დაიწყო თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან სამხრეთ კავკასიის მიმართ პოლიტიკური ინტერესი? ბოლო დღეებში, მათი მხრიდან რეგიონული სიგნალები უკვე იძლევა მიზეზს ვარაუდისთვის, რომ მისი გარემოცვისთვის სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზონად განიხილება.
პირველი სიმპტომები აშშ-ის მხრიდან უფრო აქტიური პოლიტიკისა სწორედ საქართველოზე გადის. 28 მაისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ „ოცნების“ საპატიო თავმჯომარეს, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ის დიპლომატებთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს. ამას კი ივანიშვილის განმარტება მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ შანტაჟის პირობებში, როცა მისი თანხები დაყადაღებული და გაყინულია, არ აპირებს აშშ-ს ელჩს შეხვდეს და ქვეყნის ინტერესებზე ისაუბროს.
ამავე პერიოდში, ამერიკის სახლემწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვაზე - რა პოლიტკის გატარებას აპირებს ადმინისტრაცია საქრათველოსთან დაკავშირებით? - დიპლომატიურად უპასუხა, რომ ჯერ არ არიან ჩამოყალიბებულები და სიტუაციაში ადგილზე გარკვევას ცდილობენ.
რუბიომ ასევე აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მზად არის გააღრმავოს თანამშრომლობა ბაქოსთან რეგიონული სტაბილურობისა და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. რუბიოს განცხადება აღქმულია, როგორც ვაშინგტონის მზარდი დაინტერესება რეგიონის ენერგეტიკულ მარშრუტებზე გავლენის შენარჩუნებით - მით უფრო, რომ ამავდროულად ევროკავშირი ცდილობს გააძლიეროს დამოკიდებულება აზერბაიჯანის გაზზე რუსეთის ალტერნატივად.
პარალელურად, დონალდ ტრამპის წერილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სახელზე იყო გაგზავნილი, ახალი სპეკულაციებისთვის სივრცე გააჩინა. წერილში ტრამპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და, როგორც პოლიტიკურმა წრეებმა აღნიშნეს, ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას. ეს ჟესტი, ერთი შეხედვით, ფორმალური, შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც მორიგი სიგნალი იმისა, რომ ტრამპის გუნდი საქართველოს საკითხზე აქტიურ ინტერესს იჩენს და გარკვეული პირების მხარდაჭერით პოზიციონირებას იწყებს.
ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთი. ვლადიმერ პუტინმა მორიგი განცხადება გააკეთა ნატოს გაფართოებაზე და მკაფიოდ დაასახელა სამი ქვეყანა - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომელთაც, მისი თქმით, არ უნდა ჰქონდეთ დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების უფლება. ეს მოთხოვნა მკაცრ პოლიტიკურ მესიჯად იქცა კრემლის მხრიდან, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ ამერიკა კვლავ განიხილავს ამ სივრცეს საკუთარი გავლენის ზონად.
ამრიგად, შესაძლოა, სწორედ, ტრამპის რეაქცია გახდეს ინდიკატორი იმის, რას გეგმავს ვაშინგტონი - სამხრეთ კავკასია დარჩება ამერიკის საგარეო პოლიტიკის აქტიურ ველზე თუ არა. თუ მომავალ თვეებში ტრამპი და მისი გუნდი გააძლიერებენ საჯარო პოზიციონირებას რეგიონზე - იქნება ეს აზერბაიჯანთან, მოლდოვასთან თუ საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხრეთ კავკასია ამერიკის საპასუხო გეოპოლიტიკურ რუკაზე დაბრუნდა.
შეკავებული, მაგრამ თანმიმდევრული სიგნალები უკვე ჩანს და ეს სიგნალები მიუთითებს, რომ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია რეგიონს ყურადღების მიღმა არ დატოვებს. რამდენად გადადის ეს ყურადღება რეალურ პოლიტიკად, ამას ვაშინგტონიდან პოლიტიკურ-საგარეო განცხადებები გვიჩვენებს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიით დაინტერესების ნიშნები მართლაც იკვეთება და ეს ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე რთულია წინასწარ განსაზღვრა, თუ რა სახეს მიიღებს ეს პოლიტიკა და რამდენად აქტიური იქნება ის – ყველაფერი რამდენიმე გეოპოლიტიკურ გარემოებაზეა დამოკიდებული.
