„თუ ამდენი ხნის განმავლობაში მისი ქმარი გამქრალი იყო, ვინმეს სჯერა, რომ „ნაცმოძრაობა“ და თინა ბოკუჩავა, რომლებიც ბუზს სპილოდ აქცევენ, ამაზე გაჩუმდებოდნენ?!“

„თუ ამდენი ხნის განმავლობაში მისი ქმარი გამქრალი იყო, ვინმეს სჯერა, რომ „ნაცმოძრაობა“ და თინა ბოკუჩავა, რომლებიც ბუზს სპილოდ აქცევენ, ამაზე გაჩუმდებოდნენ?!“

გაიტაცა თუ არა რეალურად საქართველოს სპეცსამსახურებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმარი, კოტე იოსელიანი და რატომ განაცხადა ეს ბოკუჩავამ ორი დღის დაგვიანებით?

საჯაროდ გავრცელებული განცხადებიდან მალევე, კოტე იოსელიანს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, ის გამოკითხვაზე მისვლას არ გეგმავს და აპირებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოჰყვეს 8-საათიანი მუქარის შესახებ.

თუმცა ჩნდება კითხვა – რაში აწყობდა ან სჭირდებოდა „ოცნებას“ ახლა, 8 წლის წინ, კოტე იოსელიანის მიერ ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟზე, უტა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო მისი მოტაცება, როცა ამ განცხადებიდან მალევე აღნიშნული ინფორმაცია უარყო, ბოდიშიც მოიხადა და პოლიტიკიდან წავიდა? იმ ფონზე, როცა ოპოზიციაში უმძიმესი სიტუაციაა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში კი „ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფება, რომლის პოლიტიკური არსებობის საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხელისუფლებას მათთვის პოლიტიკური დივიდენდი ამ ფორმით რატომ უნდა მიეცა?

მმართველ გუნდში ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია აქვთ. „ოცნებაში“ უარყოფენ მომხდარ ფაქტთან კავშირს და არ გამორიცხავენ, რომ ეს უკავშირდებოდეს ან შიდა პარტიულ დაპირისპირებას, სადაც დიდი ხანია ბოკუჩავა ყელში ჰყავთ გაჩხერილი და მისი მოშორება უნდათ ან „ნაციონალები“ ამით ცდილობენ თავი გაიმართლონ, როცა საგამოძიებო კომისიაზე მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებების შესახებ არაერთი ადამიანი ჰყვება.

ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, კოტე იოსელიანს ხუთი პირი შაბათს ჩაუსაფრდა, თვალები აუხვიეს და დაუდგენელ მისამართზე წაიყვანეს. 8-საათიანი ტერორის შემდეგ, ბოდიშის ვიდეო სოციალურ ქსელში კვირას დილით გამოჩნდა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი მეუღლე ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, სადაც პოლიტიკოსი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, იოსელიანს შვილებით ემუქრებოდნენ. გამტაცებლებს შესწავლილი ჰქონდათ 10 წლის ვაჟის გადაადგილების მარშრუტიც.

თინა ბოკუჩავამ თავისი მეუღლის გატაცების შესახებ განცხადება გააკეთა არა შაბათსვე, როგორც თავად ამტკიცებს, რომ მისი ქმარი გაუჩინარდა, არამედ ორშაბათს, დღის 11 საათზე. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კოტე იოსელიანი მეუღლესთან ერთად ბრიფინგზე არ გამოჩენილა. მან ცოლის სიტყვები მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით დაადასტურა. ბოკუჩავამ მოგვიანებით „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ისუაბრა.

თუმცა ჟურნალისტის არაერთი კითხვის მიუხედავად, რომ მას მოეყოლა დეტალების შესახებ, ბოკუჩავა ტატქიკურად იცილებდა კითხვებს თავიდან და მხოლოდ ზოგადად საკუთარი და შვილების ემოციებზე საუბრობდა. ასევე კითხვებზე, რატომ არ მივიდნენ საცურაო აუზზე კამერების სანახავად, ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ კერძო პირები არიან და ჩანაწერებს არავინ მისცემდათ. ასევე ამბობს, რომ მეუღლემ ბევრი არაფერი მოუყვა დეტალების შესახებ, რადგან ის ძალიან ნერვიულობდა. ვერც ის თქვა დადასტურებით, რომ მისი ქმარი ნამდვილად მოდულის შენობაში იმყოფებოდა. ვერც გამტაცებლების სახეები დაინახა, რადგან ისინი „ნიღბებით იყვნენ“.

