წითლიძის ბრიყვული წამოცდენა თუ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციის ირიბი აღიარება?

წითლიძის ბრიყვული წამოცდენა თუ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციის ირიბი აღიარება?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის ბოლო სატელევიზიო განცხადება პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქციების მიზეზი გახდა, თუმცა „ქართული ოცნების“ შეფასებით, ეს არ იყო, უბრალოდ, შემთხვევითი სიტყვები, არამედ ეს იყო 2024 წლის არჩევნების შედეგების ირიბი აღიარება.

სატელევიზიო ინტერვიუში ანა წითლიძემ აღნიშნა: „ჩვენმა პარტიამ დაახლოებით 200 000 ხმა მიიღო“.

ამ განცხადებამ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს საფუძველი მისცა, ეთქვათ: „ოპოზიციამ, რომელიც თვეებია არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, თავად აღიარა მიღებული ხმების რეალობა“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ამილახვარმა, განაცხადა: „თუ ენმ-ის ლიდერი ამბობს, რომ მათ 200 000 ხმა მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ ისინი ემყარებიან იმავე მონაცემებს, რომელთა გაყალბებაზეც თავად საუბრობდნენ. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მათ აღარ აქვთ მტკიცებულებები და თავადაც ხვდებიან, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო“.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კი აღნიშნა: „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ენმ-ის წარმომადგენლები სიტყვებით ამხელენ საკუთარ სიცრუეს. ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ მათი არჩევნების გაყალბების თეორია ვეღარ ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.“

უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა კი განმარტა: „წითლიძის ნათქვამი პირდაპირ ამბობს იმას, რაც ოპოზიციამ მთელი ამ დროის განმავლობაში უარყო. ეს არის პოლიტიკური რეალობის აღიარება - თუნდაც უნებლიედ“.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ენმ-ის მიერ ხანგრძლივად გაჟღერებული ბრალდებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე, ფაქტობრივად, კრახით დასრულდა. წითლიძის სიტყვები მხოლოდ სიმბოლოა იმ სუსტი პოზიციისა, რომელშიც პარტია აღმოჩნდა.

„ისინი ჯერ ქუჩაში გამოვიდნენ, შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებზე დაიწყეს აპელირება, ახლა კი, როგორც ჩანს, თავადაც აცნობიერებენ რეალურ შედეგებს. ეს ირიბი აღიარებაა და საზოგადოებამ ეს უნდა დაინახოს,“ - დასძინა გიორგი ამილახვარმა.

მმართველი გუნდის შეფასებით, 200 000 ხმის აღნიშვნა არ არის უბრალო სტატისტიკური მონაცემი. ეს სიტყვიერი დადასტურებაა იმ შედეგისა, რომლის უარყოფასაც ენმ ჯერ საზოგადოებრივად, შემდეგ კი პოლიტიკურად ცდილობდა.

მართალია, თავად ოპოზიცია ცდილობს განმარტოს, რომ საუბარი წარსულზე იყო, თუმცა „ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს სპონტანური აღიარება იმ რეალობას ასახავს, რომელშიც ოპოზიცია თავად ცხოვრობს - ოპოზიცია, რომელმაც ვერ შეძლო თავისი ბრალდებების გამყარება ფაქტებით.

წითლიძის განცხადება არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ იცვლება პოლიტიკური რიტორიკა, როცა რეალობა და ციფრები თანხვედრაში მოდის. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ოპოზიცია აღმოჩნდა ჩიხში, სადაც ერთადერთი გამოსავალი რეალობის აღიარებაა - თუნდაც ეს მომხდარიყო უნებლიედ, სიტყვების სახით.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ გამორიცხულია ანი წითლიძეს ეს განცხადება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გაეკეთებინა. მამრაძის თქმით, წითლიძე ცნობილია იმით, რომ მას რაღაცები წამოსცდება ხოლმე. ამიტომ ახლა მისი გუნდის მცდელობა, რომ ეს განცხადება სხვა კონტექსტით წარმოაჩინონ, ფუჭია.

„ძალიან კარგად იციან, რომ არანაირ გაყალბება არ ყოფილა და რა შედეგიც მიიღეს 2024 წელს, ზუსტია და არავის არაფერი გაუყალბებია. ეს მათთვის მხოლოდ ინსტრუმენტია დასავლეთთან შეთანხმების. ამიტომ რადგან წავიდნენ ამ რადიკალიზმისკენ და დასავლეთიც აიყოლიეს, ახლა ამის გადათქმა მათთვის პოლიტიკური ჰარაკირია. თუმცა ამ ნარატივის გაგრძელებაც არაფერს აღარ აძლევთ. შესაბამისად, აღარ იციან რა ქნან და რა გააკეთონ. ცდილობენ, რომ რაღაცა გამოსავალი იპოვონ და ვერ პოულობენ. ამიტომ შიგადაშიგ ეს წამოცდენები აქვთ. რამდენიმე გაყალბების ვერსია ჰქონდა ოპოზიციას, რომელზეც ერთი წესიერი მტკიცებულებაც ვერ დადეს. ჯერ დაიწყეს საუბარი, თითქოს ხელისუფლება ხალხს პირადობებს ართმევდა, რომ არ მისულიყვნენ არჩევნებზე, თუმცა ამის დასადასტურებლად საკუთარი მხარდამჭერებიდანაც კი ვერავინ მოიყვანეს.

