„მაინცდამაინც უბედურება უნდა მოხდეს და ამ გამოელგებეტექუებულ ევროშაყინტრავებულებს უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა?!“

„მაინცდამაინც უბედურება უნდა მოხდეს და ამ გამოელგებეტექუებულ ევროშაყინტრავებულებს უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა?!“

სახელმწიფო დროშა წარმოადგენს სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს, შესაბამისად, ქვეყნის სიმბოლის შეურაცხობისთვის ოფიციალური რუსეთი საქართველოსგან რეაგირებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დროშის შეურაცხყოფაზე სახელმწიფომ შეიძლება პოლიტიკურად აგოს პასუხი. რუსეთი დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს, თუმცა საქართველოს ძალოვან სტრუქტურას ამ დრომდე არ ჰყავს დაკავებული მსახიობ ზურა გეწაძის შვილი, ერეკლე გეწაძე, რომელმაც Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშაზე მოშარდა.

სიმბოლოკების შეურაცხყოფის ფაქტი საქართველოსთვის არახალია. სულ რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფაზე ხელისუფლების რეაქცია იყო ადეკვატური. კერძოდ, რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ სიტუაციას.

„დილიდან არაერთი ზარი ისმის, კომენტარის გაკეთების თხოვნით უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა ჩაიდინოს შეშლილმა. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენ“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

მუქარის გზავნილი მიღებულია. რა მოჰყვება ზახაროვას მუქარას, რთული ამოსაცნობი არ უნდა იყოს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მყოფ ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა ობიექტებზე არიან დასაქმებული. რუსულ მედიაში უკვე გამოჩნდა ცნობები ქართველების მასობრივ დეპორტაციაზე. ცხადია, Tbilisi Open Air-ზე ქართველმა ე.წ. მუსიკოსმა, ერეკლე გეწაძემ მიზანმიმართულად შეურაცხყო იმ ქვეყნის დროშა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიორიები და თბილისიდან 30 კილომეტრში აქვს სამხედრო ბაზა, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 58-ე არმია.

პროვოკაცია, რომელიც გეწაძის ავტორობით განხორციელდა იყო კარგად ორგანიზებული სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ და მათ შორის ა-ო-ს მიერ. პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, ეს პროვოკაცია მხარდაჭერილი და დაფინანსებული იყო დასავლეთის საელჩოების მიერ და სწორედ ამ პროვოკაციას უკავშირებენ სალომე ზურაბიშვილის და აშშ-ის ელჩის, რობი დანიგანის შეხვედრას, სადაც რადიკალმა ზურაბიშვილმა ინსტრუქციები მიიღო.

„ყველაფერი გასაგებია, ვინც ამ აქციებს აფინანსებს და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია, რომელმაც შედეგი გამოიღო. ის, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს საერთოდ არეული აქვს და დაკარგული აქვს ორიენტაცია სივრცეში და დროში, ეს არაერთგზის მითქვამს. დროა, საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს ეს საოცარი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი! იქ ევროკავშირის დროშების გამოფენა იმ პერიოდში, როდესაც ევროკავშირის ელჩები და საერთოდ, ოფიციალური პირები ჩამოდიან და აქ მხარს უჭერენ რადიკალებს და 26 მაისს დაგეგმილ პროვოკაციებს, უნდა მიეცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებები და ოფიციალურ დონეზე უნდა იქნას მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიწოდებული საითკენ მივდივართ. მატრო პრეს-სამსახურის როლში გამოსვლა არ გამოვა.

ამ პროვოკაციებმა წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია უკვე. მოსახლეობა დაიღალა უკვე ამით. გარდა ამისა, ეს პირდაპირ საფრთხის შემცველია. ჩვენ ვხედავთ რა მდგომარეობაა უკრაინაში და ამ დროს ასეთი პროვოკაციების მოწყობა ტურიზმის სეზონის წინ... ამასაც რომ თავი დავანებოთ, რუსეთს აქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლის გამოყენება საქართველოში ტრაგიკულ მოვლენებს გამოიწვევს. ეს თუ ვინმეს არ ესმის, კვლავ ქეციანი გულის ფხანით არიან დაკავებული და ჰგონიათ, რომ მათი ემოციები რაღაცა მნიშვნელობას ატარებს და არ გამოიწვევს ტრაგედიებს, რაც არაერთგზის გამოუწვევია, ფსიქიატრიაა, კლინიკაა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

რაც შეეხება საფრთხეებს, რომელის წინაშე საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს, პოლიტოლოგის განცხადებით, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ რუსეთში ბევრი ქართველია და მეორე - სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ასეთი რამე არ უნდა დაუშვას.

