2025 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ განსაკუთრებულ დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დონალდ ტრამპი ოფიციალური წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს. თეთრი სახლის ხელმძღვანელის მილოცვა გაცილებით მეტია, ვიდრე ტრადიციული დიპლომატიური თავაზიანობა. წერილის შინაარსი და პოლიტიკური კონტექსტი მრავალი კითხვის საფუძველს იძლევა: არის თუ არა ეს ტრამპის საგარეო პოლიტიკური განაცხადი? ნიშნავს თუ არა ეს ურთიერთობების გადატვირთვის მზადყოფნას? და, რაც მთავარია, ხომ არ გულისხმობს ეს წერილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციის გარკვეულ ფორმალურ ან არაპირდაპირ აღიარებას?
ტრამპის წერილი ემოციურად დატვირთული ენით იწყება და ხაზს უსვამს საქართველოს საუკუნოვან ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება იმ ნაწილზე უნდა გამახვილდეს, სადაც ტრამპი პირდაპირ საუბრობს „საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობების“ გაღრმავებაზე და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე.
ეს არ არის უბრალოდ ქართველ ხალხთან სოლიდარობის გამოხატვა - აქ აშკარად იკვეთება გზავნილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოთაშორისი კავშირების გადახედვას და განახლებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობების უკანასკნელი წლების დაძაბული ფონის გათვალისწინებით.
წერილი, რომელიც პირდაპირ მიმართავს მიხეილ ყაველაშვილს - „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო რგოლის წარმომადგენელს, შესაძლოა, განიმარტოს, როგორც სიგნალი, რომ ტრამპის გუნდი მზად არის ითანამშრომლოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, განსხვავებით იმ კრიტიკული ტონისგან, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას ხშირად გამოარჩევდა საქართველოს მთავრობის მიმართ.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ წერილი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტს ეგზავნება. შესაბამისად, როდესაც წერილში საუბარია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ეს შეიძლება ჩაითვალოს ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობის ირიბ, მაგრამ გარკვეულ აღიარებად.
„ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია - ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.
გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ტრამპის გუნდი აღარ იზღუდავს თავს „ოცნების“ მიმართ კრიტიკული პოზიციის შენარჩუნებით და მზად არის, პოლიტიკური პრაგმატიზმით მიუდგეს ქართულ პოლიტიკურ რეალობას. იმ ფონზე, როდესაც დასავლეთში მიმდინარე დისკუსიები საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, ტრამპის გზავნილი შეიძლება „ოცნების“ მიერ შიდა პოლიტიკაში ლეგიტიმაციის ერთ-ერთ საკომუნიკაციო ინსტრუმენტად იქცეს.
დონალდ ტრამპის წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც მან პრეზიდენტს მიწერა. ამ წერილში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ტრამპი თავადვე ამბობს, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისთვის. პრეზიდენტთან ერთად მოხსენებულია საქართველოს მთავრობაც და ამ წერილიდან გამომდინარე, ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით, ორ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ურთიერთობების დარეგულირებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს“, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე.
თამარ კიკნაძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, for.ge-თან აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის წერილი მხოლოდ მილოცვა არ არის - ის პოლიტიკური კონტექსტის ფონზე წაკითხვისას მრავალფეროვან სიგნალებს შეიცავს. მისი თქმით, წერილი წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გადახედვის ერთგვარ ინდიკატორს, რომელიც, გარკვეულწილად, შეესაბამება „ქართული ოცნების“ ინტერესებს და, შესაძლოა, მომავალი აშშ–საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთ სცენარსაც ასახავს.
„ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან. უშუალოდ მისი მხრიდან ყაველაშვილთან მიმართვა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნის გამოხატვა მიანიშნებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს აშშ აღიარებს. ტრამპს კითხვები არ გააჩნია ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ის „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ არჩეულ პრეზიდენტს - ყაველაშვილს მიმართავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება წინასაარჩევნოდ, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი. ასევე, ეს წერილი შეიძლება ჩაითვალოს პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილზე ირიბ, არაპირდაპირ პასუხად - სიგნალად, რომ ტრამპი და მისი გუნდი „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, ამ წერილის კონტექსტში კითხვის ნიშნები ჩნდება „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.
