"როდესაც ხელისუფლებამ თვითონ აღიარა, რომ "ჩვენ ქართველები ვართ, ამიტომ ნეპოტიზმი ჩვეულებრივი ამბავიაო", - ვფიქრობ, კატასტროფული შეცდომა დაუშვა. თუ გინდა, რომ სახელმწიფო დასავლურ მოდელზე მოაწყო და გინდა პროგრესს მიაღწიო, ხელისუფლება ნიჭის გამოვლენის საშუალებას უნდა იძლეოდეს და ადამიანი სამსახურში უნდა მიიღებოდეს იმისდა მიხედვით, დასმული ამოცანების გადაწყვეტას როგორ შეძლებს. როდესაც ეს კრიტერიუმი არ გაქვს და "სივი", რომელსაც ჩვენი მოქალაქეეები აბსოლუტურად უიმედოდ, უშანსოდ აგზავნიან სახელმწიფო დაწესებულებებში, რომელსაც არც არავინ კითხულობს, არც არავინ არჩევს, თავისთავად ქმნის პრობლემებს", - აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე გაზეთ "ალისათვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რის აღიარებით დაუშვა კატასტროფული ჩეცდომა "ოცნების" ხელისუფლებამ.
"ვფიქრობ, შექმნილმა სიტუაციამ აიძულა პრემიერი ამ საკითზე ყურადღება გაემახვილებინა. დარწმუნებული ვარ, თუ ძალიან სერიოზული ცვლილებები არ მოხდა და ხელისუფლება არ გახსნა ყველა არხი, არ გამოიყენა არსებული ადამიანური რესურსი, განურჩევლად გვარისა, პარტიული კუთვნილებისა, ასაკისა და ა.შ., ცოტა ხნის შემდეგ, როცა შედეგები კიდევ უფრო ცუდი იქნება, პრემიერი გაცილებით მძიმე განცხადებებს გააკეთებს. ერთია დელარირება და მეორეა რეალური მიზნები. დრო გადის და ჩვენ ვერ ვხედავთ უმძიმესი დროის შესაბამის ნაბიჯებს. ეს პირველ რიგში შეიძლება საერთო სტრატეგიის უქონლობის ბრალი იყოს და ნელ-ნელა სწორდება, მაგრამ, მეორე მხრივ, უუნარო კადრების ბრალია და უუნარობა სახელმწიფო სამსახურში ასეთ პატარა ქვეყანაში, სადაც საბაზრო ეკონომიკა კარგად არ არის განვითარებული, კერძო სექტორი ძლიერი არ არის და სადაც უამრავი ადამიანი ისევ სახელმწიფოს შეჰყურებს - ცხადია, კატასტროფულია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.
"ათასობით ადამიანმა გაიარა სხვადასხვა დონეზე კვალიფიკაცია. ზოგს ეს მოსდევს თავიდან და ისინი აგრძელებენ საკუტარ ღტავზე მუშაობას. ვიცი არაერთი ბრწინვალე საქმის მცოდნე, მიუხედავად უდიდესი მატერიალური გაჭირვებისა, დრედაღამ მუშაობს საკუთარ თავზე და საოცარი შესაძლებლობები აქვს საზოგადოებისთვის დაიხარჯოს, მაგრამ სახელმწიფო არხები გადაკეტილია. ამ დროს კი საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად, მარალჩინოსნები გაიძახიან, რომ პროფესიონალიზმი არ გვყოფნის და ქართველები უუუნარო ხალხია. როდესაც სისტემა გამოკვეთილი არ არის, როცა ხელისუფლების უმაღლესი ნება არ არის მკაცრად დაყვანილი ქვედა დონეზე და რეალიზება არ ხდება იმ მიზანდასახულობებისა, რომელსაც დრო და სიტუაცია მოითხოვს, ბუნებრივია, ისინი დაინტერესებული არ არიან ცვლილებებით. სახელმწიფო სამსახური კი მაშინ დგება უდიდესი პრობლემის წინაშე, როდესაც სამსახურს არავინ სთხოვს ეფექტურობას, არავინ ამოწმებს იმ დავალებების და ფუნქციების შესრულების ხარისხსა და შესაბამისობას, რაც მათ აკისრიათ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებას იმის რესურსი მაინც გააჩნია, ყველა სახის ინდივიდუაოლურ დონეზე ყველა სპეციალობის მონაცემტა ბაზა გააკეთოს და ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა ადამიანზე და ელემენტარულად მოახდინოს ,ათი შერჩევა. მაგრამ უნდა გინდოდეს, რომ ეს გააკეთო. საქართველო მცირერიცხოვანი ქვეყანაა., ამის გაკეთება შეიძლება და რაკი არ კეთდება, ესე იგი ვიღაცებს ეს არ აწყობთ!" - მიიჩნევს ექსპერტი.