„ოცნების“ ელიტამ, ივანიშვილის ჩართვით, შესაძლოა, გადაწყვიტოს პარტიის ხელოვნურად გაყოფა ორ ისეთ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ აგრესიულები არ იქნებიან“

„ოცნების“ ელიტამ, ივანიშვილის ჩართვით, შესაძლოა, გადაწყვიტოს პარტიის ხელოვნურად გაყოფა ორ ისეთ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ აგრესიულები არ იქნებიან“

ბოლო პერიოდში მეტად მომწიფდა მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს. გაჩნდა ვარაუდი, რომ ქართული ოცნება შესაძლოა ხელოვნურად გაიყოს: ერთი ჯგუფი ხელისუფლებას შეინარჩუნებს, ხოლო მეორე - ოპოზიციაში პირველი პოლიტიკური პარტია იქნება. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას - მიიჩნევა, რომ თუკი ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება, ის ქართულ ოცნებას არ დაინდობს. მეორე ნაწილის შეფასებით კი, ოცნების ორ ნაწილად გაყოფის მცდელობა მანამდეც იყო, რამაც რეალურად შედეგი ვერ გამოიღო.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, რადგან საკმაოდ მაღალია შანსი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ახალი ხელისუფლება ძველს ფიზიკურად გაუსწორდეს, ოცნების გაყოფა ლოგიკური და რელევანუტური იქნებოდა:

მე დაახლოებით ორი წელია ვამბობ, რომ უნდა შეიქმნას ახალი პარტია ქართული ოცნებისგან, - ახალი იმ მხრივ, რომ გაიყოს ქართული ოცნება და ჩამოყალიბდეს ორ პარტიად. ოპოზიციის გაჩენის ეს მეთოდი დიდი ხანია არის ქართულ სინამდვილეში. თუ მოხდა ასეთი დაყოფა, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, მეორე ადგილზე მყოფი ჯგუფიც ივანიშვილის იქნება.

ახლა რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ნაციონალური მოძრაობა მოდის ხელისუფლებაში, რომელიც შემდეგ ხეებზე დაკიდებს ქართულ ოცნებას. თუკი მეორე ადგილს დაიკავებს ისეთი ჯგუფი, რომელსაც ასეთი აგრესია არ ექნება მმართველ პარტიასთან, ხელისუფლების ცვლილებები მშვიდად წავა, როგორც დასავლეთის ქვეყნებში ხდება. ახლა რომც მოხდეს ხელისუფლების შეცვლა, აზიური პრინციპით მოხდება, როდესაც ახალი ხელისუფლება ძველს ფიზიკურად უსწორდება, რაც საკმაოდ რეალური შანსია. იმისთვის რომ, ეს შანსი არ მომწიფდეს, ოცნების ელიტამ, ივანიშვილის ჩართვით, შესაძლოა, გადაწყვიტოს პარტიის ხელოვნურად გაყოფა ორ ისეთ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ აგრესიულები არ იქნებიან, - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოცნებას აქამდე ჰქონდა ახალი პარტიის ჩამოყალიბების მცდელობა, რომელიც რეალურად უშედეგოდ დასრულდა და ამ შემთხვევაშიც, მსგავსი ნაბიჯით ივანიშვილი პოლიტიკურად ვერ მოიგებს.

ასეთი მცდელობა ქართულ ოცნებაში იყო, როდესაც ხალხის ძალა გამოეყო ოცნებას, თუმცა, დარჩა ქართულ ოცნებაში. ხალხის ძალა იურიდიულად შესაძლოა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ რეალურად ის არის ქართული ოცნების წარმომადგენელი. როდესაც ნახეს, რომ მათ ხმები სჭირდებოდათ, არჩევნებზე ისინი ერთ გუნდად გამოვიდნენ. იგივეს გამოერებას რა აზრი აქვს?! რას მოუტანს ეს ივანიშვილს?! თუ ივანიშვილი იმას იტყვის, რომ კობახიძემ მას პარტია წაართვა, ვინმე ამას დაიჯერებს?! - ფაქტია, კობახიძე ივანიშვილს პარტიას ვერ წაართმევს. ივანიშვილს როცა დასჭირდება, კობახიძეს გადააყენებს. თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინ სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ და არა ის, რომ კობახიძემ ივანიშვილს პარტია წაართვა, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ირაკლი კობახიძის უნდა ეშინოდეს. პარტიაქართული ოცნებისთავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე არჩევნის შემდეგ, „ლელო-ძლიერი საქართველოსერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ადგილზე, თავისივე გამოზრდილი კობახიძის სერიოზულად შეეშინდებოდა, ვინაიდან კობახიძე საკუთარი თავის ირგვლივ იმყარებს პოზიციებს.

შოკისმომგვრელი სიახლეიყო რომ კობახიძე გახდა თავმჯდომარე. ვინ წარმოიდგენდადემოკრატიისამ მასშტაბს? ამ ერთი ადამიანის ხელშია ძალაუფლება მონოპოლიზებული. ის არის გავლენიანი, მან რეალურად შეცვალა კადრები სათვისოდ, ამით უფრო გაამყარა ინსტიტუციური კონტროლი. საკუთარი თავის ირგვლივ იმყარებს პოზიციებს. ივანიშვილის ადგილზე, სერიოზულად შემეშინდებოდა, მათ შორის თავისივე გამოზრდილი კობახიძის, რომელიც ღიად ასრულებს რუსეთის პოლიტიკურ ნებას. არ გამიკვირდება თუ პირადად არის პასუხისმგებელი რუსეთთან პოლიტიკურ კომუნიკაციაზე“, - თქვა გეგელიამ.

თომა ტოპ-ტვინი ფორმაშია.
5 საათის უკან
კანუდოსელი ნიჭიერო, რუსეთის საქმეს როგორ აკეთებს? იქნებ აგვიხხნა ჩვენ უბირებს. ნეტავ იყოს კომუნიკაცია რუსეთთან და რამე სასიკეთო ხდებოდეს ამ ქვეყანაში ქვეყნის გაერთიანებისთვის.
5 საათის უკან