ახლა მსოფლიოს ყველა კუთხეში სოციალური ქსელების მომხმარებლები იმსჯელობენ იმაზე, რას მალავდა საფრანეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ჟურნალისტებისგან, რომლებიც მოულოდნელად დაადგნენ თავზე. სააგენტო Associated Press-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ფიგურირებენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კიევში გამართული „გადამღლელი“ შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები როდესაც მატარებლით სამშობლოში ბრუნდებოდნენ, მათთვის მოულოდნელად კუპეში ჟურნალისტები ჩართული კამარებით შევიდნენ.
მას შემდეგ, რაც მათთან ჟურნალისტები შედიან, მაკრონი მაგიდიდან თეთრ ხელსახოცისმაგვარს, მერცი კი კოვზისმაგვარ ნივთს მალავენ. კადრების გავრცელების შემდეგ სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ევროპელი ლიდერები ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. ფრანგული მედიასაშუალებების ინფორმაციით, განცხადებები, თითქოს მაკრონს და მერცს მაგიდაზე ნარკოტიკების პაკეტი ედოთ, უსაფუძვლოა. მედია წერს, რომ მაგიდაზე ჩვეულებრივი ხელსახოცი და კონვერტის საჭრელი დანა ან პირადი მოხმარების სხვა ნივთი შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ ფრანგული მედია არ წერს იმაზე, თუკი ხელსახოცი იყო, რატომ დამალა იგი ტექნიკურად მაკრონმა?
„ამ ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ფხიზლად იყავით მანიპულაციებთან“, - აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში და აქვე ორ ფოტოს აქვეყნებენ - პირველზე ასახულია მაგიდაზე დადებული ხელსახოცი განმარტებით: „ეს ხელსახოცი გასაწმენდადაა“. მეორე ფოტოზე - ევროპული ქვეყნების ლიდერების ფოტოზე დატანილია წარწერა: „ეს არის ევროპული ერთიანობა მშვიდობის ხელშესაწყობად“.
ნარკოსკანდალში გახვეული სახელმწიფო ლიდერები ახლა იმას ამტკიცებენ, რომ მაკრონმა ხელსახოცი გადამალა, ხოლო სტარმერმა უბრალო ნივთი. ასეთია ევროპული განმარტება. მსოფლიო პოლიტიკას ყავდა მმართველები, ვინც თავს უფლებას აძლევდა ნარკოტიკები გამოეყენებინა. ხელისუფლებაში მოსვლამდე ნაცისტები ამტკიცებდნენ, რომ ნარკოტიკები ბურჟუაზიული შხამია, რომელიც ხრწნის საზოგადოებას. მე-20 საუკუნის დასაწყისში, გერმანული ბოჰემა აქტიურად მოიხმარდა კოკაინს და მორფს, რომელიც არათუ აკრძალული იყო, არამედ მედიცინაშიც აქტიურად გამოიყენებოდა. ადოლფ ჰიტლერი, მაგალითად, (როგორც ეს მისი სამედიცინო ბარათებიდან ირკვევა) სიცოცხლის ბოლოს თვითონ იყო ნარკომანი.
თავიდან ის მკურნალი ექიმის დაჟინებით იღებდა ფსიქოსტიმულატორ პერვიტინს (იგივე მეტამფეტამინი). მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი აქტიურად დაიწყო კოკაინის მოხმარება, ჯერ ცხვირის ნესტოებით, შემდეგ კი სუფთა ფხვნილზე გადავიდა. ჰიტლერის უახლოესი მოკავშირე, ბენიტო მუსოლინიც, აგრეთვე იღებდა პერვიტინს, რომელიც ფიურერის პირადმა ექიმმა, ტეოდორ მორელიმ დაუნიშნა. მართალია, ჰიტლერის დონემდე არ მისულა, თუმცა ნარკოტიკი მას ყოველდღე ესაჭიროებოდა. ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში, სსრკ-ს გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი, იყენებდა ტრანკვილიზატორებს, მაგრამ ეს უფრო ცხოვრებისეული აუცილებლობით იყო გამოწვეული.
დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი, განთქმული იყო თავისი შრომისუნარიანობით. მას შეეძლო დღეღამეში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაეძინა. ამასთან იგი კონიაკის და სიგარის დიდი მოყვარული იყო. დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრიც, ენტონი იდენი, შთამომავლობით არისტოკრატი, აგრეთვე იყენებდა ფსოქოსტიმულატორებს.
