ტრამპის და პუტინის 2-საათიანი სატელეფონო საუბარი - შინაურული ლაპარაკი, რომელიც მაინც უშედეგოდ დასრულდა

ტრამპის და პუტინის 2-საათიანი სატელეფონო საუბარი - შინაურული ლაპარაკი, რომელიც მაინც უშედეგოდ დასრულდა

2025 წლის 19 მაისს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა - პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომზე და მისი დასრულების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მიუხედავად ხანგრძლივი საუბრისა, მხარეებმა სრულყოფილ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თუმცა მოლაპარაკებების პროცესის დაწყებაზე შეთანხმება უკვე შედეგია.

ტრამპი მშვიდობაზე და ეკონომიკაზე საუბრობს

ამერიკის პრეზიდენტმა სატელეფონო დიალოგს „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ უწოდა. ტრამპის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

„იმედი მაქვს, მალე მივაღწევთ ცეცხლის სრულ შეწყვეტას და საბოლოოდ, დავასრულებთ ამ საშინელ ომს რუსეთსა და უკრაინის შორის“, - აღნიშნა ტრამპმა. მან ასევე განაცხადა, რომ ვატიკანი მზადყოფნას გამოთქვამს სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობაზე, რაც ამერიკისთვის მისაღებია.

პუტინი კვლავ ითხოვს „გრძელვადიან გარანტიებს“

კრემლის ინფორმაციით, საუბარი იყო „გულწრფელი და შინაარსიანი“, თუმცა რუსეთის პოზიციები უცვლელი დარჩა. ვლადიმირ პუტინის მოთხოვნები კვლავ მოიცავს: უკრაინის გასვლას დონბასის რეგიონიდან, უარს ნატოში გაწევრიანებაზე, სანქციების მოხსნას და უკრაინის კონსტიტუციის შეცვლას - ნეიტრალიტეტისა და რუსული ენის სტატუსის განსაზღვრით.

„ტრამპმა თითქოს ახსენა, რომ რუსეთს ამერიკის ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორად ხედავს, უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების მერე. ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს სახელებით მიმართავდნენ - დონალდ და ვლადიმერ, და არც ერთს არ სურდა პირველს დაესრულებინა ზარი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშეწემ იური უშაკოვმა და დასძინა, რომ საუბარი რუსეთს და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩოების შესახებ საერთოდ არ ყოფილა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კი ტრამპს გაწეული ძალისხმევისთვის მალდობას უხდის, თუმცა აქვე დასძენს, რომ ევროპა უკრაინის დახმარებას არ შეწყვეტს.

„მადლობა პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად იყოს ჩართული.

ჩვენ გავაგრძელებთ პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერას უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად“, - ამბობს ის.

რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკოს თქმით, მინიმუმ, წლის ბოლომდე მშვიდობა არ იქნება და რუსეთის შეტევა მოხდება.

„ზაფხულში, ფაქტობრივად, აშშ ტოვებს მოლაპარაკებებს და უკვე ხელებს იბანს“, - ამბობს ოლექსი გონჩარენკო.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ხატიაშვილი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის საკითხი ძალიან რთული გადასაწყვეტი და შესათანხმებლად რთულია. შესაბამისად, ანალიტიკოსი for.ge-თან ფიქრობს, რომ რუსეთს თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილება სურს. ამიტომ ტელეფონით საუბარი იქნება თუ პირისპირ ტრამპთან შეხვედრა, პუტინი მოთხოვნებს არ შეცვლის.

„ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინამ ჯარი უნდა გაიყვანოს იმ 4 რეგიონიდან, რომელსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს. შემდეგ საჭიროა უკრაინის მხრიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადება. ასევე რუსული ენის სტატუსია მნიშვნელოვანი, ან როგორც რუსებმა თქვეს ვიომებთო. 21 წელი ვიომეთ და უკრაინასთან იმდენ ხანს ვიომებთ, რამდენიც საჭიროაო. რუსეთი ითხოვს იმ ტერიტორიებსაც, რომლის აღების თავიც არა აქვს. წლებია მიცოცავს და ვერ აიღო. მეორე არის უკრაინაში ყველაზე გამაგრებული რაიონები, რომელზეც არ წავა უკრაინის ხელისუფლება. ჯარის ამ ტერიტორიებიდან ევაკუაცია დაიწყოს, ეს გამორიცხულია. შესაბამისად, ძალიან ფერმკრთალი შანსებია ცეცხლის შეწყვეტისაც და სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, 25 წელი გაგრძელდეს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, რომ არა ტრამპი, ალბათ, ეს მოლაპარაკებებიც არ იქნებოდა. ამიტომ ტრამპმა რაღაცას მაინც მიაღწია და მისი ქმედება წყალში ჩასაყრელიც არ არის.