შემდეგ ამბობდნენ, რომ ერთი ადამიანი მიჰყავდათ რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რაც ასევე ვერ დაადასტურეს. შემდეგ აიჩემეს ვითომ მელნის გაჟონვის თემა და ესეც წყალში ჩაუცვივდათ. ამიტომ თუ დააკვირდებით გაყალბების საკითხსაც დიდად აღარც ეხებიან. ევროპაშიც დაიწყეს უკვე ამაზე საუბარი, რომ კი ბატონო, ოპოზიციამ ვერ მოიტანა მტკიცებულებები, ვიცით, რომ არ არის გაყალბებული არჩევნები, მაგრამ სჯობია ახალი დანიშნოთ, რადგან არსებული პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, დასავლეთში თუ რეალურად არ არის გაყალბების მტკიცებულებები წარმოდგენილი, იქაც ეჭვები ჩნდება ოპოზიციასთან დაკავშირებით. თუმცა ამის აღიარებას მაინც საჯაროდ არ ახდენენ და ისევ ხელისუფლებაზე ზეწოლას ცდილობენ.

„გვახსოვს სააკაშვილის ვითომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა, როგორ იტყუებოდნენ და მათ ნარატივს აჰყვა მთელი ევროპარლამენტი, რეზოლუციებს იღიბდნენ, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. გვახსოვს ის წარმოუდგენელი და ენით აღუწერელი ტყუილის ტირაჟირება, რომელიც ერთი დიდი აფიორა აღმოჩნდა. თუმცა ამის გამო ბოდიში არც ერთ ევროპარლამენტარს არ მოუხდია. არც ერთი ის მედიკოსი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ შეცდა და ტყუილი დაწერეს. ამიტომ ამ გაყალბების საკითხთან დაკავშირებითაც იგივე სცენარს ვხედავთ. ის კი არა რუსთაველზე შეკრებილებიც კი საერთოდ აღარ ახსენებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. მარტო იმას ტირაჟირებენ, ვითომ ეს ხელისუფლება ე.წ. დიქტატორია, რუსული რეჟიმია და ა.შ. საერთოდ არჩევნების გაყალბების საკითხი ოპოზიციის ნარატივიდან გაქრა. „ოცნებამ“ ამ საინფორმაციო ომშიც მოუგო და ოპოზიციას ეს ბერკეტი ხელიდან გამოაცალა. ახლა კი, საბოლოო ჯამში, თავად ოპოზიციის ლიდერებმა დაიწეს ამაზე წამოცდენები“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შემოეძარცვათ. მათი ტყუილები ბოლოს და ბოლოს გამჟღავნდა.

მარბიელი ამ მწყაზარმა არსებამ სიმართლე თქვა და გვიკვირს;
დღეს ლელოს გალდავამ პ/ეთერში თქვა: "ჩვენ და ჩვენს 200 ათას ამომრჩეველს ჩვენი გზა გვაქვს..." "ჩვენ" ანუ ლელოს, დოლიძის, ელისაშვილის და თავისუფლების (თუ ლენინის) მოედნის საერთო მონაგარი 200 ათასი იყოო, - ამბობენ (ვარაუდობენ) ცესკომ მათ 181 ათასი ხმა დაუფიქსირა ... ამდენს რომ მოპარავ, არ შევა პარლამენტში,
18 საათის უკან
მარბიელი ანუ, იქით ნაცებმა, ვაშაძემ, ბოკერიას განაყოფმა, აქეთ ლელომ, ელისაშვილმა, დოლიძემ, თ/მოედანმა ცესკოს მონაცემებით მიითეს 370 ათასი ხმა (მეცოცხეები 190 ათასი, თაღლითთა ალიანსი 180) ყველანი ტრუსებიდან ხტებიან გაგვიყალბესო; ცალ-ცალკე კივიან ჩვენ 200 ათასი ხმა ავიღეთო; ანუ 2 გაერთიანებაში შექუჩებულმა შვიდმა პარტიამ აიღო 370 ათასი ხმა და იზახიან: არა, გაგვიყალბეს, სინამდვილწში ჩვენ 400 ათასი ხმა ავიღეთო; ანუ 7 სუბიექტს მოპარეს 30 ათასი ხმა!!! წარმოგიდგენიათ? არ შევლენ პარლამენტში და ქუჩაში ტალახს მოზელენ აბა რა!
5 საათის უკან