დანარჩენი მსოფლიოს სხვა ქვეყნების მმართველებიც არ ამბობდნენ უარს ნარკოტიკებზე. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თავად ამბობს, რომ მარიხუანის გარდა ცხოვრებაში არანაირი ნარკოტიკი არ გაუსინჯავს. ისიც სტუდენტობის წლებში ჰოლანდიაში გასინჯა, სადაც ეს ლეგალური იყო და არ მოეწონა. მაგრამ რაც შეეხება კადრებს, რომლითაც განებივრებული იყო სოციალური ქსელის მომხმარებლები, აცხადებს, რომ რუსული პროპაგანდის ნაწილია, მათ შორის მახათას მთაზე გადაღებული კადრები, როდესაც სპეციალისტების დაკვირვებით, კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სააკაშვილმა, რომელიც პატრიაქის გვედით იდგა, უბრალოდ, თავი ვერ შეიკავა და სავარძელში ჩაჯდა. ეს საკმაოდ მძიმე კადრები, რომელმაც მსოფლიო მოიარა, სააკაშვილმა იმით ახსნა, რომ უბრალოდ ცუდად გრძნობდა თავს.
სხვათა შორის უკრაინელმა ბლოგერმა მიროსლავ ოლეშკომ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც, მისი აზრით, უკრაინაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავზე დაკავებული სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და ამას მისი უცნაური ქცევით ხსნიდა, რაც ახასიათებს კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს. ასევე, თუ გავიხსენებთ უკვე სააკაშვილის საქართველოში დაკავების კადრებს, ისევ სპეციალისტების განმარტებით, არაჟნის კონტეინერიდან ამოსული სააკაშვილი დაკავების მომენტში ალკოჰოლთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ იყო.
რაც შეეხება მატარებელში გამოჭერილ სამეულს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ პოლიტიკოსების დეგრადაცია ევროპაში არ არის ახალი ამბავი და საკუთარი მოსახლეობის მხრიდან მათ მიმართ ნდობაც შესაბამისია.
„იშვიათია ევროპაში პოლიტიკოსი, რომლის რეიტინგი 20%-ს აღემატება ანუ 80%-ს ის კონკრეტული ფიგურა არ მოსწონს. მატარებლის სცენა „გვირგვინია“ მათ რეპუტაციაზე. ამ ხალხს ბირთვული იარაღი, დიდი ფული, სამხედრო და ჯანდაცვის საქმეები აბარია, რომ არაფერი ვთქვათ სხვა სახელმწიფო და საერთაშორისო თემებზე. დღეიდან ამ პერსონების ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება განსჯის საგანი. აუცილებლად დაისმება კითხვა: კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მიიღეს გადაწყვეტილება თუ „ლომკაში“. ამდენად, ეს სამი პერსონაჟი უნდა გადადგეს, რადგან მათი გადაწყვეტილებები და განცხადებები სრულად გაუფასურდა“, - წერს ირაკლი გოგავა.
ევროპელი ლიდერების შესახებ გავრცელებულ კადრებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, თუმცა მალევე ქართველმა „ფაქჩერებმა“ პოსტი იმ მოტივით წაშალეს, რომ თურმე ინფორმაცია სიყალბეა. ანუ, მათი მტკიცებით სიყალბეა ის ვიდეოკადრები, რომელმაც მსოფლიო მოიარა და ამ დრომდე მისი გავრცელება შეზღუდული არ არის.
„არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო მაკრონის, ზელენსკის, მერცისა და სტარმერის ეპიზოდს. რა ამბავი ატყდა? ხალხი სტრესის ქვეშ იყო რუსული დაბომბვების მოლოდინში და რა გასაკვირია, რომ კოკაინი ეყნოსათ? აი, პუტინს რომ შეეყნოსა მედვედევთან ერთად, ეგ სულ სხვა იქნებოდა - აგრესორია და იმიტომ! გასაგებია? რუსეთთან ბრძოლა ყველაფერს ხსნის, იმასაც, თუ როგორ გარდააჭდეს ყელი ყელსა მაკრონმა და ზელენსკიმ. ეს ყველაფერი სტრესის მოსახსნელად ხდება. და საერთოდ! დემოკრატიული სამყაროს ლიდერი რომ ასე გადაეფსკვნება შენს ლიდერს, ამაზე მეტი ბედნიერება რა გინდა? სულ რომ ბომბები გაცვიოდეს თავზე, რა ბედენაა? ასე გადაეხვევა მაკრონი ყაველაშვილს? მეტი არაა ჩემი მტერი! ევროპა მოგვტაცეს ხალხო! რუსეთთან მებრძოლი თუა, დაე იყოს ნარკომანი, ლქბტქ+ ქმარი ცოლად ყავდეს, კონჩიტას სცემდეს თაყვანს, საერთოდ, მიშისტი იყოს და აქუბარდიას სტუდიაში იჯდეს - ყველაფერი გამართლებულია. აქუბარდიაზე გამახსენდა - იუნესკომ მისი სტუდია მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა და საქართველოს მთავრობას მისი კონსერვაცია მოსთხოვა რესპოდენტებთან ერთად.
