ოპოზიციის ტაქტიკა - გირაოს ნაცვლად პატიმრობა პოლიტიკური ხმაურისთვის და მკვდარი პროტესტის გასაცოცხლებლად

ოპოზიციის ტაქტიკა - გირაოს ნაცვლად პატიმრობა პოლიტიკური ხმაურისთვის და მკვდარი პროტესტის გასაცოცხლებლად

ზურაბ ჯაფარიძის მიერ გირაოს სანაცვლოდ პატიმრობაზე თანხმობა ნათლად მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს კონკრეტულ პოლიტიკურ ტაქტიკასთან. როგორც ჩანს, ოპოზიცია გირაოს საკითხს მიზანმიმართულად პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.

მართლია, ჯაფარიძე კანონს არღვევს - არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს მისი გირაოს პატიმრობით ჩანაცვლებისთვის, თუმცა ჯაფარიძის და მისი თანამოაზრეებისთვის ეს აღიქმება, როგორც პოლიტიკოსის დაპატიმრება მისივე პრინციპული პოზიციის გამო - იგი უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ანუ, ხელისუფლება თითქოს ასრულებს კანონს, მაგრამ, რეალურად, შეიძლება ცდილობს გადმოსცეს სიგნალი, რომ ოპოზიციური რადიკალიზმი დასჯადია.

ფაქტია, იმ ოპოზიციური ჯგუფის ნაწილს, რომელიც გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, კონკრეტული პოლიტიკური გათვლები აქვს. ზურაბ ჯაფარიძის გირაოს არგადახდა იურიდიული დაუდევრობა არ ყოფილა - ეს იყო პოლიტიკური აქტი. მისი გზავნილი - „თუ ყველა იტყვის უარს ტყუილში მონაწილეობაზე, ეს რეჟიმი ჩამოიშლება“, - ნათლად უსვამს ხაზს ოპოზიციური სტრატეგიის ახალ ფაზას - პოლიტიკაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ელემენტების ჩართვას.

ეს შეიძლება ჩაითვალოს ოპოზიციის მცდელობად, შეავსოს პროტესტის იმ ფორმების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით 2024 წლის მოვლენების შემდეგ, არაერთხელ გააკრიტიკეს საერთაშორისო პარტნიორებმა. შესაძლებელია, ოპოზიცია ამ გზით ცდილობს გაამწვავოს ვითარება და ხელახლა გააცოცხლოს მინელებული პროტესტი.

იმავე საქმეში ფიგურანტმა ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი ვაშაძემ გირაო გადაიხადეს, რაც მიუთითებს, რომ ოპოზიციურ ტაქტიკაშიც არსებობს განსხვავებები - ზოგი ირჩევს სამართლებრივ და მედიასივრცეში ბრძოლას, ზოგი კი პირდაპირ კონფრონტაციას.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, იმით ხელმძღვანელობს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება დაპატიმრებული, მით უფრო გაიზრდება საერთაშორისო რეაქცია. ნიკა გვარამიას განცხადება: „რაც უფრო მეტ პოლიტიკოსს დააკავებს ხელისუფლება, მით უფრო მეტი იქნება საერთაშორისო ზეწოლა“, აჩენს ეჭვს, რომ ოპოზიცია შეგნებულად მიმართავს დაპატიმრებების გზას.

ამ ლოგიკის თანახმად, რაც უფრო თვალსაჩინოა რეპრესიები, მით უფრო მკვეთრია დასავლეთის კრიტიკა და ზეწოლა ხელისუფლებაზე. ამასთან, ხელისუფლებისთვის რთულდება იმიჯის შენარჩუნება, როგორც სამართლიანად მოქმედი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის.

ამ კონტექსტში ჯდება ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის - „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“, რომელიც შესაძლოა, უარს ამბობს კომპრომისზე არა მხოლოდ პრინციპულად, არამედ სტრატეგიულადაც.

ჯაფარიძის დაპატიმრება საინტერესოა კიდევ ერთი თვალსაზრისით - ეს აძლევს საშუალებას „ახალ ოპოზიციას“, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე ძალას, გახდეს ყურადღების ცენტრში. შესაბამისად, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ და მისი ლიდერები ამ გზით შესაძლოა ცდილობენ მოიპოვონ მეტი ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამ შეფასებას ეთანხმება. როგორც მან for.ge-თან თქვა, აშკარაა, რომ ოპოზიციის ეს ფლანგი რადიკალურ ნაბიჯებს მიზანმიმართულად დგამს. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად მოექცნენ ყურადღების ცენტრში და სცადონ იმ მინავლებული მუხტის ხელახალი გააქტიურება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში შემცირდა.