„იმისთვის არსებობს სპეციალური სამსახურები, რომ პრევენცია გააკეთოს. უსაფრთხოება აბა რა არის?! მაინცდამაინც არეშნიკი და ისკანდერი უნდა მოგხვდეს თავში, რომ ეს გავიგოთ?! თუ უკრაინის, სირიის, ლიბიის, ლიბანის, პალესტინელების ბედი მოგვენატრა?! ვერ ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში?! აგერ, მთელი მსოფლიოს თვალწინ, 200 მილიონი მუსლიმის თვალწინ მიმდინარეობს პალესტინელი ხალხის გენოციდი და რა, ვინმე შველის?! 20 ათასზე მეტი ბავშვია დაღუპული. მაინცდამაინც უბედურება უნდა მოხდეს და ამ გამოტვინებულ, გამოთაყვანებულ და გამოელგებეტექუებული ევროშაყინტრავებულებს უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა?!

ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა დამთავრდეს ეს სისულელეები და სიგიჟეები?! ყველამ კარგად იცის, ვინ აფინანსებს ამ პროვოკაციებს, ეს უნდა იქნას აღკვეთილი და დამთავრდეს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართლებრივი რეაგირება. ეს არის პირდაპირ ცეცხლის გამოწვევა ამ ქვეყანაზე, ამის დაშვება არ შეიძლება. ვიღაცა გამოთაყვანებულის, ავადმყოფი გამო საფრთხის ქვეშ დადგა ქვეყნის უსაფრხოება. როგორ შეიძლება ვუშვებდეთ ამას?!“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პროვოკაციის ორგანიზატორი შეიძლება იყოს როგორც შიდა, ისე გარე დესტრუქციული ძალები, რომელთა ინტერესებში შედის აღასრულონ იმ ქვეყნების ინტერესები, რომელთა ძირითადი მიზანია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ მოხდეს რაიმე ტიპის დაახლოვება, თუნდაც საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის მიზნით.

„ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერის გადაკითხვა ახალგაზრდას, ძველგაზრდას, თუ შუა ასაკის ადამიანს მისცემს იმის საშუალებას, რომ ელემენტარულად ანალიზი გააკეთოს იმისა, რა ქმედებები შეიძლება განახორციელოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ობიექტური რეალობის ლოგიკური ახსნა საზოგადოების რაღაც ნაწილს არ აქვს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ჩვენ გვაქვს ორი ტერიტორია, რომელიც, პრაქტიკულად, ბუფერულ ზონას წარმოადგენს და რომელიც ყოველთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული კომპაქტური დასახლებები, სადაც შესაძლებელია, რომ სეპარატისტული კერები აღორძინდეს, გააქტიურდეს და შესაბამისად, ეს უვიცობა და პლუს ამას, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარება და მათი სპეცსამსახურების დავალების შესრულება არის ძალიან აქტიურად წინ წამოწეული. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ისე დაიძაბოს სიტუაცია, რომ მოხდეს მასშტაბური დაპირისპირება რუსეთის ფედრაციასა და საქართველოს შორის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის გაფრთხილება და განცხადება, რაც ზახაროვამ გააკეთა, არაა ზახაროვას განცხადება, ეს არის კრემლის ოფიციალური პოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, აუცილებლად თავის უარყოფით შედეგებს აჩვენებს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

ანალიტიკოსის „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის შეფასებით, ბიკფორდის ზონარისთვის ასანთის დანთებას დიდი ჭკუა თუ გამბედაობა არ უნდა. მით უმეტეს, აფეთქების წინ მამიკოსთან თუ მოასწრებ გაქცევას საზღვარგარეთ.

