რუსმა პრანკერებმა ამჟამად ჰელსინკის წარმომადგენლისგან ჩაიბარეს „აღსარება“ - საქართველოს ისევ მაიდნისთვის ამზადებენ

რუსმა პრანკერებმა ამჟამად ჰელსინკის წარმომადგენლისგან ჩაიბარეს „აღსარება“ - საქართველოს ისევ მაიდნისთვის ამზადებენ

რუსმა პრანკერებმა ამჟამად ჰელსინკის წარმომადგენლისგან ჩაიბარეს „აღსარება“ - საქართველოს ისევ მაიდნისთვის ამზადებენ  

თამთა ქარჩავა

რუსი პრანკერების მახეში ამჯერად ჰესლინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი პოლ მასარო მოხვდა. რუსი პრანკერები მას 2015-2019 წლებში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კონსტანტინ ელისეევის სახელით დაუკავშირდნენ. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველო. პოლ მასარო ფიქრობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია მაიდანი მოხდეს.

„მაიდანი შესაძლოა, მოხდეს. ჩვენ ძალიან ვაწვებით და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქციები იმართება. ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ ამაზე. ვფიქრობ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ. დამიჯერეთ, ჩვენ უზარმაზარ სამუშაოს ვატარებთ საქართველოსთან მიმართებაში... ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კონგრესში ძლიერ კანონპროექტს მივიღებთ. მადლობა ღმერთს, რომ ელჩი ზურაბიშვილს შეხვდა. მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერში ცუდი იყო. ძალიან არ მინდა ვფიქრობდე, რომ ამერიკაში ჩვენ ცუდიდან უარესისკენ მივდივართ“, - თქვა პოლ მასარომ.

სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის შემდეგ, ეს უკვე რიგით მეორე საჯარო აღიარებაა იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება. თბილისის მერის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რევოლუციური პროცესები იმართებოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ადამიანები მოეყვანათ.

„ის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდებოდა ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, არ იფიქროთ, რომ ხორციელდება ადგილობრივების, ე.წ. ქართული ოპოზიციის ხედვებით, ან მათ აქვთ რაიმე მოფიქრებული, რა ნაბიჯები უნდა გადადგან. ყველაფერი იმართება უცხოეთიდან, უცხოელების კარნახით. ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობები.

ყველაფერი შემოდიოდა უცხოეთიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოეყვანათ მათთვის სასურველი ადამიანები, აგენტურა, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი და თვალდახუჭული შეასრულებენ. ეს არის მარტივი მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს, გარედან არ მიეცეთ იმის შესაძლებლობა, ქვეყანაში რაიმე დაძაბულობა შემოიტანონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის პოლიტიკის მრჩეველი საქართველოში მაიდნის სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მერი პასუხობს, რომ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს.

„ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს დაწყებული საუბარი ამაზე. თავიდან შეიძლება, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, თუმცა ეს ყველამ დაინახა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თავად ისაუბრა ამაზე და გამოაქვეყნეს მთელი რიგი დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ეს კონკრეტული ორგანიზაციები - USAID, NED პირდაპირ ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების დამხობაში, სახელმწიფო გადატრიალებაში. ამაში ხარჯავდნენ ფულს. საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერი ის, რაც ხდებოდა, ორგანიზებული იყო და არავინ იფიქროს, რომ შემთხვევით ხდებოდა. რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის.

თუნდაც 2020 წლის არჩევნები გავიხსენოთ. ყველამ ვიცით, ის პარალელური დათვლები ვისი დაფინანსებული იყო. საზოგადოება რომ მოატყუეს, თითქოს აცდენილი იყო, არადა რეალურად ერთი ერთში იყო ცესკო-ს მიერ მიღებული მონაცემები და მათი პარალელური დათვლების შედეგი. ასეთი რაღაცები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება და სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერს დასავლეთის აგრესიული ნაწილი, მაედანის განხორციელების შანსი ნაკლებად აქვს. მისი თქმით, მათ არც სახალხო მხარდაჭერა აქვთ და არც აქციებს არ აქვს ძალოვანი შემადგენელი, რომ გამოიწვიოს რევოლუციური პროცესები.

„მაედანი გარკვეული ეტეპებისგან შედგება და მაედნის მოწყობის მცედლობა ვნახეთ ოთხჯერ. თუმცა, ახლა ოპოზიცია მთლიანად დისკრედიტირებულია და ხელისუფლება თუ იქნება თავის სიმაღლეზე, არ მოხდა პროვოცირება გარკვეული შიდა განხეთქილების, მაედნის შესაძლებლობა გარე ძალებს არ აქვთ. თუმცა, გარედან ზემოქმედების ინსტუმენტები არსებობს. ეს ინსტუმენტები მოგეხსენებათ არის იგივე, მაგალითად, უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც სერიოზული ინსტრუმენტია და ის, რასაც მიეჩვია ხალხი. ევროპასთან ურთიერთობა კომფორტულია უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და საერთოდ, ევროპას თავისი კულტურული და სპორტული მიზიდულობა აქვს, ეს არსებოს და სწორედ ამის გამოყენებას ცდილობენ თავის ინსტრუმენტად ეს პოლიტიკური მარგინალები, რომლებიც მოექცნენ ევროკავშირის სათავეში. სახეზე გვაქვს ევროპული ელიტის დეგრადაცია, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაციის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

