ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო - ბუღაძე ევროპარლამენტშიც უვარგისი სცენარით წარსდგა

ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო - ბუღაძე ევროპარლამენტშიც უვარგისი სცენარით წარსდგა

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 3 ივნისს გაიმართა, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე მსჯელობამ პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში კიდევ ერთხელ გაამწვავა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, დაკავებული ირაკლი ქერიშვილის ოჯახის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეთა გზავნილები მკვეთრად კრიტიკულ ტონს ატარებდა და საქართველოს ხელისუფლება „პოლიტიკური რეპრესიებისა“ და მედიის დევნის გამო დაადანაშაულეს.

სხდომას ევროპარლამენტარები და ევროპული სახალხო პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, რასა იუკნევიჩიანე, კიდევ ერთხელ შეეხო „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას“ და საჭიროდ ჩათვალა ევროკავშირისთვის მკაფიო გზავნილების გაგზავნა.

ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ ევროპარლამენტარებს მიანიშნა, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლება სისტემურად ირღვევა და ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგან.

„ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელი, ახლა პოლიტიკური პატიმარია და აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში... ამჟამად ჩემს ქვეყანას 65 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ამიტომ მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: ნუ აქცევთ სტრატეგიულ მოთმინებას მორალურ დუმილად. ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა“, - მიმართა ევროპარლამენტარებს ყორშიამ.

მისი თქმით, პოლიტიკური სატირა, რასაც ის „მთავარი არხის“ ეთერში აკეთებდა, გახდა ხელისუფლების გაღიზიანების საფუძველი და დღეს უკვე თავადაც რეპრესიების სამიზნეა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დისკუსიის შინაარსს კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები არ ასახავს ქვეყნის რეალურ მდგომარეობას, ხოლო ამ ადამიანების ევროპარლამენტში მიყვანა ოპოზიციური ლობირების შედეგია. ისინი წარმოადგენენ მხოლოდ ერთ პოლიტიკურ მხარეს და მათი გზავნილები მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. ეს არის საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელება ევროპულ პლატფორმებზე.

მმართველი პარტიის პოზიციაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური პატიმრები და კონკრეტული საქმეები, მათ შორის ჟურნალისტების დაკავება, დაკავშირებულია კონკრეტულ სამართალდარღვევებთან, რაც უნდა განიხილოს დამოუკიდებელმა სასამართლომ და არა ევროპარლამენტმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მკაცრად აკრიტიკებს სხდომას: „ევროპარლამენტში კიდევ ერთი სპექტაკლი ვიხილეთ, სადაც სცენარი წინასწარ იყო დაწერილი. ეს ადამიანები წარსდგნენ როგორც ქვეყნის შიდა დაპირისპირების აგიტატორები და არა ობიექტური ვითარების მომხსენებლები. ეს არის კამპანია, რომელსაც პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად უცხოური ორგანიზაციებიც აქტიურად უჭერენ მხარს“, - ამბობს ვოლსკი.

სავარაუდო სანქციებზე საუბარი ევროკავშირისგან ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზეა და ამიტომ ბექა ყორშია, ლაშა ბუღაძე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ევროპარლამენტს პირდაპირ სთხოვენ უფრო მკაცრ პოლიტიკურ რეაგირებას: პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას; საქართველოში მედიის თავისუფლების და სასამართლოს დამოუკიდებლობის მკაცრ მონიტორინგს; ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული ქმედებების გატარებას - მათ შორის პოლიტიკური პირობების გამკაცრებას ქვეყნისთვის გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებებთან მიმართებით.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან მიიჩნევს, რომ კომიკურია, როცა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ლაშა ბუღაძე და ბექა ყორშია საქართველოს მოსახლეობის დასანქცირებას მხოლოდ იმის გამო მოითხოვენ, რომ ამომრჩეველმა „ქართული ოცნება“ აირჩია.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა ე.წ. „ევროსაბჭოთა კავშირში“- ასე ვუწოდებ უკვე დღევანდელ ევროკავშირს. ეს აღარ არის ის კავშირი, რისთვისაც იგი შეიქმნა. დღეს ეს არის სტრუქტურა, რომელსაც გარე ძალები მართავენ. შედეგად, მის წევრ ქვეყნებში მოსახლეობა სულ სხვა ძალებს ირჩევს. ამის დასტურია რუმინეთში განვითარებული სამარცხვინო მოვლენები, როცა ხალხს არჩევანის უფლება წაართვეს. თუმცა ვერ გაბედეს იგივე პოლონეთთან მიმართებით - იქ არჩევნები მაინც ჩატარდა.

