„არც არასოდეს მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ეს ოლიმპიადისთვის არ იყო გაკეთებული. ოლიმპიადა იყო მხოლოდ საბაბი. ერთ-ერთი მტკივნეული წერტილი ჩვენთვის არის ეს ოკუპირებული ტერიტორიები. თავისთავად ცხადია, რომ იქნება პროვოკაციები. აუციელებელია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა, მაქსიმალური ჩართულობა, მაქსიმალური აქტივობა და მაქსიმალურად გაშლა დიპლომატიური ფრონტის“, - აცხადებს გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის თავმჯდომარე, თენგიზ ფხალაძე.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკარაინაში, რომელიც ავტომატურად შეიძლება აისახოს საქართველოზეც, ამ საკითხებზე for.ge. თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგზე მოლაპარაკეკები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დასრულდება. საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლომდე ჩვენ გველედება ძალიან რთული პროცესები. როგორ ფიქრობთ, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით რა სირთულეები ელოდება ქვეყანას?
თენგიზ ფხალაძე: ყველაზე მთავარი არის უსაფრთხოების გარემო და ვითარება მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ეს არის, როგორც სამხრეთ კავკასია, ასევე უკრაინაც. იგივე პროცესები განვითარდება მოლოდოვაშიც. ყველაფერი მაინც, რუსეთისკენ მიდის. ფაქტია, რუსეთი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ კლანჭებიდან არ გაექცეს სახელმწიფოები, რომლებიც ფაქტიურად უკვე გასული არიან მისი ზეგავლენის ზონიდან. ამიტომ, როგორც წესი, ინტერვენციის ფინალური აგონია ყოველთვის საშიშია, ხოლმე. სწორედ, ამ ფინალური აგონიის ეტაპზეა ახლა რუსეთი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში.
დღეს მსოფლიო ყურადღება მიმართულია ყირიმისკენ. ამ ფონზე რამდენად შესაძლებელია, პარალელურ რეჟიმში, რუსეთის მხრიდან, საქართველოშიც დაიწყოს პროვოკაციები? ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე რუსეთმა დაიწო მავთულხლართების გაბმის პროცესი...
- გამიკვიდრება კიდევაც, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით არაფერი გააკეთოს. ის, რომ დღეს ყურადღება ყირიმისკენაა მიმართული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან არაფერი არ ხდება. შევხედოთ რუსეთის პოლიტიკას - ზეწოლა არ ხორციელდება საქართველოზე? - ფაქტია, რომ ხორციელდება - მავთულხლართები სხვა არაფერიათუ არა ზეწოლა. შევხედოთ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს მოლდოვაში, სადაც ასევე ხორციელდება ზეწოლა. გეთანხმებით, რომ ყირიმი არის მოვლენების ძირითადი ეპიცენტრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები დასვენებული არიან. მათ შორის ისინი ვისზედაც რუსეთი ლაპარაკობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ - სომხეთზე ძალიან სერიოზული პრესი მიდის.
რაც შეეხება ზეწოლის ბერკეტებს, ვიცით ეს ბერკეტები და ყველას გვაქვს ნანახი. ვერ ვიტყვი, რომ ეს ბერკეტები დღევანდელ დღეს არ იქნება გამოყენებული. გამოყენებული იქნება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გვინახია მოყოლებული 1991 წლიდან დღემდე. გამომდინარე იქედან, რომ არც თუ ისე ცუდად ვიცი იმ სახელმწიფოს მოქმედების სტილი, იქნება მცდელობა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სცადოს შემოტევა, სადღაც აღმოაჩინოს ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი - საზოგადოებაში, პოლიტიკურ ძალებში, მოთმინებაში, სტრატეგიაში და ა.შ. და სადაც აღმოაჩენს სუსტ წერტილს, ყველაზე მეტად იქ დაგვარტყამს. ამიტომ უნდა ვიყოთ ერთიანი და მტკიცე.
ამ ვითარებაში, ალბათ, უნდა გვქონდეს ევროკავშირის დახმარების იმედი, რომ აგვაცილოს ის საფრთხეები, რომლის წინაშეც დღეს აღმოჩნდა უკრაინა...
- უკრაინა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, კრიზისულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო და როგორ არ უნდა მოიქცეს. რაღაც-რაღაცა შეცდომები პირველ ეტაპზე უკრაინამ დაუშვა, მაგრამ დროზე გამოასწორა. ჩვენ ვხედავთ რაც ხდება ყირიმში, რუსები მიდიან ყველაფერზე, რომ რამენაირად გამოიწვიონ თუნდაც ერთი გასროლა, თუნდაც ერთი ინცინდენტი. ანალოგია გადამაქვს იმ მავთულხლართებზე და იმ საშინელებაზე, რაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. არ შეიძლება ახლა საბაბის მიცემა რუსებისათვის.
იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდით დაგვიდგეს, საჭიროა, საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად იყოს ჩართული ყველა იმ სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ ნაბიჯში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არა მხოლოდ ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, არამედ იგივე, რუსეთთან მოლაპარაკების და სხვადასხვა აქტივობის კუთხით. მუდმივად უნდა ვიყოთ კომუნიკაციაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. როდესაც ასეთი თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს რუსეთის აგრესიული ქმედებებისა ყირიმში, ვიფიქროთ იმაზე, რომ მსგავსი კერები გამოვავლინოთ მანამდე, სანამ აფეთქდება. სიტუაციიდან გამოსავალი კი არ მოვძებნოთ, არამედ პრევენციის მექანიზმი მოვძებნოთ.
