არის. სპიკერმა ჯონსონმა სრულად უარი თქვა ამ პასუხისმგებლობაზე. მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ დაიცვან საკუთარი დემოკრატია. თუ პირველი შესწორებით მინიჭებულ უფლებებს იყენებთ, გთხოვთ, ეს მშვიდობიანად გააკეთოთ“, - აცხადებს გევინ ნიუსომმი.
დღეს, კალიფორნიის ქუჩებში სცენარები სწორედ ისე ვითარდება, როგორც საქართველოში და ცხადია, რომ ორივე სცენარს ერთი რეჟისორი ჰყავს - ჯორჯ სოროსი. სწორედ მისი და შარპის თეორიის პრინიციბების გამოყენით ვითარდებოდა მოვლენები საქართველოში და ახლა ამერიკაში. პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, ამ პროცესში გასაოცარი ის არის, რომ სიტყვებიც და მეთოდებიც კი, რომელსაც იყენებენ კალიფორნიაში, ტყუპისცალივით გავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
„ფოერვერკებიც კი, რომელიც იქნება გამოყენებული, ასევე გამოყენებული იქნა გერმანიაში და ამ ტექნოლოგიას სათავე დაუდო საქართველომ, რომელიც სინამდვილეში არის იარაღი სპეცალური დანაყოფების წინააღმდეგ და ამავე დროს კანონში არ იყო შეტანილი, მისი, როგორც იარაღად მიჩნევა. ნახეს ეს ხვრელი და გამოიყენეს. სოროსის მიერ დაფინანსებული ჯგუფები მოქმედებენ და მოგეხსენებათ, რომ სოროსი დემოკრატიული პარტიის ლობისტია. ერთი და იგივე მეთოდია, ერთ ცენტრში იგეგმება ეს ყველაფერი. დავაკვირდეთ, 1500 ლოკაცია, მარშები, დავინახავთ პროფესიების მიხედვით მარშებს, რაც ჩვენთან გააკეთეს, იგივეს გააკეთებენ. დავინახავთ, ერთი ხელით დაგეგმილ პროცესებს და ვინც გეგმავს ესეც ხომ გასაგებია. ესენი არიან გლობალისტები, რომლებმაც სერიოზული დამარცხება იგემეს მოძრაობა „მაგასგან“ და ტრამპისგან, გადაჯგუფდნენ და დაიწყეს ეს პროცესი. და ვის ეყრდნობიან? - მიგრანტებს, ასევე ლგბტ ჯგუფებს, ეროვნულ უმცირესობებს, ანუ მექსიკელებს და შავკანიანებს, ნარკობარონებს, მათ შორის მექსიკელ ნარკობარონებს და სხვ. ანუ, ეყრდნობიან საზოგადოების ყველაზე უფრო მარგინალურ ჯგუფებს, ზუსტად ისე როგორც ჩვენთან ხდებოდა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, მათ ამერიკაში უფრო მეტი შესაძლებლელბი აქვთ, განუსაზღვრელი ფულადი რესურსიც. გარდა ამისა, ამერიკა ფედერალური სახელმწიფოა და იქ ადგილობრივ შტატს აქვს თავისი ძალაუფლების საზღვრები, ხოლო ფედერლურ ცენტრს - თავისი.
„მიმდინარეობს იურიდულ დონეზე დისკუსიები იმაზე, ჰქონდა თუ არა ტრამპს უფლება, შეეყვანა ჯარი. მას ამის უფლება ჰქონდა და შესაბამისად, იურიდიულად უნდა გააფორმოს, როგორც აჯანყება. რაც ხდება, ეს არის აჯანყება. გამოიყენებს ამ კანონს და ესკალაცია გაგრძელდება. არც ესენი არ გაჩერდებიან და ეს პროცესი გაღრმავდება. ტრამპს მოუწევს ყველა ბერკეტის ამუშავება. სადამდე მივა ესკალაცია, არავინ არ იცის, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია.
გლობალური ქსელი ამუშავდა, რაც მოსალოდნელი იყო და რაზეც გვისაუბრია, რომ გადაჯგუფდებოდნენ და აუცილებლად გააკეთებნენ იმას, რასაც აკეთებენ საქართველოში. ამ გლობალისტურ ქსელს ფერადი რევოლუციის პრაქტიკა აქვს დანერგილი მთელ მსოფილიოში, რითაც უამრავი ქვეყანა გააუბედურეს. ბოლო ოთხი წელია ჩვენთანაც იგივეს აკეთებენ. მანამდე იყო სააკაშვილი, ფერადი რევოლუცია და მისი შედეგები. შემდეგ იყო უკრაინა და ვხედავთ რაც ხდება - ბევრი მაგალითია ამის. ახლა ამას იგივე მეთოდებით აკეთებენ აშშ-ში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
ცოტაცა ცოტაცა და ...................
ტრამპ....შენ ხომ ჩემი ფალავანი ხარ......მიდი მიდი.....მიაწექი ბოლომდე.....
მიდი სეხნიავ, მიდი, არ შემარცხვინო ..... იცი რო მე შენი დიდი იმედები მაქვს...
ჰოოდა ბარემ სხვა შტატებიც, სხვა შტატებიც .....ეგენიც ახურებენ....ხარჯი ხარჯია მაინც
ასე რომ იცოდე........... კაკლის ქვეშ წამოგორებული აქედან მაგრად გბალეშჩიკობ.....
თხუტმეტი წლის წინ ვამბობდი ამერიკის საელჩოს ფეხქვეს გავიგდეთ მეთქი??
ხოოდა ....ეგე ხომ გავიგდეთ!!!!!!!!!!!!!!!
საცა თავისი დაიკვეხონ, იქ ჩვენიცა თქვან
და ბოლოს................................... კოლუმბიიიიიი ......................... ეს რა გემართება---დაგემართა??
ეს ინჩა???...