„ფაქტია, რომ „მეგობარი აქტის“ საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მანიპულაციები იმის შესახებ, თითქოს ტრამპი ამ კანონპროექტს ხელს მოაწერდა, დასრულდა. კონგრესი ხშირად იღებს კანონებს, რომელთაც ტრამპი არ აწერს ხელს. როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ სიტუაციაზე ტრამპის გარემოცვამ მას რეალური ინფორმაცია მიაწოდა. ტრამპი არის პრაგმატული პოლიტიკოსი, რომელიც ფსონს არ დებს ოპოზიციაზე, რომელსაც ქვეყნის შიგნით საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ ენდობიან. ამიტომ, ეს წერილი შიდა პოლიტიკისთვისაც სასარგებლოა - ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციები შეიძლება დასრულდეს“, - დასძენს კიკნაძე.
გია აბაშიძე, ანალიტიკოსი, მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის წერილი უჩვეულო და მისასალმებელია. როგორც ის აცხადებს for.ge-თან საუბარში, ტრამპის წერილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა მოხსნა: „პირველ რიგში, წერილი მიუთითებს, რომ ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი აღიარებენ საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ და ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ასევე, საქართველო დაინტერესებულია ამერიკასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით. როგორც ჩანს, პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილმა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის - განცხადებამაც თავისი შედეგი გამოიღო. ე.წ. „დიფ სთეითის“ ამერიკულ სახელმწიფო სტრუქტურებში დღესაც ბობოქრობს. არიან დიპლომატები, რომლებიც ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენულ და დამოუკიდებელ პოლიტიკას და ყველანაირად ცდილობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დისკრედიტაციას.
ამ წერილმა კი პასუხი გასცა იმ კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელმაც აბსურდული ბრალდებები წამოაყენა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. უილსონი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირეა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ახლა ჩნდება კითხვა - რა ბედი ეწევა ე.წ. „მეგობარ აქტს“ და რამდენად შორს წავა უილსონი თავისი მერყევი პოლიტიკური ქცევებით. მას ადამ კინზინგერის მაგალითიც უნდა ახსოვდეს - ადამიანი, რომელიც საბოლოოდ რესპუბლიკური პარტიიდან გააძევეს. ვურჩევ, რომ სერიოზულად დაფიქრდეს, ვის ებრძვის,“ - აცხადებს აბაშიძე.
მისივე თქმით, ტრამპის წერილი ოპოზიციისთვის „ბომბის ტოლფასია“ და მისით ბევრ ბრიყვულ სპეკულაციას წერტილი დაესმება.
ასეთ წერილზე რომ ისტერიკაში ვარდები, ე.ი. შენთვის მეცოცხევ (გვარამია-ხაზარაძე-ხაბე-ბოკუ, ბოკერია...)ქვეყნის სიკეთე კი არაა მთავარი, არამედ შენი მოსვლა ხელისუფლებაში; ოღონდ ხელისუფლებაში შენი მოსვლა და თუ გინდა 1992 წელი გამეორდეს, ან აგვისტოს ომიმოსვლა; აბა თქვე დედამოტყნულებოამ მოლოცვას ვიღაც ვიგინდარა ბალტიელებისა თუ ცოლის მიერ გალახული მაკრონის მუქარა რატომ გირჩევნიათ?
ერთადერთი ოპოდან ვინც თქვა, რომ კარგიაო, გახარიელი იყო!
ახლა სიგიჟის ფორმებზე: აქუს ამჯამინდელმა ცოლმა - "ეს შეცდომითაა გამოგზავნილი და ნახავთ ამის ჩამდენს როგორ დასჯიანო" ბოსელია - ყალბი მოლოცვაა, ელჩს შევეკითხოთო" ვიღაც მირცხულავა - ტრამპის წერილი არაფერია, მთავარია, რომ წინა დღეს რუბიომ თავის მოლოცვაში ხელისუფლება არ ახსენაო; ...სანაია, ჟიჟი, მეტრეველი და სხვები და სხვები; აბა ამათ ამ ბოროტებს და შურიანებს შიგ არა აქვთ?