„უკრაინელები უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე ახლა თანახმა არიან. მანამდე კი ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს მხოლოდ გარკვეული პირობებით განიხილავდა. ზელენსკის ასევე ბრძანება ჰქონდა გამოქვეყნებული, რომ რუსეთთან მოლაპარაკება არ შეიძლება. პუტინი კი მას არალეგიტიმურად მიიჩნევდა. ახალა, ეს ყველაფერი ორივე მხარემ დათმო, არადა მოლაპარაკების მაგიდასთან არც ერთი არ აპირებდა დაჯდომას. ახლა რუსეთი აყენებს საკითხს, რომ ცეცხლს თუ შევწყვეტთ, დასავლეთი უკრაინას იარაღს მიაწვდის და კიდევ უფრო გაძლიერდება. შესაბამისად, ეს საკითხი ამერიკელების პატივისცემით გაგრძელდება“, - ამბობს ხატიაშვილი.

ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინის გათვლები დასავლეთის დასუსტებაზე და დაპირისპირებაზეა.

„დრო გადის და უკრაინის მხარდაჭერა დასავლეთში არ იმატებს, შესაბამისად, ეს გათვლაც აქვს პუტინს. მეორე გათვლა იმაზეა, რომ ამერიკელები რუსეთს ანგარიშს უწევენ, რადგან ესკალაციის რისკებს თვლიან - რა არის ის მაქსიმუმი, რაზეც შესაძლოა პუტინი წავიდეს. ვნახეთ, ტრამპმა ზელენსკის პირდაპირ უთხრა, რომ შესაძლოა მე-3 მსოფლიო ომი დაიწყოსო. ბაიდენის ადმინისტრაცია ამას ანგარიშებში არაოფიციალურად განიხილავდა - რა მივცეთ, როგორ მივცეთ, რომ ბირთვული ომი თავიდან ავიცილოთო. ეს ყოველთვის არის პრობლემა და ამის გამო, დასავლეთი მუდმივად ჩიხშია.

თან უკრაინას უნდა დაეხმაროს და თან ისე, რომ რუსეთმა ხმელეთზე წააგოს და არ გაზარდოს ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი. შესაბამისად, ეს არის ურთულესი დილემა. გარდა ამისა, ერთია დასავლეთის მხრიდან სარესურსო პრობლემა - არის თუ არა იმდენი იარაღი, უკრაინას რომ მიაწოდონ და მეორეა პოლიტიკური პრობლემა - ამერიკელების ზურგი თუ მოიხსნა, რა იარაღიც აქვს, იმის მიცემასაც თუ შეძლებენ. შესაბამისად, პუტინის გათვლა არის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება, რადგან დასავლეთის ამომრჩეველი დაიღლება“, - ამბობს ხატიაშვილი.

ლაზი ამ ომის დასრულება არავის არ აწყობს, უკრაინელი და რუსი ხალხის გარდა, რომელიც სხვის ინტერესებს ეწირებიან.
განაცხადა კიდეც კუბილიუსმა - ამ ომის დასრულება ევროპისათვის მშვიდობას არ ნიშნავსო. ყველა (პირველ რიგში ბალტიის რესპუბლიკები) თვლის, რომ სანამ რუსეთი უკრაინას ეომება, მათ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.
იმავე მიზნით უნდოდათ ამ ომში საქართველოს შეტყუებაც მაგრამ არ გამოუვიდათ და სწორედ ამიტომ არიან გაცოფებულები.
ახლა განგაშს ტეხენ, რუსეთს ომის დასრულება არ უნდა, ცეცხლის დროებით შეწყვეტას არ ეთანხმებაო.
ამათ ჰგონიათ, სამშვიდობო ქურქში გახვეული, დროებითი ცეცხლის შეწყვეტით ისაგებლებენ, იარაღის ახალი პარტიების შესატანად, რომელიც კიდევ სამ წელს ეყოფა უკრაინას საომრად, სანამ ცოცხალი ძალა არ გამოელევა (ისეთი ტემპით გარბიან ქვეყნიდან გაწვევის ასაკის ახალგაზრდები).
პუტინი რომ ეგრე სულელი იყოს, რომ მაგ, ვითომ სამშვიდობო წინადადების მიზანს ვერ ხვდებოდეს, აქამდე ვერ მოატანდა ამხელა ქვეყნის სათავეში.
პუტინი ითხოვს გარანტირებულ სამშვიდობო შეთანხმებებს, რადგან ნებისმიერი დროებითი შეთანხმება, ომის დაუსრულელად გაგრძელებას ნიშნავს, მოწინააღმდეგისათვის პერიოდულად ძალების მოკრების შესაძლებლობის მიცემით.
რაც შეეხება პირობებს, არც ერთი ზავი პირობების გარეშე არ დადებულა ისტორიაში და ვერ ახლა დაიდება, გააჩნია ვინ რის გამოვაჭრებას შეძლებს მოლაპარაკებების შედეგად.
1 დღის უკან
Gami ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ არჩეულ სტრატეგიულ კურსზე. "დიფსტეიტი ალ ალსებოობს... აბა, სად ალი".. -- სირები!
1 დღის უკან