„26 მაისი, შესაძლოა, ოპოზიციის დასამარების დღედ იქცეს“

„26 მაისი, შესაძლოა, ოპოზიციის დასამარების დღედ იქცეს“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურაც მატულობს. ოპოზიციური პარტიები მასობრივ შეკრებებს გეგმავენ და ამ მიზნით კონსულტაციებსაც გადიან ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ზოგიერთი ლიდერის განცხადებები უკვე მიანიშნებს პროცესების შესაძლო რადიკალიზაციაზე და ესკალაციის საფრთხეზე.

26 მაისი შესაძლოა გადაიქცეს არა მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკის, არამედ პოლიტიკური დაპირისპირების მწვერვალად. ოპოზიცია კვლავაც ტოვებს სივრცეს ქუჩისთვის, ხოლო რადიკალიზაციის რიტორიკა საზოგადოებაში აჩენს კითხვებს: მიემართება ქვეყანა კონსტიტუციური პროტესტის ჩარჩოებიდან გარეთ და რა რეაქცია ექნება ხელისუფლებას შესაძლო ესკალაციაზე?

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში პირდაპირ ახსენა რადიკალიზაციის პერსპექტივა: „თუ ხელისუფლება არ მოუსმენს ხალხის ნებას, არ გამოვრიცხავ პიკეტირებას, მსხვერპლსაც კი, და შესაძლოა ტყვიებიც გაისმას“.

მისივე თქმით, ის 26 მაისს რადიკალიზაციის მომხრეა.

„მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, ხელისუფლების პარალიზება, მათ ვერანაირი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგან და დარჩნენ ქართველი ხალხის პირისპირ“, - ამბობს ის და მიიჩნევს, რომ პარტიებმა არ უნდა აიღონ თავის თავზე ასეთი პროტესტი, ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს სახალხო პროტესტით.

„რატომ ვამბობთ, რომ არაფერი დავარღვიოთ?! არც არაფერს ვარღვევთ, ჩვენ ვიკრიბებით და ვიშლებით, რადგან ვიღლებით იქ დგომით? მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, ხელისუფლების პარალიზება, მათ ვერანაირი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგან და ის უნდა დარჩეს ქართველი ხალხის პირისპირ. უნდა პირდაპირ მოვთხოვოთ, ან შენ ახლა ნიშნავ ახალ არჩევნებს და უშვებ პოლიტპატიმრებს ციხიდან, ან ეს არ დამთავრდება. რა არ უნდა დამთავრდეს, ეს იქ, ადგილზეა მოსალაპარაკებელი. ეს არ არის არც ჩემი და არც სხვისი მოსაწოდებელი, რადგან სახალხო პროტესტია. პარტიებმა არ უნდა აიღონ თავის თავზე ასეთი პროტესტი, მე რომ მოწოდებით გამოვიდე, დავამხოთ ხელისუფლება-მეთქი, ეს არის კვალიფიკაცია. ასეთი რაღაც არ უნდა ვთქვათ. ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს, მაგრამ უნდა დამთავრდეს სახალხო პროტესტით და არა ემოციური შეძახილებით“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კი განაცხადა: „ეს არ იქნება მხოლოდ სიმბოლური შეკრება. ხალხს სურს ცვლილება, და ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ – როგორც ქუჩაში, ისე ინსტიტუციურად“.

ოპოზიცია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრებს ანიჭებს სიმბოლურ და ინსტიტუციურ მნიშვნელობას. მათთვის ეს შესაძლოა გახდეს მასშტაბური პროტესტების ლეგიტიმაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

მთავრობა უკვე აფრთხილებს საზოგადოებას შესაძლო დესტაბილიზაციის მცდელობებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ოპოზიციის განცხადებები დესტაბილიზაციის სცენარებს უკავშირდება. ძალადობის მოწოდებები მიუღებელია და შესაბამისი რეაგირება ექნება“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა: „დამოუკიდებლობის დღე იქნება მშვიდობიანი. თუ ვინმეს პროვოკაციის მცდელობა ექნება, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს“.

მისივე თქმით, ოპოზიციაში საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია.

„ამის ელემენტარული რესურსი არ აქვთ მათ. ხედავთ, სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია. ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 ადამიანი გამოდის რუსთაველის გამზირზე და ისინი ყოველდღე აჩვენებენ საზოგადოებას, როგორია ოპოზიციის უსუსური სახე. ამ პირობებში არავითარი პროვოკაციის მოწყობის რესურსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, 26 მაისის ზეიმი ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული, ეს არის დამოუკიდებლობის დღე. შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო-სახალხო ზეიმი და, ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რამე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ. ეს დღე უნდა ჩატარდეს, როგორც საერთო ეროვნული დღესასწაული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

26 მაისი შეიძლება გადაიქცეს არა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის სიმბოლოდ, არამედ პოლიტიკური დაპირისპირების მწვერვალად. ოპოზიციური გეგმები და რადიკალური რიტორიკა მიანიშნებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების რისკი იზრდება. საზოგადოების წინაშე რჩება მთავარი კითხვა - შეძლებს თუ არა ქვეყანა პროტესტის კონსტიტუციურ ჩარჩოებში შენარჩუნებას, თუ პროცესები უფრო სახიფათო ტრაექტორიით განვითარდება?

