ზაზა გაბუნია ,,ჰემოფილიით დაავადებულთა კავშირის' წევრებს შეხვდა

ზაზა გაბუნია ,,ჰემოფილიით დაავადებულთა კავშირის' წევრებს შეხვდა

ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბიუჯეტის მხრიდან მხარდაჭერილ საკითხებთან დაკავშირებით ”ჰემოფილიით დაავადებულთა კავშირის” წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ის კონკრეტული პრობლემები განიხილეს, რომელიც ამ დროსითვის დაავადებული ადამიანების წინაშე დგას და 2014 წლის ბიუჯეტში, ამ საკითხებისთვის გათვალისწინებული თანხების სწორად განკარგვის და ოპტიმალურად გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს.

”თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში, აქამდე უპრეცედენტო თანხები იქნა გაწერილი იმ მწვავე და მნიშვნელოვანი დაავადებებისათვის, რომელიც აქამდე ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდა. ასეთი გახლავთ ლეიკემია, სოლიდური სიმსივნე, ურგენტული დაავადებები, ჰემოფილია და ა.შ. ამ ადამიანებს სჭირდებათ რეაბილიტაცია და სხვადასხვა სახის მხარდაჭერა. ჩვენ დღეს სწორედ ამ ინტერეს-ჯგუფების წარმომადგენლებს შევხვდით, რათა მოგვესმინა მათი შეხედულებები. ერთია რომ ახლა უკვე არსებობს ფინანსური რესურსი და მეორეა რამდენად სწორად და ოპტიმალურად უნდა დაიხარჯოს თანხა, რათა ამ ადამიანებმა მიიღონ შედეგი გამოჯანმრთელების სახით”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამ სახის შეხვედრები შემდგომშიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა საბიუჯეტო თანხები შესაბამისი ინტერეს-ჯგუფებისთვის პროდუქტიულად გადანაწილდეს და დაიხარჯოს