ასეთივე წარმატებას მიაღწია დამოუკიდებელი საქართველოს თანმდევმა ხმამ, მარადმყვირალმა ინგამ - ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ და ხმამაღლა მყვირალ ჟურნალისტად ცნეს და მალე პრიზი - ოქროს ყრონტი გადაეცემა. უდიდესი სტრატეგიული ნიჭით კვლავ გაიბრწყინა თავდგირიძემ - მან განჭვრიტა, რომ თურქეთი სამხრეთიდან და უკრაინა ჩრდილოეთიდან დაარტყამს რუსეთს, შემოიჭრებიან საქართველოში და ჭორვილას ციხეს შემოადგებიან, სადაც ის და ბარბაქაძე შეუერთდებიან მყარფეხა ლეგიტიმაციასთან ერთად, რომელიც იქ უკვე სანგრებს თხრის თავის ანალისტებთან ერთად.
ამ ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ 9 მაისს ევროპის დღის მილოცვა უაღრესად შორსმჭვრეტელურ ნაბიჯად მოსჩანს - მართალია, ხალხმა ვერ გაუგო, მაგრამ არა უშავს - მოვა დრო და გაიგებენ. აქვე უნდა ითქვას, „მეგობარი აქტის“ გამო მადლიერების გამოსახატავად შექმნილი წერილები მართლაც შედევრალურია. რაღა ესენი და ნესტან-დარეჯანის წერილი საყვარლისა თანა მიწერილი. გულჩათუთქულნი ელიან ახალ ავთანდილს, ტარიელსა და ფრიდონს რუსულ ქაჯეთის ციხეში გამომწყვდეულნი. არა უშავს! მალე მოვლენ ტარიელ ზელენსკი, ავთანდილ-მაკრონი და ფრიდონ სტარმერი, დალეწავენ მაგ რუსულ ქაჯეთის ციხეს და გამოიხსნიან ნესტან ევროპას! ევროპამ სძლია რუსეთსა, არსება მისი გრძელია!“, - წერს სოსო მანჯავიძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ ამ კადრებმა დაადასტურა ჭეშმარიტება იმისა, რომ ეს სამეული არამც და არამც არ დგას შორს ნარკოტიკებისგან. მისი თქმით, დიდი კვლევა-ძიება არ სჭირდება იმას, რომ მმართველო წრეები ამ ფაქტს არ გამოიძიებენ გარკვეულ ეტაპამდე. მაგრამ გარკვეული ეტაპის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანები არიან ნარკოდამოკიდებულები.
„დიდად არ ვერკვევი ამ ნარკოტიკებში, მაგრამ რას მალავდა ბატონი მაკრონი? როგორ ოსტატურად მოახერხა, რომ კამერების შემოსვლისთანავე მაგიდიდან აეღო თეთრ ქსოვილში გახვეული ნივთიარება და ჩაიედო ჯიბეში. ჯერ სტარმერს დაადო ხელი, მერე აიღო ფაქტი და ჯიბეში ჩაიდო. იგივე კადრებში ჩანს, გერმანიის კანცლერი მერცი მალავას პატარა კოვზს, როგორც ამბობენ ეს არის გამზადებული ნარკოტიკი, რომ შემდეგ შეიყნოსონ. ალბათ, კარგად მოიხმარეს „გმირ“ ზელენსკისთან ერთად, რომელიც როგორც მისი ქცვევა და ასევე მისივე გარემოცვიდან ვრცელდება ინფორმაცია, არის ნარკოტიკების ყოველდღიური მომხმარებელი.
