ირაკლი კობახიძე: ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი, თუ იქნება ამის ინტერესი, ჩვენი აპარატების წარმომადგენლებს ვთხოვთ, შეხვდნენ ტექნიკურ მისიას, გავიგებთ რა არის მათი ინტერესი

ირაკლი კობახიძე: ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი, თუ იქნება ამის ინტერესი, ჩვენი აპარატების წარმომადგენლებს ვთხოვთ, შეხვდნენ ტექნიკურ მისიას, გავიგებთ რა არის მათი ინტერესი

ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ტექნიკურ მისიას დახვდება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც ტექნიკური ჯგუფი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ იქნება ინტერესი, აპარატების წარმომადგენლები შეხვდებიან ტექნიკურ მისიას. 

„ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი. თუ იქნება ამის ინტერესი, ჩვენი აპარატების წარმომადგენლებს ვთხოვთ, შეხვდნენ ტექნიკურ მისიას, გავიგებთ რა არის მათი ინტერესი და ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, გავცემთ ყველა კითხვას პასუხს", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.