„ინტერესის გამოხატვის ფაქტები აშკარად იკვეთება – ადრე ესეც არ იყო. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადების პასუხად, მარკო რუბიომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვაც გამოაქვეყნა. პარალელურად, პრეზიდენტმა მიხეილ ყავლეაშვილმა ტრამპის წერილი მიიღო, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი მას დამოუკიდებლობას ულოცავს. ამას დაემატა აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც ხაზგასმული იყო ელჩის სურვილი, შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა შეხვედრა 22 მაისს არ შედგა. ამას თან დაერთო რუბიოს კიდევ ერთი განცხადება აზერბაიჯანის მიმართულებით. ტრამპის ადმინისტრაციის ის დუმილი, რაც ადრე იყო – თითქოს სამხრეთ კავკასია არ არსებობდა – აშკარად ირღვევა“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
თუმცა, მისი შეფასებით, ჯერ არ უნდა ვიჩქაროთ მოლოდინების ჩამოყალიბებაში: „დღეს ძნელია პროგნოზირება, რამდენად აქტიური ან მკვეთრი იქნება ეს ინტერესი. ეს დამოკიდებული იქნება სამმხრივ გეოპოლიტიკურ გარიგებებზე – ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი როგორ გადაინაწილებენ გავლენის სფეროებს. თუ ამ მოთამაშეებს შორის მოხერხდა შეთანხმება, კონკრეტულად ჩინეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირება ეკონომიკური სარბიელით შემოიფარგლება და ვაშინგტონისთვის ჩინეთის სამხრეთ კავკასიაში ყოფნა პრობლემური აღარ იქნება. ხოლო თუ დაპირისპირება შეინარჩუნებს გეოპოლიტიკურ ხასიათს, მაშინ ამერიკა ჩინეთისთვის რეგიონის ჩაკეტვას ეცდება“.
ამავე კონტექსტში საყვარელიძე ამბობს, რომ თამაშში კვლავ რჩება რუსეთი, რომლის ინტერესები საქართველოს მიმართ არსად გამქრალა და ეს ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებაშიც მკაფიოდ გამოჩნდა: „პუტინი კვლავ არ აპირებს საქართველოს დათმობას ნატოს კონტექსტში. მისთვის ეს საკითხი ომის დაწყების საფუძველია. ამიტომ, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. დღეს კი რეალობა ისაა, რომ ნატოში მხოლოდ საქართველო კი არა, უკრაინაც არ მიიღება – ეს კარგად ვიცით. ასე რომ, მე, პირადად ჯერ კიდევ ვერ ვხედავ ოპტიმისტურ საფუძველს იმ სიგნალებით, რაც იკვეთება. როგორც რუბიომ უპასუხა სენატორ ჯო უილსონს, ისინი ჯერ ისევ გარკვევის პროცესში არიან – რა ხდება საქართველოში და რა პოლიტიკური სვლები შეიძლება განახორციელონ. ასე რომ, საჭიროა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“.
ხოოდა ეგე ........უკვე ქუნემ, თანაც კარგად ქუნემ
ამისრულდა ოცნება, ამისრულდა---- მაგათი საელჩო ფეხქვეს გავიგდეთ, იმათი ელჩი კიდევ გვემალება .... მაგათ ნათქვამს უკვე ორი შაურის ფასი აქვს
აი სადამდე დაეშვნენ ეგ დაქნეულები ეგენი....
არადა კომუნისტების მერე რამხელა ფორა ჰქონდათ მაგათ საქართცველოში, რამხელა, მაგ მართლა დაქნეულებს მაგათ
მაგათ ეგონათ ფული და ღონე ჩვენია, რასაც გვინდა იმას ყველგან გავაკეთებთო
დედი თქვენისამ, დედი თქვენისამ ..
ზაპაროჟეცმა რო უთხრა ვოლგას----- რაც შენ თავში გაქვს, იმდენი მე ტარაკში მაქვსო...ეგრეა
ჭკვით ეგენი ჩვენ ვერ გვაჯობებენ, ვერა,(ნაცარქექია ჩვენია) ---- დემოკრატიული ბომბით კი..
მოკლედ პარადი მაქვს, პარადი------კოლუმბს რამდენი შეაგინებენ ხოლმე , იმდენი კაკლის ქვეს წამოგორებული კახელივით სიამოვნებისაგან ვიზმორები (კი ვარ კახელი)
აუუუ ................ რაც მაგ კოლუმბის ნაბუშარებს აქაურები (თუნდაც მარტო აქაურები) ნანერვიულები ვყევართ, ერთი ათად აუცხადდეთ
აუცხადდებათ კიდეც --- ტრამპი(იმათი გორბაჩოვი)გადაუხდის მაგათ სამაგიეროს(ჩემი აგენტია--ბალაკლავათი ველაპარაკები ხოლმე)