ველოდები ერთ რამესაც - ალბათ, იტყვიან, რომ ეს ნივთირებები მათ პუტინმა ჩაუდო, რომ ჩუმად შეიტანეს და დაუდეს მაგიდაზე ერთს კოვზი და მეორეს ნარკოტიკული ნივთიერება. ასეთ ლიდერების დონეზეა დღეს მსოფლიო დასული. ამ ოდიოზური ფიგურების ხელშია მსოფლიო, რომლებიც ცდილობენ კაიფში მყოფი მართონ არა მარტო თავიანთი ქვეყანა, არამედ დანარჩენი მსოფლიოს გარკვეული ქვეყნები. ხელისუფლების მართვაში მოვიდნენ ამ ტიპის ე.წ. ლიდერები, რომლებიც თუ დროზე არ ალაგმა საკუთარმა ხალხმა, ვშიშობ, რომ ესენი კაცობრიობას დასასრულამდე მიიყვანენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.
უფლებადამცველი, ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ აღნიშნული კადრები ავთენტურია და გადაღებულია სპეციალურ მატარებელში, რომლითაც ევროპელი ლიდერები კიევში მიემგზავრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად.
„როდესაც ვიდეოს კადრი იწყება, მაგიდაზე ჩანს ოთხი ცალი წყლის ჭიქა: ერთი მარცხენა მხარეს, ლურჯ საქაღალდესთან ახლოს. მეორე - პირდაპირ მაგიდის შუაში, სავარაუდოდ, ემანუელ მაკრონის წინ. მესამე - მაკრონის მარჯვნივ მდგომი ადამიანის წინ. მეოთხე - მარჯვენა მხარეს, მაგიდის კიდესთან ახლოს. შთაბეჭდილება რჩება, რომ სტარმერისა და მერცის სავიზიტო კუპეშე შესვლამდე მაკრონი მართავდა სხვა შეხვედრასაც და მისი დასრულების შემდეგ მალევე მოუწია ახალი სტუმრების მიღება ისე, რომ საქაღალდეები და ჭიქები უწესრიგოდ იყო მიმოფანტული მაგიდაზე.
აშკარად ჩანდა თეთრი საგანი მცირე ზომის შეკვრის სახით უშუალოდ მაკრონის სიახლოვეს და წვრილი, თავიანი მეტალის წკირი, რომელიც ძლიერ წააგავდა საშუალებას, რომლითაც შესუნთქვამდე კოკაინი მიაქვთ უშუალოდ ცხვირის ნესტოსთან. ნებისმიერს დარჩებოდა და დარჩება შთაბეჭდილება, რომ მასპინძელს გამორჩა მაგიდიდან მოეშორებინა „ფაქტები“, ხოლო დანახვისთანავე მაკრონის რეაქცია იყო შესაშურად სწრაფი, მაგრამ ჩართული კამერის წინ აშკარად გამოიკვეთა ის უხერხულბა, რომელიც მან განიცადა აღნიშნული „ფაქტის მოტეხვით“ მარჯვენა ხელიდან მარცხენაში და მისი შარვლის უკანა ჯიბეში ჩადების ჩათვლით ცხადყოფდა, რომ მაკრონს ჰქონდა მნიშვნელოვანი რამ დასამალი“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, ამ ვერსიას ისიც აძლიერებს, რომ მსგავსი კონსპირაციულობით გადამალა თავაკიანი წკირი მერცმაც, რომელმაც წკირს იდაყვი გადააფარა და ამ გზით დაეუფლა.
„ყოველივე ზემოაღნიშნული აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ევროპის ლიდერები არ ერიდებიან ფსიქოსტიმულატორების მოხმარებას „შრომისნაყოფიერების“ ასამაღლებლად და თუ ეს ასე არ არის, მაშინ სად არის იმუნო- ფერმენტული, ქრომატოფრაფიული ექსპერტიზა, რომელიც ასპროცენტიანი სიზუსტით იტყოდა, მაკრონს, მერცსა და სტარმერს ჰქონდათ თუ არა მოხმარებული ფსიქოაქტიური ნივთიერება კოკაინი. სწორედ ამ ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი იქნება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ კუპეში მომხდარი შემთხვევა სწორედ კოკაინის უკანონო მოხმარებას უკავშირდება ევროპის ლიდერების მხრიდან, რომლებსაც ამჟამად 700 მლნ ადამიანის ბედი აბარიათ და ადვილი წარმოსადგენია თუ რა პასუხისმგებლობის ქვეშაც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.