„2015 წლის 2 ივლისს თბილისში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩის დროს, თბილისის „დინამოსა“ და აზერბაიჯანულ კლუბ „გაბალას“ შორის, რამდენიმე ქართველმა გულშემატკივარმა გამოფინა ბანერი წარწერით: „გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921“, რაც აღქმული იქნა როგორც ანტიაზერბაიჯანული პროვოკაცია. ოფიციალური პირების ჩარევის შემდეგ ბანერი მოიხსნა, თუმცა ინციდენტმა გამოიწვია დაძაბულობა ორივე მხარის გულშემატკივრებს შორის. პასუხმაც არ დააყოვნა - შემდეგი მატჩი გაიმართა 2015 წლის 9 ივლისს აზერბაიჯანულ ქალაქ გაბალაში. თამაშის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა გამოაფინეს ბანერები, რომლებითაც ისინი საქართველოს მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს გამოხატავდნენ, მათ შორის იყო წარწერა: „Borchali is ancient Azerbaijan land“ და სხვა. ასევე დაფიქსირდა ქართული დროშის დაწვის ფაქტიც.

სანამ ქვეყანაში გაუგებარი დაუსჯელობის პრეზუმპციით სარგებლობს პროვოკატორთა ბრბო - არა მხოლოდ რუსეთის დროშა, გამოცდილი „ქოუჩის“ მითითებით, ტაო-კლარჯეთზე ნიანგის ცრემლების ღვრით, ვიღაცამ შეიძლება თურქეთის დროშაზე იძალადოს. მერე, ვიღაც უფრო „პრადვინუტმა“ უცებ ლორის პროვინცია გაიხსენოს და ასევე პროვოკაციის მიზნით სომხეთის დროშა აიყვანოს სამიზნეში.

თუ ასეთი მეთოდებით ვინმე ამჟღავნებს რუსოფობიურ პატრიოტიზმს იმ აგრესიული მეზობლის მიმართ, რომელიც ამ ეტაპზე შენი ქვეყნის „მხოლოდ 20%-ის ოკუპანტია“, და თანაც 40 ათასი სანქციის თუ საერთაშორისო „ნონ-გრატა“ სახელმწიფოდ გამოცხადების ფონზე უკვე ფეხებზე ჰკიდია, ვინ რას ეტყვის, როდესაც ის როდის უნდა და სად უნდა, შეიჭრება - დასაჯარიმებელი კი არა, „ვირის აბანოშია“ შესაგდები“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

დოი ევროკავშირის დროშის შეურაცყოფაზე ხომ მოხდა რეაგირება,იმედია ამჯერადაც იგივე იქნება,ეს არამზადა დაისაჯოს,არ მაინტერესებს ვისი დროშაა,ესაა ქვეყნის სიმბოლიკა და მორჩა!...ზურაბ გეწაძე,არ გრცხვენია ამისთანა ქლიავი რომ გყავს?!
3 დღის უკან
კანუდოსელი ველოდებით ამ ვიგინდარას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დაჭერას. ეს ქვეყანაა თუ ნაცების და მათი პატრონების ბოსტანი. იმოქმედე, კობახიძევ! თორემ მივიღებთ რუსეთისგან იმას, რასაც დაიმსახურებს ნებისმიერი ქვეყანა ასეთ დროს. გავეშებული რუსეთი რომ დღეს არის, არ დაინდობს არავის. ამათ მართლა უნდათ, რომ აქ ბომბები გვაცვიოდეს. მაინც ჩმორია ოცნება, ვერ გაბედავს რას უტყვის მერე ევროს კავშირის ელჩი, ხაბე და გვარამია. მისთვის ეს არის მთავარი, და არა რას იტყვის ქართველი ხალხი, ჩვენც კი ჩაგვაგდებენ ცეცხლში, ოღონდ ევროპამ არ დაუბაკუნოს ფეხი. ფუ, გული მერევა ოცნების სილაჩრეზე და სიმხდალეზე. ევროკავშირის დროშა რა შუაშია პარლამენტის წინ საქართველოს დიდ დროშას, ახლა რკმ გამოფინეს უზარმაზარი. აი, მუცლის გვრემა დაგემართება ოცნების სიჩმორეზე.
2 დღის უკან