„ეს ყველაფერი გათვლილია იმისთვის, რომ ოპოზიციას სალაპარაკო ჰქონდეს - კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერის დაკავების შესახებ. ამით უნდათ შექმნან პოლიტიკური ხმაური. ვიხილეთ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადება, რომ 200 დღეა, რაც ხალხი ქუჩაშია. ამიტომ ამერიკელი კანონმდებლისთვის ქართველი ხალხის გვერდით, სიმართლისთვის ბრძოლაში დგომა მნიშვნელოვანია. ლობისტებისთვის ეს იქნება შესანიშნავი მასალა - ერთ პარტიაში სამი ლიდერი დაპატიმრებულია. გვარამიამაც აღნიშნა: ველი, მეც დამაკავონ და მელიაცო.

ეს არის მიზანმიმართული, კარგად გათვლილი პიარ-ქმედება, რომელიც სხვადასხვა მიზნისკენ და ჯგუფისკენაა მიმართული. ის კონკრეტულ წრეებზე მოქმედებს და ოპოზიციისთვის ასეთი რადიკალიზმი საჭიროა. თუმცა, დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინის ომისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ არის მიმართული. უამრავი სხვა გლობალური პრობლემა არსებობს და ამიტომ საქართველოსადმი დაინტერესება შემცირებულია. სწორედ ამიტომ, ოპოზიციის აზრით, საჭიროა პერიოდული პოლიტიკური გამოცოცხლება, რათა კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ეს არის ის, რასაც ახლა „ახალი“ და მისი ლიდერები აკეთებენ,“ - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი დავალება ოპოზიციამ დასავლეთის გარკვეული წრეებიდანაც მიიღო. მაგალითად, ამის ნათელი მაგალითია ლორა თორნტონის - „მაკკეინის ინსტიტუტის“ დირექტორის განცხადება, რომელიც ქვეყნის პარალიზებისკენ მოუწოდებდა მათ.

„გვახსოვს ამ ქალბატონის რჩევები - რომ მეეზოვეებმა შეწყვიტონ ნაგვის გატანა, ბანკების თანამშრომლებმა ფინანსური ანგარიშგების შეჩერება და საბანკო სისტემის პარალიზება მოახდინონ. ანუ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა ხალხს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკოსებიც მოქმედებენ გარკვეული ინსტრუქტაჟით. შესაძლოა, მათ მიიღეს რეკომენდაციები, რომ სწორედ ასე იმოქმედონ და ქვეყანაში მინავლებული პოლიტიკური პროცესი კვლავ გააღვიძონ. წარმოსადგენია, რა ხდება კულუარებში, როდესაც კოლექტიური ბოკუჩავები, გვარამიები და მელიები ამ ადამიანებს ესაუბრებიან. ვიცით, რომ მათ შორის პირდაპირი კომუნიკაცია არსებობს“, - აცხადებს მამრაძე.

რაც შეეხება ხელისუფლების გზავნილს, მამრაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ამით როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ასევე უცხოეთს აჩვენებს, რომ ქვეყანაში ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე. ხელისუფლებისთვის მთავარი არის კანონის უზენაესობა.

„ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის მანტია ვერ დაიცავს ადამიანს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. „ოცნება“ ცდილობს გაატაროს ეს ხაზი - რომ არსებობს კანონი და, პოლიტიკოსი ხარ თუ არა, თუ დანაშაულს ჩადიხარ, პასუხსაც აგებ“, - ამბობს მამრაძე.

მარბიელი ვერავინ იტყვის, არიქა ხელისუფლებას საფრთხეს უქმნიდა და მოიშორესო; ეს მტრის შიშველი ტრაკით შემშინებელი იქნება, გვარამია, მელია, ხაზარაძე, თუ ხაბე, (ბარამიძეც უგულავა და სხვ)მათი პოლიტიკური წონა პიტალო ნულია!
გათვლა იმაზეა ხალხი აღშფოთდებაო :)) ხალხს ესენი დიდი ხანია ცოცარზე ჰკიდია
5 საათის უკან
მარბიელი უაზრო ყაყანია და მეტი არაფერი; ჩახდილისთვის ხელი რომ ეტაცათ და ეგრევე დაეჭირათ კი ბატონო, მაგრამ მოდიო და არ მიდიხარ, გირაო გადაიხადეო და არ იხდი ...ამით შენ უპირისპირდები კანონს და ზოგადად სახელმწიფოს და ამას არავინ გაგიტარებს!
წარმოიდგინეთ რომ არ დაეჭირათ და ჭიხვინი ატყდებოდა - "რეჟიმმა უკან დაიხია" "ვაჯობეთ" "ახლა რევოლუციის დროა" ...
3 საათის უკან