„ამერიკას მშვიდობა სურს, ხოლო ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი ომის მოწოდებით გამოდის“, - კენედის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ეს ამბავი მას ვატიკანში ერთ-ერთმა კარდინალმა უთხრა. როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, ამერიკის პრეზიდენტს სურს თავდაცვაზე დიდი ფული არ იხარჯებოდეს, უკეთესი იქნებოდა, თუ ფინანსური სახსრები ეკონომიკის განვითარებას მოხმარდებოდა.
ის, რომ ევროპა რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებით არის დაინტერესებული და ლობირებს ომის დიდი ხნით გაგრძელებას, ამას ადასტურებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება, როდესაც მან ჩაშალა სტამბულის მოლაპარაკებები. ევროპელებისგან განსხვავევით ომის შეჩერება შედის ამერიკის ინტერესებში. დონალდ ტრამპის მიზანია ეს ომი არ გახდეს ამერიკის ომი და რაც შეიძლება მალე მოხდებს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება.
ორსაათნახევრიანი სატალეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის იმით დასრულდა, რომ ლიდერებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის ბრძოლის ხაზზე საშინელი ვითარებაა, ყოველ კვირა 5000 ახალგაზრდა იღუპება.
„ვცდილობთ, ეს ყოველივე დავასრულოთ. სატელეფონო საუბარმა, ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასასრულებლად. პირობების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაიმართება, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. ასე რომ არ იყოს ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით“, - წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, რუსეთს აშშ-თან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა სურს, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. პუტინთან საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა საქმის კურსში ჩააყენა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.
თავის მხრივ ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო. რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.
„მოსკოვი საომარი მოქმედებების შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება“, - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ახალი ულტიმატუმი წამოაყენა და მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა მოითხოვა - ზელენსკი მოლაპარაკებებში ევროპელი ლიდერების დასწრებას ითხოვს. ზელენსკის ეს ე.წ. ულტიმატუმი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინა, ისევე როგორც ევროპა, დაინტერესებულია ომის გაგრძელებით.
„პუტინთან საუბრამდე ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენ გარეშე არ მიეღო. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენს ჯარებს არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენი ჯარების გაყვანის პირობებს წამოაყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ, რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აქვე დასძინა, რომ თურქეთში, ვატიკანსა ან შვეიცარიაში უკრაინის, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება განიხილება.
ომის შესაძლო დასრულებით შეშფოთებულია ევროპა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს და აქვე აცხადებს, რომ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ზელენსკის მხარდაჭერას გააგრძელებენ. გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ორი ზესახელმწიფოს ლიდერების სატელეფონო საუბარმა მკაფიო გახადა ის, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ლიბერასტულ-ფაშისტურ ევრობიუროკრატიას დიდი დრო არ უწერია. გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ უკრაინის ომის დასრულებიდან მოკლე ხანში დღევანდელი ევრობიუროკრატია ხუხულასავით ჩამოინგრევა.
„დღევანდელი ევრობიუროკრატია ამ ომზე დგას, ამ ომით აკეთებს ფულს და იხანგრძლივებს სიცოცხლეს. აშშ-ს გარეშე ეს ომი კატასტროფულად დამთავრდება ევრობიუროკრატიისათვის, ვინაიდან მთავარი მოქმედი ამ ომში იყო და არის ვაშინგტონი. უბრალოდ, როგორც კი შეწყვეტს ოვალური კაბინეტი სადაზვერვო ცნობების მიცემას კიევისათვის, უმალ ფონ ლაიენ- ზელენსკის ხროვა იმ ქვეყნად გაემგზავრება, როგორც პოლიტიკურად, ისე, დიდი ალბათობით, ფიზიკურადაც. ამის ნიშანი უკვე გამოკრთა ურსულას მიმართ „ფაიზერზე“ გაცოცხლებული საქმე...
თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისია უვერტიურაა ევრობიუროკრატიისათვის. სულ მალე ნახავთ ევროპის ცენტრებში თუ რა საქმეები აღიძვრება ბრიუსელელ მაღალჩინოსნებზე და რა სასამართლო პროცესები დაიწყება. მოიმარაგეთ პოპკორნი ისე, რომ იცოდეთ წვეთი წყალივით ჰგავს 2008 წლის აგვისტო და 2022 წლის 22 თებერვალს დაწყებული და დღემდე უკრაინაში მიმდინარე ომები ერთმანეთს. სახელდობრ, 2008 წელს არავინ არ შეკითხვია მიშას ომის დასრულებას. აშშ-მ გამოაგზავნა სარკოზი მოსკოვში და დასრულდა ომი. იგივეა ახლაც.
კაციშვილი არ ეკითხება სააკაშვილის კლონ-კლოუნ ზელენსკის ბალი შაური თუ ათი შაურია ბაზარზე. ამ ომის რეალურმა მონაწილეებმა მოილაპარაკეს, გაიყვეს ნადავლი და სრულდება გადანაწილება. ამიტომაც აყეფდნენ აქაური მეხუთე კოლონელები, ვინაიდან ხედავენ, რომ მათი ბედი გადაწყვეტილ-განწირულია. მათ საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაულობებისათვის უეჭველად ელით ხანგრძლივი „ვირის აბანოები“. მსოფლიო გადანაწილება უმოკლეს პერიოდში დასრულდება, საიდანაც საქართველო საერთოდ მსხვერპლის გარეშე გამოდის“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.