გახრწნილების პიკი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ქართულ თეატრთან და მით უმეტეს თანამედროვეობასთან. სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო. გავრცელებული აუდიომასალა წუთი და 6 წამია. პარალელურად, გავრცელდა კიდევ ერთი მასალა, ვიდეოჩანაწერის სახით, რომლის შინაარსის ძალიან მძიმეა. „სამეფო უბნის თეატრის“ აფიშის მიხედვით, ნატუკა კახიძის, მაგდა ლებანიძის, სანდრო სამხარაძისა და გაგა შიშინაშვილის მონაწილეობით დადგმა 140-წუთიანია.
თავაძე და ამ საშინელი სპექტაკლის „გმირები“ მედიასთან არ გამოჩენილან, მაგრამ ამ უზნეობას, რა თქმა უნდა, გამოუჩნდნენ მხარდამჭერები და საზოგადოების აღშფოთება „ჯაყოს ხიზნების“ ეკრანიზაციის შემდეგ გამოწვეულ აღშფოთებას შეადარეს. თუმცა, ფაქტია, რომ თავაძის „ლიბერტე“-ს არაფერი აქვს საერთო „ჯაყოს ხიზნებთან“. ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს კულტურის სამინისტროც. მსახიობი კახა მიქიაშვილი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გასცდე.
„შეგნებულად არ ვაზიარებ ვიდეოს, განსაკუთრებით მხოლოდ ხმა სადაც ისმის და ტექსტი, რომლის ბოლომდე მოსმენაც კი წარმოუდგენელია! მე ძალიან ცოდვილი ვარ და არაფრით მათზე მეტი არ ვარ, არაფრით! არც სიწმინდით, არც ნიჭით! მაგრამ არის რაღაცები, რაც ცდება კოლეგიალობას, მეგობრობას, პროფესიას და არის საკითხები, სადაც არსებობს ელემენტარული ზღვარი!
არც სიშიშვლე უკვირს ვინმეს 21-ე საუკუნეში და არც სითამამე, უამრავი სპექტაკლი გვინახავს ან გაგვიგია, სადაც სიშიშვლეა და არავის არ ჰქონია მძაფრი რეაქცია და გახდაში არ არის საქმე და პრობლემა, მაგრამ ვიმეორებ, არის თემები, რაც უზნეობაა!!! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია არც თეატრზე და არაფერზე და დე, ვიყო ესე! ვისაც ამ შინაარსში რამე არ მოგწონთ, კოლეგებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეგიძლიათ წამშალოთ!“, - წერს კახა მიქიაშვილი.
დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის შინაარსს ატარებს, მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა.
„ამაზრზენია ეს ყველაფერი, რაც ვიხილეთ. საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებებს, რეალურად რა ჯგუფები მოქმედებენ დღეს ეროვნულობის, ღირსების, თავისუფლების, ქვეყნისა და ეკლესიის სიყვარულის სახელით. არ დაგვავიწყდეს, რომ დღესასწაულებზე გალობენ ქაშუეთის ეზოში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
სპექტაკლის აუდიონაწყვეტი არ უნახავს თეატრის მხატვარს შოთა გლურჯიძეს, რომლის განცხადებით, როდესაც ვინმე რელიგიურ გრძნობებს შურაცხყოფს, ეს არაა თავისუფლება და თვითონ უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს. მისი თქმით, ახლა ყველაზე საუკეთესო გზაა შეინანოს.
„ღმერთმა უშველოს. ძალიან მძიმე ცოდვაა. თუ ღვთის გმობაა - მით უმეტეს. არ ვიცი, არ მინახავს. ასეთი ნიმუშები გვინახია, არის ესეთი რაღაცები ეროტიული და პორნოგრაფიული, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ამას. რაც შეეხება იმას, რამდენად ვრცელდება დღეს თეატრში ლგბტ პროპაგანდა - მთავარია, რომ სახელმწიფო არ უნდა მონაწილეობდეს ამაში. მე, რამდენადაც ვიცი, კერძო თეატრია და რაღაცა ფონდები აფინანსებენ. მაგრამ სახელმწიფომ კანონი მიიღო მაგ პროპაგანდის აკრძალვაზე და, რა თქმა უნდა, არ უნდა დააფინანსოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შოთა გლურჯიძე.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ელოდება საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, მათ შორის ელის კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის განცხადებას და ამის შემდეგ იწყებენ ქუჩის აქციის ორგანიზებას, რომ პროტესტი მისწვდეს ყველას.
