საფრანგეთსა და ბელგიას რუსულ გაზზე უარის თქმა უჭირს

საფრანგეთსა და ბელგიას რუსულ გაზზე უარის თქმა უჭირს

საფრანგეთი და ბელგია რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) უმსხვილესი მყიდველები არიან და უარს ამბობენ ბრიუსელის გეგმის მხარდაჭერაზე რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების აკრძალვის შესახებ. ამ ქვეყნებს სურთ „დამატებითი გარანტიები ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგების შესახებ“, - წერს Polirico.

როგორც საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, მარკ ფერაჩიმ Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, პარიზი მხარს უჭერს ევროკავშირის სტრატეგიას ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის შესახებ, „რომელიც უკვე განიხილება“. ამავდროულად, ჟურნალისტები აზუსტებენ, რომ ის გულისხმობს საფრანგეთის გეგმებს, ჩაანაცვლოს რუსული მარაგი კატარის პროდუქციით.

თავის მხრივ, ბელგიას, რომელიც საფრანგეთის შემდეგ ევროკავშირში რუსული ენერგიის სიდიდით მეორე მყიდველია, პირველ რიგში, სურს მიიღოს ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს რუსული აირზე უარის შემთხვევაში რა ეკონომიკური შედეგები დადგება.

„სანამ ევროკავშირი თავის წინადადებებს წარადგენს, ჩვენ ვთხოვთ ევროკომისიას, წარმოადგინოს ამ ზომების დეტალური შეფასება“, - ციტირებს გამოცემა ბელგიის ენერგეტიკის მინისტრ მატიე ბიეს სიტყვებს.

ამასობაში, ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის სხვა მსხვილი იმპორტიორები - ესპანეთი და ნიდერლანდები მზად არიან მხარი დაუჭირონ ევროკავშირში მომზადებულ კანონს, რომელიც რუსეთიდან გაზის შესყიდვის კონტრაქტების გაუქმებას გამოიწვევს, რადგან ეს გულისხმობს მოკლევადიანი შესყიდვების აკრძალვას წელს და გრძელვადიანი კონტრაქტების აკრძალვას 2027 წლისთვის. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა Politico-სთან საუბარში დაადასტურეს, რომ უარს იტყვან რუსულ აირზე. ავტორები განმარტავენ, რომ ევროკავშირის დონეზე ასეთი კანონი ესპანეთს და ნიდერლანდებს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის კონტრაქტებით გათვალისწინებული გრძელვადიანი ვალდებულებებისგან გაათავისუფლებს.

ევროკომისია კანონპროექტს მომავალ თვეში წარადგენს და მისი მიღებისთვის ზემოთ ხსენებული ოთხი ქვეყნის (საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი და ნიდერლანდები) მხარდაჭერა აუცილებელი იქნება.

ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, 2024 წელს ამ ოთხმა ქვეყანამ რუსეთიდან 16.77 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი მიიღო. ეს ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის 97%-ს და რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის ნახევარს შეესაბამება. საერთო ჯამში, მოსკოვმა გასულ წელს ამ ოთხ ევროკავშირის ქვეყანაში თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან 6 მილიონ ევროზე მეტი მიიღო.

ამავდროულად, უნგრეთი და სლოვაკეთი, სავარაუდოდ, შეეცდებიან წინააღმდეგობა გაუწიონ ევროკომისიის გეგმებს, რომელიც რუსეთიდან ენერგორესურსების შესყიდვაზე აკრძალვას ითვალისწინებს, რადგან ჟურნალისტების პროგნოზით, ბუდაპეშტი და ბრატისლავა იაფი რუსული ენერგიის შესყიდვის გაგრძელებას აპირებენ.

წყარო: https://www.dw.com/ru/francia-i-belgia-ne-podderzivaut-plan-evrokomissii-po-otkazu-ot-gaza-rf/a-72785374