უფლებადამცველის, პოლიტიკოსის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, აშშ კონგრესის ჰელსინკის კომიტეტი, ნაცვლად ადამიანის უფლებებზე გასაკეთებელი აქცენტებისა, მთლიანად გადმოერთო საქართველოში რევოლუციური პრიცესების გასაღვივებლად და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოლექტიური ნაცების ლობისტი კურატორი კონგრესში ჯო უილსონიც ჰელსინკის კომიტეტის წევრია, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ სერიოზულ სკანდალში გაეხვა რუს პრანკერებთან.

„ვოვანთან და ლექსუსთან (პეტრო პოროშენკოს სახელით ჩაერთვნენ) ვიდეო სატელეფონო დიალოგში დასმულ კითხვაზე, შეეძლო თუ არა მხარი დაეჭირა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების ფორმირებისთვის საქართველოში, განაცხადა, რომ ასეთ საკითხზე უმჯობესი იყო ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარესთან გაევლოთ კონსულტაცია!

ცხადი ხდება, რომ ჰელსინკის კომიტეტის უფროსი მრჩევლის პოზიცია არამც თუ მოკლებული არ არის რეალობას, არამედ პირდაპურ გამომდინარეობს ჯო უილსონის განთქმიდან და საკმარისზე მეტ საფუძველს ქმნის ქართული ძალოვნების მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის, ხოლო ჩვენი საგარეო უწყებისთვის კი პირდაპირ ვალდებულებას წარმოშობს დღევანდელი აშშ ს ელჩისთვის აგრიმანის გადასახედად, მის მოსაწვევად და ნოტას გადასაცემად ამავე დროს!“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ, ალბათ, მორიგ მაედანს შემოგვთავაზებენ, მაგრამ შანსი არ აქვთ.

„ამ სახელმწიფოს და ამ ხელისუფლებას არც ერთხელ არ უთქვამს ის, რომ ახლა ხალხო დავისვენოთ, მოვდუნდეთ, ბრძოლა „დიფ-სთეითთან“ და მათ ადგილობრივ ლაქიებთან და მარიონეტებთან დასრულებულია, დავკავდეთ მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო ინიციატივებით, მივხედოთ სტაბილურობას და გვიყვარდეს ერთმანეთიო. მგონია, რომ ასეთი გზავნილები ხელისუფლების მხრიდან არ გაგვიგია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ ყველაფრისთვის მზად არის და იმედია, რომ ახალი გადაადგილება ძალოვან სტრუქტურებში, ახალი სისხლი ჩვენს სპეცსამსახურებში მოგვცემს კიდევ უფრო მეტ იმედებს იმისა, რომ ეს სახელმწიფო, ეს ხელისუფლება და მისი ამომრჩევლების უმეტესობა, უსაფრთხოების კუთხით, საიმედო ხელშია. ამიტომ, მათ შეუძლიათ შეეცადონ, ჩვენ ვალდებულები ვართ აღვკვეთოთ. აი, ამ პინგ-პონგს თუ ფეხებურთს ვთამაშობთ. ჯერჯერობით 41-ით 0-ს იგებს ხელისუფლება და ვნახოთ, ისინი რა ახალ ილეთებს შემოგვთავაზებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის შეფასებით, ახალი არაფერია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის პოლიტიკის მრჩეველი პოლ მასაროს განცხადებაში, რომ ისინი საქართველოში მაიდნის მოწყობას ცდილობენ. მისი თქმით, ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ამბობდა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიზნით მაიდნის მოწყობა იგეგმებოდა, რადგან პოლიტიკურად გაკოტრებულ ოპოზიციას, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის რესურსი და ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს.

„პოლ მასარომ, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რაც ქართული საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, კერძოდ ამერიკული ფონდები (usaid და ned) აქტიურად ერეოდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში და რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს ახალისებდნენ, რაც კანონდარღვევა არის. არავის აქვს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარების და რევოლუციის ხელშეწყობის უფლება! რაც შეეხება, აქვს თუ არა ოპოზიციას მაიდნის მოწყობის რესურსი, რა თქმა უნდა - არა! აღნიშნული კუთხით რაიმე ხელშესახებ სიახლეს არ ველოდებოდი, ოპოზიციას რევოლუციის რესურსი არ აქვს! ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს!“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძემ.

Gami ამ ბეხრეკი უილსონის ცუმბუშას ნა....კი არ გაიშვას. foz. ge- ის -- გაანებეთ ამ "პრიმაკოვისტი" ლორთქიფანიძის გაპიარებას თავი. ეგ გადობრუნებული ძაბირაძეა.
16 საათის უკან
კანუდოსელი ლექსუსი და ვოვანი კარგად დატრენინგებული, ეფესბეს აგენტები არიან და ზუსტად იციან სად დარეკონ. ელჩის დაბარებას რაც შეეხება, ამას ვინ გაბედავს, კ..ნა ოცნება?!
16 საათის უკან