„კობახიძე ვინმესკენ კი არ გარბოდა ხელი ჩამომართვითო, მჯდომარე კობახიძესთან ხელის ჩამოსართმევად მიდიოდნენ სხვადასხვა ლიდერები“

„კობახიძე ვინმესკენ კი არ გარბოდა ხელი ჩამომართვითო, მჯდომარე კობახიძესთან ხელის ჩამოსართმევად მიდიოდნენ სხვადასხვა ლიდერები“

საქართველოს პრემიერის ევროპულ პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ოფიციალურ და არაოფიციალურ ფორმატში კომუნიკაცია 30-მდე ევროპელ ლიდერთან შედგა. ოპოზიციის რიტორიკა იმის შესახებ, რომ პრემიერი შემთხვევით სტუმარი იყო და მას არავინ დაელაპარაკებოდა, გაბათილდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრემიერის შეხვედრებმა სამიტზე გააქარწყლა ოპოზიციის რიტორიკა, თითქოს ხელისუფლება არალეგიტიმურია და მას დასავლეთში არავინ ელაპარაკება. 

ემანუელ მაკრონსა და ირაკლი კობახიძეს შორის კომუნიკაცია ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საკუთარი ინიციატივით მივიდა. პერსონალური კომუნიკაციის დროს მაკრონი კობახიძეს რამდენჯერმე დაუბრუნდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა, არაოფიციალურ ფორმატში საუბარი საქართველოს მთავრობის მეთაურსა და თურქეთის პრეზიდენტს შორისაც გაიმართა. სამიტის პროტოკოლით გათვალისწინებული საერთო ფოტოს გადაღების დროს კომუნიკაცია შედგა პოლონეთის პრემიერ მინისტრთან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასთანაც.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაშიც, სადაც საუბარი „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება“-ს ეხებოდა. დისკუსიის გახსნამდე ლიდერებმა ეს შეხვედრაც ერთმანეთთან მორიგი კომუნიკაციისთვის გამოიყენეს. ამ შემთხვევაში პერსონალური საუბარი პრემიერ-მინისტრსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგა.

ტირანაში ოფიციალურ და არაოფიციალურ ფორმატში კომუნიკაცია 30-მდე ევროპელ ლიდერთან შედგა. პრემიერმა მედიასთან თქვა, რომ ყველა შემთხვევაში საუბარი საქართველოსთვის აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებს შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და სერბეთის პრეზიდენტსაც ესაუბრა. ალექსანდრ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაციის შესაძლებლობაზე ისაუბრა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმაც. ალენ ბერსემ ამის შესახებ ტირანაში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მედიასთან კომენტარი გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც.

„როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, თუმცა, ზოგადად, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის მე-6 მონაწილეობა ევროპული სამიტის გაერთიანებაში, ისევე როგორც სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობა მსგავს საქმეებში მონაწილეობა, მიუთითებს იმაზე, რომ სახეზეა შერჩევითი პოლიტიკური გაბუტვა. ეს ყველაფერი კი მოგვარებადი და დასრულებადია.

„ამის თქმის საფუძველს იძლევა ის ფაქტები, რაც ქვეყნის შიგნით ხდება. ევროკრატები ხედავენ, რომ რეალურად, მარგინალური ოპოზიციური ლიდერების მხრიდან სამარცხვინო პერფორმანსების ჩატარება არ ნიშნავს ხალხის ნების გამოხატულებას. საქართველო კი, როგორც დასავლეთის ერთგული პარტნიორი აგრძელებს მრავალმხრივ ურთიერთობას იმისდა მიუხედავად, თუ ვინ დააწესებს სანქციებს, რა სამარცხვინო რეზოლუციებს მიიღებენ სააკაშვილის დასაცავად თუ ნაცრეჟიმის გამართლებისთვის.