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიცია არ ტოვებს ძველ ჩვევას და ისევ რადიკალიზმისკენ აქვს ცდუნება. თუმცა ესეც მილევადია, რადგან ქართველი ხალხი მათ ამ გზაზე არ მიყვება და სწორედ ამის გამოა, რომ ისინი პოლიტიკურად გაბანკროტების ზღვარზე იმყოფებიან. 26 მაისს კი, შესაძლოა, ამ რადიკალიზმის მცდელობით საბოლოოდ წერტილი დაისვან.

„ვხედავთ, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი აღარ აქვს იმ რიტორიკის, რაზეც უკვე რამდენიმე თვეა აპელირებს. თითქოს „ოცნება“ არალეგიტიმური ხელისუფლებაა და არჩევნები გაყალბდა. ამიტომ ახლა ცდილობენ რაღაცნაირად ყურადღება მიიქციონ. ჯერ ერთი, პიკეტირება რომ მოახდინო და შენობები დაიკავო, მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა უნდა გიჭერდეს მხარს და ეს უნდა იყოს საყოველთაო სახალხო პროტესტი. ამათ სახალხო პროტესტში კი არა, რუსთაველის გადასაკეტად აღარ ენდობა არავინ. ეს განცხადებები გათვლილია იმაზე, რომ, უბრალოდ, პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ, თითქოს 26 მაისს უნდათ გენერალური პროცესი დაიწყონ და რაღაცა შეცვალონ.

ასევე მცდელობაა იმის, რომ რამენაირად ეს პროცესი დააკავშირონ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წელს აქციის დარბევასთან დაკავშირებით. ხელისუფლება გამოიწვიონ, რომ წავიდეს აქციის დარბევაზე, რითაც პარალელის გავლება შეძლონ მოძალადე ხელისუფლებასთან.

მესამე ვარიანტია ის, რომ თავის პატრონებს დაანახონ უცხოეთში, რეალურად რაღაცის ძალა შესწევთ.

რამდენად მორალურია პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება, ეს კიდევ დამატებით პრობლემაა, თუმცა ესენი არიან აბსოლუტურად მორალისგან დაცლილი ხალხი, რომლებიც ასეთ განცხადებებს თავისუფლად აკეთებენ“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ეს ოპოზიცია მსხვერპლის, კატასტროფის და უბედურების მაძიებელა. სხვა რაიმე პოზიტიურ დღის წესრიგს ისინი მოსახლეობას ვერ სთავაზობენ.

„რამდენად შეძლებენ ამას, ეს უკვე მეორე საკითხია. ამიტომაც არის ოპოზიციაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა. ფაქტია, ოპოზიციის რიგებში ხვდებიან რა შეიძლება პოლიტიკურად და სამართლებრივად მოჰყვეს ამას. 26 მაისი არის ხალხის ზეიმის დღე. თუ ამ დროის გამოყენებას აპირებენ და რაღაცა დაპირისპირება უნდათ, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი ადეკვატური იქნება. სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ამ დღეს ძალის დემონსტრირებად იყენებდა და სამხედრო აღლუმად ატარებდა, ეს ყველაფერი შეიცვალა. ეს დღე გახდა ქართველების დღესასწაული, ამიტომ ამის დაპირისპირების და ქვეყნის გადატრიალების დღედ ქცევის უფლებას ოპოზიციას არავინ არ მისცემს“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ამ თვეების განმავლობაში ვერაფერი ვერ ქნა და მიაჩნიათ, 26 მაისი არის ის ბოლო დღე და შანსი, რომელიც უნდა გამოიყენონ. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ეს დღე პოლიტიკურად მათი დასამარების დღედ იქცეს.

Gami ამ ჩასვრილი გომბეშო ფოფხაძისგან უკვე სუნი მოდის... დასამარებულები არიან, ოღონდ მიწა მსუბუქად აქვთ წაყრილი. უნდა მოხდეს მათი "დატრამბოვკება".
5 საათის უკან
Gami "დაპირისპირების მწვერვალი" არა კვახი.. გიჟი მარინა რომ დადიანის ქუჩაში იჯდა, ასე იჯდება გიჟი სალო და გარშემო შაბაშ- დავლური ექნებათ ჭინკებს: კინტუა ალეკოს, გომბეშ ფოფხას, ჩოილარ ბადრიას, მიკურტუმ მამუკას, ლოთი- შფოთ ლიაკას, დინგა სალომეს... სახელი მათი ლეგიონია.მერე მტვერში აირევიან. ფაფუ.
4 საათის უკან