„ისრაელის ამჟამინდელ მთავრობას სურს მთელი ისრაელისა და პალენსტინის მიწის მართვა“

„ისრაელის ამჟამინდელ მთავრობას სურს მთელი ისრაელისა და პალენსტინის მიწის მართვა“

ჯეფრი საქსის ინტერვიუს პირველი ნაწილი

ისრაელის მხარდაჭერა კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-ს ინტერესებს, რადგან ისრაელის ამჟამინდელ მთავრობას სურს მთელი ისრაელისა და პალენსტინის მიწის მართვა. ეს კი ნიშნავს პალესტინელი ხალხის ჩაგვრას, მათ გაძევებას და ხოცვა-ჟლეტას“, - ამბობს პროფესორი ჯეფრი საქსი ნაპოლიტანოსთან ინტერვიუს დროს.

ნაპოლიტანო: გენოციდის შესაჩერებლად ისრაელის პრემიერ-მინსტრი ბენიამინ ნეთანიაჰუზე არის თუ არა ზეწოლა?

ჯეფრი საქსი: ისრაელმა თითქმის მთლი მსოფლიოსა და ამერიკელი ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერა დაკარა. იქ შიდა სივრცეში ბევრი რამის გამო არეულობაა, მაგრამ არაა საკმარისი იმისთვის, რომ ნეთანიუაჰუმ სისხლისმხსმელი თავდასხმები შეწყვიტოს. შეაჩერებს თუ არა ამერიკა ისრაელის მკვლელობების გზას? ეს ნამდვილად საკითხავია. ისრაელი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს. ასევე აგრძელებენ ეთნიკურ წმენდას ღაზაში, ჩვენს თვალწინ შიმშილობს ასობით ათასი ადამიანი და ეს ყველამ იცის. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გრძელდება, რადგან შეერთებული შტატები აგრძელებს მკვლელი ისრაელის მთავრობის მხარდაჭერას.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს შორის უთანხმოების შესახებ. იყო მთელი რიგი მოვლენები, რამაც ამ დასკვნამე მიგვიყვანა. ამერიკის პირდაპირი მოლაპარაკებები ჰამასთან, პრეზიდენტის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც, როგორც ჩანს, ისრაელში არ შედგა, ჰუსიტების დაბომბვის შეწყვეტა, სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა. ამის მიუხედავად, შაბათ-კვირას ორივემ განაცხადა, რომ განხეთქილება მითია და რომ ისინი კარგი მეგობრები არიან. გჯერათ მათი მეგობრობის?

- ჩემი აზრით, გასული კვირა დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან მეგონა, რომ ახლო აღმოსავლეთში ტრამპის მოგზაურობის დროს პალესტინელების გენოციდის საკითხი წამოიჭრებოდა. თუმცა აღნიშნული საკითხი არც მასპინძლებმა და არც პრეზიდენტმა არ წამოჭრეს. მხოლოდ გარიგებებით, ვაჭრობით, ნადიმით და ა.შ შემოიფარგლნენ, ამ დროს კი ღაზის მოსახლეობა შიმშილით იხოცებოდა. ანუ, გასულ კვირას საჯაროდ არაფერი თქმულა, შესაძლოა, რაღაცები პირადად ითქვა. მე არ ვღალატობ იმ ძირითად ფაქტს, რომ ისრაელის მხარდაჭერა კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-ს ინტერესებს. როგორც მსოფლიოში არსებულ მრავალ სხვა საკითხთან ერთად, ამ ყველაფერშიც არის ერთი აშკარა მიზეზი - ისრაელის ამჟამინდელ მთავრობას სურს მთელი ისრაელისა და პალენსტინის მიწის მართვა. ეს ნიშნავს პალესტინელი ხალხის ჩაგვრას, მათ გაძევებას და ხოცვა-ჟლეტას. იქნება თუ არა პალესტინის სახელმწიფო? ნეთანიაჰუ ამბობს, რომ არა. გაეროს 180-ზე მეტი ქვეყანა ამბობს, რომ „დიახ“ და შერთებულმა შტატებმა აქამდე ვეტო დაადო პალესტინის სახელმწიფოს, როგორც გაეროს წევრს. ეს არის ძირითადი პუნქტი. საქმე აშშ-ს ხმის მიცემას ეხება. აქამდე, როგორც წლების განმავალობაში ვსაუბრობდით, აშშ ამ მასობრივ მკვლელობებში თანამონაწილე იყო. ეს დღემდე ასე რჩება. გაგრძელდება? ეს შეიძლება ნებისმიერ წამს შეჩერდეს. რატომ? იმიტომ, რომ ახლა მისი გაჩერება მხოლოდ ამერიკის ინტერესებში შედის. ამის შეჩერება მოხდება მაშინ, თუკი შეერთებული შტატები და კერძოდ, პრეზიდენტი იტყვის, რომ პალესტინელი ხალხის ჩაგვრა აშშ-ს ინტერესებში არ შედის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ეწინააღდეგება ყველა არაბული ერი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის 57 წევრი ქვეყნის ყველა მუსლიმური ერი და მსოფლიოს ნაწილი. დიახ, პრეზიდენტი ტრამპს ადვილად შეუძლია ამ დასკვნამდე მისვლა. და თუ ის ამას გააკეთებს და იტყვის: „ჩვენ აღარ მივაწვდით ისრაელს საბრძოლო მასალას, ჩვემ აღარ დავეხმარებით ფინანსურად - ეს შეჩერდება.