„ბოროტი სოციალური ექსპერიმენტები გარკვეული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ჰყავს თავისი აღმასრულებელი ადეპტები! ასე მაგალითად, სამხატვრო აკადამიიის „აკადემიური პერფორმანსი“ სამხატვრო აკადემიის რექტორ გია ბუღაძის ინსპირაციით, როდესაც რამოდენიმე სტუდენტი ერთმანეთთან პირისპირ მჯდომი ხევს სახარებიდან ფურცლებს, აფურთხებს ერთმანეთს და ღიად გმობს ღმერთს, ილიაუნის რექტორის, გიგი თევზაძის უშუალო ხელშეწყობით ერეკლე დეისაძე ახდენს საკრალური დიდი ხუთშაბათის საიდუმლო სერობის წმიდა დღის გმობას. ან კიდევ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დირბის ხატის საჯარო შეურაცხყოფა (თვითმკვლელის შეურაცხყმყოფელი სახელდებით) ! - ეს ყოველივე ჩვენ გავატარეთ და მიუხედავად გარკვეული პროტესტის გამოხატულებისა, ყველა ზემოთ ნახსენები ბოროტმოქმედი დაუსჯელი დავტოვეთ! ამიტომაც მივიღეთ კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ღვთის გმობის აქტი, რომელიც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ, ჩვენი დუმილით თანამონაწილენი გაგვხადონ ამ ენით გამოუთქმელი შემზარავი დანაშაულისა და ამ გზთთ შევიქნათ ღვთის მოღალატენი! საჭიროა ქმედითი ნაბიჯები.
რაც შეეხება „ჯაყოს ხიზნების“ 70-იან წლებში სატელევიზიო ინსცენირების აქტის შედარებას ნაც-ლიბერასტების მხრიდან და სოციალური შოკის ეფექტის გაიგივებას „სამეფო უბნის თეატრის“ ყოვლადმკრეხელურ ღვთისმგმობ თეატრალიზირებულ აქტთან, ეს არის სატანური პოლიტიკური სექტის უსუსური მცდელობა, ისრები სხვაგან გადაიტანოს და ხალხის რისხვა გაანეიტრალოს, სხვა დატვირთვა ამ შედარებას ვერ ექნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ექიმი გია ნიშნიანიძე მიმართავს ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ მიიღონ კანონი მსგავსი სიბინძურის აკრძალვის. „ახლა ვუყურე და ვუსმინე ვიღაც ნაძირალა არსების, გვარად თავაძე - ვაისპექტაკლს. გული დამწყვიტა იმ ფაქტმა, როცა შევიტყვე თუ ვინ არიან მისი წინაპრები, რომლებიც ახლა საფლავში ტრიალებენ და სირცხვილისაგან უფსკრულში იმალებიან. ესაა თავისუფლება?! ესაა დეემოკრატია?!
არა ბატონებო! ეს აბსოლუტური მარაზმია, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაიგმოს, აღიკვეთოს და მივიღოთ კანონი მსგავსი სიბინძურის აკრძალვისა. რასაკვირველია, მე არ ვქადაგებ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებას, მაგრამ ეს არც სიტყვაა და არც თავისუფლება. ხელისუფალნო და საერთოდ ხალხო და ჯამაათნო, დადგა დრო, ხმა ამოვიღოთ თორემ მერე გვიან იქნება და სანანებლად გაგვიხდება“, - წერს გია ნიშნიანიძე.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ 17 მაისს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოში და დაგმონ ის გარყვნილება, რომელსაც ეს გახრწნილი სექტა აკეთებს საქართველოში.
„ეს არის მიფურთხება მისი დიდი წინაპრებისა. როგორც ვიცით, ეს სუბიექტი, ეს უმგვანო არსება არის დიდი კოტე მახარაძის და მედეა ჩახავას შთამომავალი. ამიტომ, თუ შეურაცხყოფა მიაყენა, მიაყენა უპირველესად მის ღირსეულ წინაპრებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული კულტურის ისტორიაში. ეს ვიღაცა თავაძე არის შეუმდგარი ხელოვანი. ესენი ხელოვანები არ არიან, ესენი არიან პორნოხელოვანები, რომლებიც წავიდნენ და თან წაიყვანონ სუბელიანი, თაბაგარი და მისი ამფსონები, შემოღობონ ტერიტორია და ააშენონ პორნო თეატრი, გაუკეთებს ხაზარაძე, ჩაურიცხავს ფულს და შეაჯდნენ ერთმანეთს.
ის, რაც გავრცელდა, ეს არის საზიზღრობა, ქრისტიანობის შეურაცხყოფა, ადამიანების შეურაცხყოფა და მთელი ქართული კულტურის აბსოლუტურად იავარქმნის მცდელობა, მაგრამ ესენი ქართულ კულტურას ვერაფერს დააკლებენ. აი, ვის უნდა ხელისუფლებაში მოსვლა! აი, ვინ არის მომხრე ე.წ. პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ! აი, ვინ უტევდა ჩვენს ქართულ პოლიციას და ვინ წვავდა მათ ცოცხლად! აი, ვინ დგას ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გვარამიას, მელიას და ასეთ გახრწნილ, გათახსირებულთა გვერდით. თუმცა, არ მიკვირს ესენი ზურაბიშვილს მხარს რომ უჭერენ, ვინაიდან მან ჩაიდინა უდიდესი მკრეხელობა, როდესაც საკუთარი შვილის ნათლიასთან გაიყო სარეცელი, ამაზრზენი, საშინელი და სამარცხვინოა ეს ყველაფერი! ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ 17 მაისს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოში და უნდა დაგმონ ეს მამაძაღლობა, რომელსაც ეს გახრწნილი სექტა აკეთებს საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.