„თბილისის მერობის არჩევნებში კალაძეს რეალური კონკურენცია შესაძლოა გახარიამ და ხაზარაძემ გაუწიონ“

„თბილისის მერობის არჩევნებში კალაძეს რეალური კონკურენცია შესაძლოა გახარიამ და ხაზარაძემ გაუწიონ“

ბოლო პერიოში გაჩნდა კითხვები კახა კალაძესთან დაკავშირებით - იქნება თუ არა ის ქართული ოცნების თბილისი მერობის კანდიდატი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კახა კალაძე უალტერნატივოა თბილისის მერის პოზიციაზე. ამასთან, კითხვაზე მიდის თუ არა ბიზნესში დედაქალაქის მერი, ვინაიდან კახა კალაძის გუშინდელი განცხადება წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით ბუნდოვანი იყო და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შპს კალა კაპიტალი დააფუძნა. პრემიერმა აღნიშნა, რომ „100% არ ვიცი, 99.9%... ეს ადამიანი იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი. გუნდში ეს სულისკვეთება არის. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ის აბსოლუტურად უალტერნატივოა თბილისის მერის პოზიციაზე. დანარჩენი, როგორ გითხართ, შემიძლია დავიფიცო“.

რაც შეეხება კომპანიის დაფუძნების საკითხს, თბილისის მერმა 5 ივნისს ერთგვარი განმარტებაც გააკეთა და განაცხადა, რომ ეს არ არის პირველი კომპანია, რომელიც საკუთრებაში აქვს და ეს აღნიშნულია დეკლარაციაში: რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას და საქმიანობას, რაც იდეაში გვაქვს, ეს არის საპილოტე პროექტი და რამდენად გამოვა, ამას ვნახავთ. ეს არის ჩემი ჰობი, ბავშვობიდან გატაცება იყო. ამის სურვილი ყოველთვის მქონდა და ვაპირებ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელო აღნიშნული პროექტი. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, ვნახოთ. ეს არის ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა. რამდენად გამოგვივა, არ ვიცი. საკმაოდ ნიჭიერი ადამიანები იქნებიან ჩართულები და ვნახოთ, როგორ იმუშავებს“, - აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, კომპანიის დაფუძნების შემდეგ, აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, კალაძემ აღნიშნა: კომპანიის დაფუძნებასთან რა კავშირშია? თქვენს რეალურ მდგომარეობაზე მეტყველებ აღნიშნულიც. გუშინ მთელი დღე საუბრობდით ამაზე, მთავარი ნიუსი გქონდათ, რომ კახა კალაძემ დააფუძნა კომპანია. წარმოგიდგენიათ?! ეს იყო თქვენი მთავარი სიახლე, რასაც აშუქებდით. აი, რა მდგომარეობაში ხართ“.

ანალიტიკოსი ედიერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კახა კალაძე უალტერნატივოა და მას რეალური კონკურენტი ოპოზიციაში არ ჰყავს:

ბოლო არჩევნებზე მეორე ტური იყო, მაგრამ გაიმარჯვა კალაძემ - კალაძისთანა მერი თბილისს არ ჰყოლია საქართველოს მთელი დამოუკიდებელი ისტორიის მანძილზე - ძალიან ბევრი რამ გაკეთდა კახა კალაძის მერობის 8 წლის განმავლობაში. ადვილი შესაძლებელია კალაძე კიდევ ერთხელ გახდეს მერი, რადგან მაშინდელთან შედარებით, დღევანდელი ოპოზიცია უკვე არის არარაობა - მაშინ ჯერ კიდევ რაღაცას წარმოადგენდნენ, თუმცა დღეს სხვა სიტუაცია გვაქვს. ვფიქრობ, რომ კალაძეს ამ არჩევნებში რეალური მოწინააღმდეგე არ ჰყავს და ფაქტობრივად, უალტერნატივოა, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ თბილისის მერობის არჩევნებში კალაძეს რეალური კონკურენცია ოპოზიციური ფლანგიდან შესაძლოა გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ გაუწიონ.

ბევრი ამბობს ფრაზას, კალაძემ ქალაქს გაუკეთა იმდენი რამ, რაც შესაძლოა სხვა დროს სხვა მერებს არ გაუკეთებიათ - ეს მომხრეებ აჩენს. ასევე არის დიდი ნაწილი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი კალაძის მიმართ: საუბრობენ კორუფციაზე - ესენი არიან ოპოზიციონერები. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის წარმოადგენენ ოპოზიციური ძალები. თუნდაც გახარია - მერის თანამდებობა ძალიან არის დატვირთული სამეურნეო ფუნქციებით, ვიდრე პოლიტიკურით და გახარიას აქვს ის გამოცდილება, რაც პრაქტიკულად არც ერთს არ აქვს. ამავე ლოგიკით, შეიძლება მამუკა ხაზარაძეც ამოტივტივდეს, როგორც პრაქტიკოსი. შემდეგ კი, დანარჩენს უკვე გადაწყვეტს პოლიტიკური მხარდაჭერა, - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კანუდოსელი ოპოზიციონერების და ნაცების გარდა ძალიან ბევრი არა მარტო ამბობს, არამედ პირდაპირი შეხება და გამოცდილება აქვს მერიაში კორუფციულ გარიგებებთან. გრგ-ს დამტკიცებისთვის რომ 100 ათასს გადაგახდევინებენ მერიაში არაოფიციალურად, კორუფციაა აბ არა არის. კალაძე და მისი გუნდი გადაეშვნემ კორუფციის ჭაობში, შესაბამისად, მას ძალიან გაუჭირდება მოგება. ხაზარაძე ვერა, მაგრამ გახარია რეალური კონკურენტია. ჯობია მოძებნონ სხვა, პატიოსანი და გაუსვრელი კანდიდატი, რომელიც ძვირადღირებული ტანსაცმლით და აქსესუარებით კი არ მოიწონებს თავს, არამედ იქნება მშრომელი მერი. კალაძის ზედმეტი გატაცება პიჯაკის გულის ჯიბეში ჩასადები ცხვირსახოცების ფერის შერჩევით უკვე გულისამრევია.
13 საათის უკან
მარბიელი კალაძეს ცალკე ვერცერთი მოუგებს; თუ ეს ორი ერთ კანდიდატს დააყენებს და მას ხმას სხვა ოპოც მისცემს ხმას, მეორე ტური გარანტირებული იქნება
საფუძველი: ქოცების შედეგი შარშანდელ არჩევნებში
12 საათის უკან
ლევკოთეა იმედია, კალაძეს არ დააყენებენ კანდიდატად. მთელი თბილისი თვლის, რომ კალაძე კორუმპირებულია. ოცნებამაც ძალიან კარგად იცის ეს ინფორმაცია.
მართალია თუ არა კალაძის კორუმპირებულობა, მნიშვნელობა არ აქვს. ხალხს სჯერა ამის. არჩევნებს კი ხალხი იგებს და არა ოცნების კაბინეტებში მოკალათებული ფუნქციონირები.
5 საათის უკან