„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სპეცსამსახურების მიზანი საქართველოში არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ მართვადი ქაოსის შექმნაა, მთლიანი რეგიონის დესტაბილიზაციისთვის“

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სპეცსამსახურების მიზანი საქართველოში არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ მართვადი ქაოსის შექმნაა, მთლიანი რეგიონის დესტაბილიზაციისთვის“

დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს, რაც რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის ინფორმაციით, ა-ო დაფინანსების გაზრდას და მათ მიერ ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას ისახავს მიზნად. უწყების მტკიცებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დივერსიული საქმიანობის განხორციელების მიზნით დაახლოებით 100 ახალგაზრდული და სტუდენტური ასოციაცია, ფემინისტური მოძრაობები და ლგბტ ჯგუფები შეარჩია. 

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, სიმართლის დამალვის, მასში ეჭვის შეტანის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი საქართველოში სწორედ ისაა, რომ ეს სიმართლე რუსეთის დაზვერვას გამოაცხადებინო. ცხადია, რუსეთის დაზვერვის მიმართ ნდობა საქართველოში ნულოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, იმისგან სრულიად დამოუკიდებლად, თუ რას აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვა, აშკარაა, უცხოეთის სპეცსამსახურების, მათ შორის, ბრიტანული დაზვერვის მიზანია ამბოხების გზით ამ ხელისუფლების დამხობა.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

ამერიკის შეერტებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ გადაწყვიტა პენსიაზე გავიდეს, აქვე აზუსტებს, რომ იგი მის მთავრობას არ გაუწვევია. ბატონო დავით, თუკი ქრონოლოგიას გავყვებით, განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში საინტერესოდ ვითრდებოდა მოვლენები, ბოლო წერტილი იყო ელჩის მხრიდან პრეზიდენტის მოლოცვის არგამოქვეყნება. რომ შევაჯამოთ ელჩის მოქმედება, როგორ ფიქრობთ, წავიდა პენსიაზე, თუ გაუშვეს პენსიაზე?

დავით ზარდიაშვილი: აქ მთავარი ისაა, რომ თავად მოუწია განემარტა - ჩემს მთავრობას არ გავუწვევივარო. ასეთი განმარტება, ცხადია, სრულიად ზედმეტი და უადგილო იქნებოდა, მისი საქმიანობა წარმატებული რომ ყოფილიყო. ქალბატონმა დანიგანმა აშკარად და უტყუარად იგრძნო, რომ ძალზე წარუმატებელი ელჩობა გასწია, ძირითადად, ძალზე ნეგატიურად აფასებს ქართველების უმრავლესობა მის საქმიანობას და სწორედ ამიტომ დასჭირდა თავის მართლება. ალბათ, მაინც უფრო თავისი ნებით წავიდა პენსიაზე, რადგან საქართველომ, როგორც უაღრესად რთულმა და დაუმორჩილებელმა ქვეყანამ, მისი უზარმაზარი ენერგია წაიღო, გვარიანად გადაიღალა, შესაძლოა, გამოიფიტა კიდეც. და მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ჰგავს საპენსიო ასაკის მანდილოსანს, გადაწყვიტა დიპლომატიური კარიერის შეწყვეტა და დამსახურებული დასვენება ითხოვა.

თუმცა, მისია ვერ შეასრულა...

- მისი მისია შეუსრულებადიც აღმოჩნდა და მის კარიერასაც წერტილი დაესვა, რაც სამწუხაროა. დამაფიქრებელი და სავალალო კი ის გახლავთ, რომ სწორედ ასეთი შეუსრულებადი მისიით გამოგზავნეს აქ.

დანიგანის გაწვევა ნიშნავს, რომ ახალი ურთიერთობა იწყება ქართულ-ამერიკულ ურთიერობაში, ამაზე საუბრობს პრემიერი თავის წერილში და იგივეს საუბრობს ტრამპი მოლოცვის წერილში. როგორ ფიქრობთ, რა ფაზაში გადადის ქართულ-ამერიკული ურთიერთობა და ეს განსაზღვრავას თუ არა „მეგობარი აქტის“ ბედს?

- დანიგანის წასვლა (მაინც კორექტულობა დავიცვათ და ნუ ვუწოდებთ - გაწვევას) ნებისმიერ შემთხვევაში, მიანიშნებს აშშ-ს მხრიდან საქართველოსადმი დამოკიდებულების არსებით გადაფასებაზე. თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს აუცილებლად მოუწევს ახალი ელჩის კანდიდატურის შერჩევა, საფუძვლიანი მსჯელობა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქალბატონების - დანიგანის და მანამდე დეგნანის ელჩობის, უკანასკნელ წლებში საქართველოსადმი გატარებული პოლიტიკის შეფასებაც. ბედის ირონიაა, ალბათ, რომ ამ ქალბატონების გვარებიც კი ასე ჰგავს ერთი-მეორეს, როგორც მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ჰგავდა.