ტირანას 16 მაისის სამიტზე ვიზუალურმა კადრებმა ნათლად აჩვენეს, რომ პრემიერი კობახიძე ვინმესკენ კი არ გარბოდა და უხტებოდა ევროპელ ლიდერებს, ოღონდ ხელი ჩამომართვითო, არამედ მჯდომარე კობახიძესთან ხელის ჩამოსართმევად მიდიოდნენ სხვადასხვა ლიდერები. მათ შორის მაკრონი, სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსები. ესაუბრებოდნენ კობახიძეს და მხოლოდ ხელის ჩამორთმევით არ იფარგლებოდნენ. იბადება შეკითხვა, თუნდაც პირად ურთიერთობაში ან ბიზნესს შეხვედრაზე, როცა ადამიანს სოციალურად აიგნორებ, არ გინდა მასთან კომუნიკაცია, რატომ უნდა მიხვიდე და გამოელაპარაკო? ამიტომ იმის მტკიცება ნაცოპოზიციის მხრიდან, რომ ეს არაფერს ნიშნავს და მხოლოდ 20-წამიანი საუბარი იყო, თუ მეტხნიანი საუბარი, უფრო მეტად მეტყველებს იმაზე, რა მდაბიო აქტორები არიან ოპოზიციურ ფლანგზე“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია როცა უარყოფს „დიფ სთეითის“ არსებობას და ამაზე ქილიკობენ, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს დაზვერვის ხელმძღვანელმა ქალბატონმა გაბარდმა, მისი უწყებიდან დაითხოვა რამდენიმე მაღალჩინოსანი იმ ბრალდებით, რომ ისინი „დიფ სთეითის“ აქტორები არიან.

„რევანშისტების სამყარო, რადიკალური ოპოზიციის სახით, მხოლოდ რამდენიმე ტელესტუდიაშია, საიდანაც დეზინფორმაციის და ტყუილების მეტს არაფერს ამბობენ. ამიტომ შეეშვან იმ თემებზე საუბარს, რომელიც ნაცოპოზიციიდან უმეტესობას არ ესმის. თავს ნუ იბრიყვებენ, რომ სექტის ინსტრუქციებს უნდა მიჰყვნენ. კომუნიკაცია ცალკეული ევროპელების მხრიდან გაგრძელდება და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. მიუხედავად იმისა, რომ გაგვებუტნენ, საქართველოსთან ევროპას და მის ლიდერებს ურთიერთობა სჭირდებათ. მათ შორის უსაფრთხოების და სამართალდამცავთა ურთიერთობის კოორდინაციის კუთხით. ამიტომ ნაცრადიკალების ჟრიამული ძალიან ნაადრევია“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ძალიან სწორი და უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო, როცა პრემიერმა კობახიძემ ამერიკის პრეზიდენტს ტრამპსა და ვენსის ღია წერილით მიმართა.

„ასევე ძალიან ზუსტი იყო პარლამენტის მიერ „მეგობარი აქტის“ საპასუხო განცხადების მიღება. ეს არის ანტიმეგობრული, დეზინფორმატორული აქტი. ასევე, აღსანიშნავია, ალენ ბარსესს განცხადება, რომ საქართველოსთან დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამიტომ ევროპის საბჭოს ორგანიზაციის ამხელა დირექტორი როცა მოუწოდებს თავის კოლეგებს და ევროპელ ლიდერებს, რომ საჭიროა საქართველოსთან ურთიერთობა, ეს ძალიან ყურადსაღებია. თუმცა აქაც გამოჩნდა ჯამბაზი პოლიტიკოსების განცხადება ნაცრადიკალი ოპოზიციიდან, რომ თურმე ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვითომ ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა. აი, ასეთ მდაბიო დონემდე არიან დასულები“, - ამბობს აბაშიძე.

ლევკოთეა კობახიძე ზრდილობიანი ადამიანია და არ ძვრება ყველგან. სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკოსისთვის ზრდილობა რომ ზედმეტი ფუფუნება, ეგ ვიცით.
საჰაკა რომ ყოფილიყო მის ადგილზე, მოირბენდა ყველას. სადაც ორ ადამიანს დაინახავდა, მესამე თვითონ გაჩნდებოდა. სურათებს გადაიღებდა ყველასთან და ნაც-მედიები ააფრიალებდნენ დიდი ტირაჟით.
ნუ, სადაც საჰაკას ენერგია ვერ გასწვდებოდა, სანდრას ჩართავდა. არაა პრობლემა მაგ წყვილისთვის. მიზანი ამართლებს საშუალებას.
1 საათის უკან