ადასტურებთ თუ არა იმ ინფორმაციას, რომ ნეთანიაჰუ განრისხდა ედენ ალექსანდრეის გათავისუფლების გამო, რომელიც ნიუ-ჯერსიდან არის და აქვს როგორც ამერიკის, ასევე ისრაელის მოქალაქეობა და რომელიც ისრაელის თავდაცვის წევრი იყო. ის 7 ოქტომბერს ჰამასმა გაიტაცა და რომელმაც მშობლებთან ერთად უარი თქვა ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე, რადგან ბიჭი ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა გაათავისუფლეს...

- სიმართლე გითხრათ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და წარმოდგენა არ მაქვს. გულწრფელად რომ ვთქვათ, კითხვა უფრო ასეთი უნდა იყოს: „გათავისუფლდება თუ არა ღაზაში მცხოვრები 2 მილიონი მშიერი ადამიანი შიმშლისგან“?

რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ტრამპმა ნეთანიუაჰუს უთხრას: ჩვენ დახმარებას გიგზავნით და თქვენ გადადგებით ან შეწყვეტთ ხოცვა-ჟლეტვას“?

- ამისთვის ბევრი არ დასჭირდება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სწორედ ამისთვის ვირჩევთ პრეზიდენტს, ამას ისრაელის ლობისთვის ან სხვა რამისთვის არ ვაკეთებთ. რთული სათქმელი არაა ის, რომ ორი მილიონი ადამიანი არ უნდა შიმშილობდეს, ისრაელი არ უნდა ბომბავდეს საავადმყოფოებს, სკოლებს, მეჩეთეს. არ უნდა უთხრა ამ ადამიანებს, რომ ლიბიაში უნდა გაფრინდნენ. სამყარო ასე არ გადარჩება. ხალხს უნდა შეეძლოს საკუთარ სახლებში ცხოვრება ისე რომ თავზე ბომბები არ ეცემოდეთ. ამიტომ უნდა არსებობდეს პალესტინის სახელმწიფო.

ნუთუ სიონისტები ხარობენ პალესტინელების ტანჯვით?

- ზოგი კი, რადგან ამას „ტიკ-ტოკზე“ ვნახულობ. რა თქმა უნდა, ეს ყველა სიონისტზე არ ითქმის. ეს ასევე ეხება რაბინებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პალესტინელების მოკვლა ნორმალურია.

ამერიკამ ანტისემიტური გამონათქვამების გამოსაძიებლად FBI-ის აგენტებისა და ფედერალური პროკურორების ჯგუფი შექმნა. აქვს თუ არა იუსტიციის დეპარტამენტს ამერიკაში სიტყვის თავისუფლების შეფასების უფლებამოსილება?

- უფრო ძირითადი საკითხით დავიწყოთ. მინდა ვთქვა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს წარმოდგენა არ აქვს, რა არის ანტისემიტზმი. მათ რაღაც აქვთ, რომელსაც ანტისემინისტიზმთან საერთო არაფერი აქვს. ისინი ამას ისრაელის კრიტიკას უკავშირებენ. ისრაელი და ე.წ. სიონიზმი სახელმწიფო პროექტია. ეს არ არის რელიგიური პროექტი. რელიგიური თემები, ებრაული თემები სიონიზმის წინააღმდეგნი იყვნენ. სხვათა შორის ამერიკაში მნიშვნელოვანი ებრაული თემი გვყავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სიონიზმი სრულიად ეწინააღმდეგება ებრაულ კანონს. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ამერიკელი ქრისტიანი სიონისტები თავს ესხმიან სიტყვის თავისუფლებას.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=l_I8UcO0uu8