ახლა უკვე აცნობიერებენ, რომ მოვლენებმა დომინოს პრინციპით, შესაძლოა, მთლიანი სისტემა ჩამოშალოს. ეს იგივე ევრობიუროკრატიული მმართველობაა, რომელსაც აქ, საქართველოშიც კვებავდნენ. სწორედ ამიტომ, ყველა ფორუმს, სხდომას თუ შეკრებას ევროკავშირსა და ევროსაბჭოში იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოზე ზეწოლის ახალ მექანიზმებზე - სანქციებსა და დასჯაზე იმსჯელონ. თუმცა ეს მცდელობები განწირულია, რადგან ამ დროის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და ხალხი იმდენად გაძლიერდა და გამყარდა, რომ ასეთი ზეწოლა ვეღარანაირ გავლენას ვერ ახდენს,“ - აცხადებს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ევროპელი პოლიტიკოსების არც ერთ ძალისხმევას ქართველი ხალხის ქუჩაში გამოყვანა არ მოჰყოლია.

„ვერც სანქციებმა, ვერც რომელიმე ქვეყნის მორალისტურმა განცხადებებმა - იქნება ეს ევროპარლამენტიდან თუ ევროსაბჭოდან, ვერ შეძლეს საქართველოში რევოლუციური ფონის შექმნა. სააკაშვილი ჩამოიყვანეს, კანდიდატის სტატუსიც არ მოგვცეს, მაგრამ ხალხი მასობრივად მაინც ვერ გამოიყვანეს. ვინც გამოვიდა, ისინიც მიხვდნენ, როგორ ატყუებდნენ და იყენებდნენ - ამიტომ იმათაც ხელი აიღეს.

დღეს ბუღაძეს, ყორშიას და მათნაირ მარგინალებს ქართველი ხალხისთვის არაფრის წარმოდგენა არ შეუძლიათ. მათ სიტყვას ფასი რომ ჰქონოდა, ხალხი არ დაეფანტებოდათ. ასე რომ, ევროპარლამენტში ერთი-ორი გამყიდველი რას იტყვის, უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანები ახლა ტრამპის გზავნილის გამო არიან პანიკაში. აღმოჩნდა, რომ ტრამპს სამხრეთ კავკასია ძალიანაც აინტერესებს და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი მისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ახლა კი აღარ იციან, რა ქნან და თავქუდმოგლეჯილები დადიან ევროპარლამენტში, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ იმ არჩევანის გამო, რაც გააკეთეს , რომ „ოცნება“ აირჩიეს,“ - ამბობს დავით ქართველიშვილი.

Gami ბოზები!
1 დღის უკან
მარბიელი ამაღლობელი ჟურნალისტური საქმიანობისათვის არ ზის ციხეში!
ნაცმოძრაობა/თავისი ახლებით და ფედერასტებით/ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია
ბუღაძე მწერალი არაა
საბედნიეროდ ამათი მომხრე ძალიან ცოტაა ამქვეყნად
ამათი არგუმენტია "ჩვენ მართლები ვართ" "სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა" "არჩევნები გაყალბდა" აგვისტოს ომი მოვიგეთ და ვიზეიმეთ" "ევროპა /რასა, კუბილიუსი/ ჩვენთანაა"
ახლა ამ მედიაკანონზე: გეუბნებიან საიმფორმაციო გადაცემებზე ილაპარაკეთ ფაქტებზე; თქვენი აღქმები შოუებში, დებატებში იხმარეთ და თუ გინდათ ყირაზე დადექით
მეცოდება ყველა უტვინო, ჭკვიანურად მოტყუებული; მესმის მოსყიდულების!
არანაირი ლოგიკა, არანაირი მტკიცებულება
1 დღის უკან
quji რა ვერ გავიგე იცით? ამ ნაძირლებს ისეთი რა საშვი აქვთ, რომ ყველგან მიესვლებათ რომ ქვეყნის დაქცევა მოითხოვონ და "ოცნება" მხოლოდ ჩვენთან იოხებს გულს მაგათი გაკილვით, ხალხმა ყველაფერი იცის, სადაც საჭიროა, იქ მიაწვდინონ ხმა.
1 დღის უკან