„თინა ბოკუჩავა რასაც ამბობს, იმას ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს“, – ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და თვლის, რომ იოსელიანი უნდა გამოიკითხოს.

„თინა ბოკუჩავა რასაც ამბობს, ამას ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზეც განხორციელდა შეტევა. ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს ახლავს სიბოროტის ის დონე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა მაშინ, როცა ბოკუჩავა ერთ-ერთი ლიდერი იყო და დღესაც რჩება. რასაკვირველია, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად აქვთ კოტიკოს იმედი, რომ სწორად შეასრულებს იმ როლს, რომელიც მას მიანიჭეს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც კოტე იოსელიანმა ვიდეომიმართვა გააკეთა, თინა ბოკუჩავამ იფიქრა, რომ ეს მის პოლიტიკურ ავტორიტეტს აზიანებდა და, შესაბამისად, ამ ამბის პიარის სახით გამოყენება გადაწყვიტა. თუმცა ანალიტიკოსი ასევე არ გამორიცხავს, რომ ეს მათივე გამოგონილი ამბავი იყოს და შიდა დაპირისპირების გადაფარვა ამ ფორმით უნდოდათ.

„ვერ გავიგე – ეს ქმარია თუ ყოფილი ქმარი? კარგი, დავუშვათ, ისევ ქმარია და არ გავყვეთ ამ ამბავს... საქმე ისაა, რომ ამ პიროვნებამ ვიდეოს გავრცელებით, როგორც ჩანს, თავს ლაფი დაასხა თინა ბოკუჩავას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს და ეს პარტიაში მთლიანად „ნაცმოძრაობის“ შეურაცხყოფად მიიღეს. ამიტომ დასხდნენ და მოიფიქრეს ეს მაიმუნობა, ვითომ სპეცსამსახურებმა გაიტაცეს ეს ვაჟბატონი და ადრე მიქარული ამბის გამო კიდევ ბოდიშები ათქმევინეს.

რა პოლიტიკურ ფიგურად წარმოუდგენიათ თინა ბოკუჩავა, რომელიც პარტიაშიც კი არავის უნდა? რა სახის პრობლემას უქმნის ახლა ეს ქალბატონი ხელისუფლებას, რომლის რეიტინგიც ნულამდეა დასული, რომ მისი ქმარი (თუ ყოფილი ქმარი) მოეტაცებინათ, თან მოდულის შენობაში მიეყვანათ და ამ ქალბატონისთვის რეიტინგი აეწიათ?! ნუ, მართლა არ ვიცი, სერიოზულად ამ ბოდვაზე როგორ შეიძლება ვისაუბროთ“, – ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ბოკუჩავამ, როგორც ჩანს, სახლში ერთი-ორი კარგად „უთავაზა“ და უთხრა, რომ მისი ამ ვიდეომიმართვის შემდეგ მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, საფრთხე შეექმნა.

„თუ ამდენი ხნის განმავლობაში სახლში არ იყო მისი ქმარი და გამქრალი იყო, ვინმეს სჯერა დედამიწის ზურგზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და თინა ბოკუჩავა, რომლებიც ბუზს სპილოდ აქცევენ, ამაზე გაჩუმდებოდნენ?! ეს არის მორიგი პიარის მსგავსი სცენარი, რომელიც ძალიან მდარე ხარისხისაა და მისი გაშიფვრა არც თუ რთულია. დაამტკიცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ადრე თუ ფსკერზე იყვნენ, ახლა, საერთოდ, ფსკერი გაარღვიეს.

არც ის გამოვრიცხოთ, რომ ეს შიდა დაპირისპირებასაც უკავშირდება. გვახსოვს, ადრე სააკაშვილმა თქვა, რომ პარტიაში ვიღაცებს  ბოკუჩავას თავიდან მოშორება უნდოდათ. შიდა დაპირისპირებაც აქვთ. ამიტომ, შესაძლებელია, ამის გამო გაითამაშეს ეს სცენა, რომ ბოკუჩავა წამებულის და დევნილი პოლიტიკოსის მანტიით მოგვევლინოს“, – ამბობს გვენეტაძე.

Gami ესკრეტინი თუ გამძაფრებული "ორიენტაციით" მიხვდა თვალებახვეული სად მითრევდნენ, ყნოსვითი ფუნქციაც რატომ არ ჩართო -- ეგებ სუნებით მიმხ ვდარიუო ვინ იყვნენ კოწიას გამტაცებლები.
14 საათის უკან