ეს იყო ერთი სტრატეგია, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, ითვალისწინებდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლას და ამით დაინტერესებული როგორც საგარეო, ისე შიდა აქტორების ძალისხმევათა მხარდაჭერას, კოორდინაციას და უმრავლეს შემთხვევაში, პირდაპარ წარმართვასა თუ უშუალო ხელმძღვანელობას. ყველა ეს ანტიქართული ძალისხმევა, რაც განსაკუთრებული ცინიზმით არღვევდა დიპლომატიური ქცევის ელემენტარულ წესებს, სრულიად უშედეგო გამოდგა და ამგვარი პოლიტიკა საქართველოს მიმართ კრახით დასრულდა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები არა მხოლოდ სერიოზულად გაფუჭდა, არამედ აშკარად კონფრონტაციული გახდა.

ბუნებრივია, ეს არ შეიძლება შედიოდეს არც საქართველოს და რაც ხაზგასასმელია, ასევე, არც აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში. აშშ-ს ინტერესები საქართველოს ინტერესებზე უფრო მეტადაც დაზარალდა, რადგან ფაქტობრივად დაინგრა პარტნიორული ნდობა და შესაბამისად, პოზიტიური მძლავრი გავლენა, რაც აშშ-ს ჰქონდა საქართველოზე, ფაქტობრივად, განულდა. ამ ვითარებაში ეს ნდობა და მისი თანმდევი პოზიტიური გავლენაც, თავიდან არის ასაშენებელი. უდავოდ საიმედოა, რომ აშშ-ს ახალ ადმისტრაციასა და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ღირებულებითი თანხვედრა აქვთ უმთავრეს საკითხებში.

იმედია, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დღევანდელი მესვეურები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ და აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ საფუძვლიანად დაკორექტირდება. ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც უნდა ვიქონიოთ და გვქონდეს კიდეც მოლოდინი, რომ მომავალი ელჩის საქმიანობა აღარ გასცდება დიპლომატიის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და მის მიერ სათანადო პატივისცემა გამოვლინდება მასპინძელი ქვეყნისადმი. ეს, პირველ ყოვლისა, სამომავლოდ გამორიცხავს ისეთი უხეში ფორმით, რაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა, უტიფარ ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში.

რაც შეეხება „მეგობარ აქტს“, რასაკვირველია, ასევე იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ ეს უაღრესად ანტიქართული საკანონმდებლო აქტი, საბოლოო ჯამში, აშშ-ს კონგრესის მიერ არ იქნება მიღებული, ანდა მას ხელს არ მოაწერს აშშ-ს პრეზიდენტი. თუ ეს საუბედუროდ მაინც მოხდა, ამ შემთხვევაშიც, უფრო მეტად აშშ-ს რეპუტაცია, საქართველოში მისი პოლიტიკური კაპიტალი დაზარალდება, ხოლო საქართველოს, რომელმაც გაცილებით მძიმე ზეწოლას გაუძლო ბაიდენის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენის პირობებში, ვიდრე ეს თუნდაც „მეგობარი აქტის“ მიღების შემთხვევაშიც კი, ამჟამინდელი ადმინისტრაციისგან პრაქტიკულად მოსალოდნელია, დიდად არაფერი დააკლდება.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას და რადიკალურ ოპოზიციას მოუწოდებდნენ დაუმორჩილებლობისკენ და სწორედ მათი ზეგავლენით უარი თქვეს დეპუტატის მანდატზე, დღეს ოპოზიციისგან მოითხოვენ, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და შესაბამისად, „ლელო“ და გახარია ამბობენ, რომ ჩაერთვებიან არჩევნებში. რა მოლოდინი გაქვთ ბატონო დავით, შეუერთდებიან სხვა ოპოზიციური ძალები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არ არიან დამოუკიდებელნი?

- მოლოდინი აქ, სამწუხაროდ, კვლავაც უაღრესად არაკეთილსაიმედოა: უცხოეთის კარნახით მოქმედი ოპოზიცია ისევ და ისევ, მხოლოდ დესტრუქციაზე იქნება ორიენტირებული. მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ეს მათი ე.წ. პოლიტიკის ოდენ ტაქტიკური საკითხია, ხოლო ამ ე.წ. პოლიტიკის სტრატეგია არ იცვლება - რაც შეიძლება მეტი არეულობის შექმნა ქვეყანაში. მათი მონაწილეობაც სწორედაც არეულობის პროვოცირებისკენ იქნება მიმართული და არმონაწილეობაც. რაც შეეხება უშუალოდ დემოკრატიულ საარჩევნო პროცესს, არც მისი წარმართვის და არც შედეგების თვალსაზრისით, რაიმე არსებითი გავლენა ვერც მათ ჭრელ, აწეწილ-დაწეწილ, უთავბოლო ტაქტიკას და მით უმეტეს, ვერც აბსოლუტურად დესტრუქციულ და ფუჭ სტრატეგიას - ვერასგზით ექნება.

რაც შეეხება შანსებს, ოპოზიცია ამბობს, რომ თბილისს წაართმევენ მმართველ გუნდს. რა შანსები აქვს კალაძეს, რომ პირველივე ტურში დადოს შედეგი? ვიცით, რომ წინა არჩევნებში მას დასჭირდა მეორე ტური...

- აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. კახა კალაძე კი არა, ნებიმსიერი კანდიდატი, ვისაც „ქართული ოცნება“ დააყენებს, მით უმეტეს დედაქალაქის დღევანდელი მერი, უდიდესი პოლიტიკური კაპიტალით, სრულიად უკონკურენტოა, ახლოსაც ვერ მივა ვერავინ და არა მგონია, მეორე ტური გახდეს საჭირო. თუმცა, ვნახოთ.

რუსეთის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, ძალისხმევას აძლიერებს და ბრძოლის ახალი რაუნდის დაწყება სურს. ბატონო დავით, რამდენად შეიძლება ეს ინფორმაცია შეესაბამებოდეს რეალობას, თუ გავითვალისწინებთ დასავლეთის პოზიციას საქართველოში ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობთ, რატომ არის დასავლეთი ასე დაინტერესებული და რატომ არის მათი თვითმიზანი აქ ხელისუფლების შეცვლა?

- სიმართლის დამალვის, მასში ეჭვის შეტანის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი საქართველოში სწორედ ისაა, რომ ეს სიმართლე რუსეთის დაზვერვას გამოაცხადებინო. ცხადია, რუსეთის დაზვერვის მიმართ ნდობა საქართველოში ნულოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, იმისგან სრულიად დამოუკიდებლად, თუ რას აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვა, აშკარაა: უცხოეთის სპეცსამსახურები, მათ შორის, ბუნებრივია, ბრიტანული დაზვერვაც, დიდი ხანია, რაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომლის შინაარსი ამბოხების გზით ამ ხელისუფლების დამხობაა, აქტიურად ახორციელებენ. ეს სიახლე არ არის, დაზვერვაც არ სჭირდება მის დანახვას და შეუიარაღებელი თვალითაც მკაფიოდ ჩანს.

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სპეცსამსახურების მთვარი მიზანი არ არის საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არამედ ეს ძირგამომთხრელი საქმიანობაცა და ე.წ. რევოლუციის მცდელობებიც ქვეყანაში მასშტაბური არეულობის, ე.წ. მართვადი ქაოსის შექმნას ემსახურება (სულ ერთია, წარმატებული თუ სულაც წარუმატებელი ამბოხებების კასკადის ორგანიზებით), რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ფართო რეგიონის ხანგრძლივი დესტაბილიზაციისთვის. როგორც ჩანს, საქართველოში არეულობა, მართვადი ქაოსის გამოწვევა, ემსახურება რუსეთის სამხრეთის ფლანგის დესტაბილიზაციის გეოპოლიტიკურ განზრახულობებს და ასევე, დიდი ალბათობით, „შუა დერეფანის“ ტორპედირებასაც. დარწმუნებული ვარ, ეს მცდელობებიც სრულიად ფუჭი იქნება და საქართველოს არევას უკვე ვერავინ შეძლებს.

 

ლაზი მარტო თქვენ არ გაქვთ ასეთი შტაბეჭდილება. უფრო მეტიც, მაგაში რომ დარწმუნებული არიან, სწორედ ამიტომ აქვს აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი საქართველოსთან.
მაგ ქაოსის შესანარჩუნებლად ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს ევრო ბიუროკრატები, რაც კავკასიის გაკონტროლების ინსტრუმენტად მიაჩნიათ. ყველაფერში საქართველო უშლით ხელს. სომხეთში იარაღი ვერ შეაქვთ და აზერბაიჯანში ფული, თავისი აგენტურისათვის.
ასე რომ ამ ხელისუფლების დამხობა თვითმიზანი ნამდვილად არ არის მაგრამ მისი მარიონეტულით შეცვლა ნამდვილად სჭირდებათ.
55 წუთის უკან