11 კმ-ანი ზოლი გახდება თუ არა ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა? საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ მიმართულებით უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციას.
- არც არასოდეს მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ეს ოლიმპადისთვის არ იყო გაკეთებული. ოლიმპიადა იყო მხოლოდ საბაბი. ერთ-ერთი მტკივნეული წერტილი ჩვენთვის არის ეს ოკუპირებული ტერიტორიები. თავისთავად ცხადია, რომ იქნება პროვოკაციები და ამიტომაც ვამბობ, რომ აუციელებია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა, მაქსიმალური ჩართულობა, მაქსიმალური აქტივობა და მაქსიმალურად გაშლა დიპლომატიური ფრონტის.
რატომ ხდება დღეს უკრაინა? ხდება იმიტომ, რომ 2008 წელს მოხდა საქართველო. ამიტომ, ეს თემა მუდმივად უნდა ვატრიალოთ. არაფრით არ შეიძლება საქართველოს ამოვარდნა იმის გამო, რომ ყურადღება გადავიდა სხვა მიმართულებით. პირიქით, ზუსტად ეს ყოველდღე უნდა ვატრიალოთ. თუ დღეს რუსეთი არ გააჩერეს, ხვალ კიდევ უარესი მოხდება. ამიტომ, ყველა დონეზე უნდა ვიყოთ პრინციპულები, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ემოციურები.
როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები და მივა თუ არა ქვეყანა საომარ მოქმედებამდე, ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია. დასავლეთის აქტიურობით ჩანს, რომ მიღებულია გადაწტვეტილება რუსეთს უკრაიაში სერიოზული პასუხი გასცენ. ალიანსმა რუსეთთან თანამშრომლობის მთელი კომპლექსის გადახედვა დაიწყო, აშშ აამოქმედა ეკონომიკური სანქციები. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რომელიც ავტომატურად შეიძლება აისახოს საქართველოზეც?
- რუსეთი არის არაპროგნოზირებადი სახელმწიფო. ამ სახელმწიფოსაგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება. რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, არის ყველაზე მწყობრი პოლიტიკა. მართლაც რჩება იმის შთაბაეჭდილება, რომ დასავლეთი ცდილობს სერიოზული პასუხი გასცეს რუსეთს. გამოწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
საუბარი არაა მარტო ყირიმზე, ან უკარინაზე, პრეცენდენტი, რომელიც მოხდა 2008 წელს საქართველოში, როდესაც ღია აგრესიით დაირღვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი სუვერენიტეტი, ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფომ მოახდინა ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს ოკუპაცია და თუ იგივე პრეცენდენტი განმეორდა და თუ ეს შერჩა რუსეთის სახელმწიფოს, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა მთელი სისტემა, რომელიც არსებობდა ამდენი ხნის განამვლობაში, ინგრევა და მსოფლიო უბრუნდება მე-18, მე-19 საუკუნის გეოპოლიტიკას.
თუ ამის საშუალება მისცა მსოფლიომ რუსეთს, ეს ძალიან სერიოზულ კატაკლიზმებს გამოიწვევს არა მხოლოდ ყირიმში, უკრაინაში და შავიზღვისპირეთში, არამედ, მთლიანად ევრაზიის კონტინენტზე და მთლიანად მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ ეს საფრთხე ძალიან კარგად აქვს გათვიცნობიერებული დასავლეთის ქვეყნებს. იმედს ვიტოვებ, რომ მათი მოქმედება იქნება მართლაც ძალიან მტკიცე.
ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ არის ის, თუ როგორ გამკაცრდა რიტორიკა. როგორც წესი, ცივილიზებული ქვეყნები ასე მოქმედებენ, აკეთებენ გაფრთხილებას, რაც გამოიხატება დიპლომატიურ რიტორიკაში, რასაც საქართველოში შეშფოთება აღშფოთებას ვეძახით. მაგრამ, ამ შეშფოთებასა და აღშფოთებას შორის დიდი განსხვავებაა და მას თავისი დანიშნულება აქვს. ამის შემდეგ გადავიდნენ უფრო გამძაფრებულ განცხადებაზე, რასაც მოჰყვა ეკონომიკური სანქციები. ნელ-ნელა ეს სანქციები მკაცრდება.
ცივილიზებული სამყარო, მაქსიმალურად ეცდება თავიდან აიცილოს პირდაპირი კონფრონტაცია ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოსთან. მითუმეტეს, როდესაც ისეთი უპასუხისმგებლო ადამაინები სხედან იმ სახელმწიფოს სათავეში, როგორიც ბატონი პუტინი და მისი გარემოცვა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მოინახება და რუსეთს ეს არ შერჩება. მაგრამ, ამ გლობალურ სიტუაციაში რას იზამს უკარინა და რამდენად მოახერხებს სწორი პოლიტიკის გატარებას, რომ ამ ვითარებაში პროვოკაციის გამო, არ მოხდეს მისი სერიოზული დაზარალება, ეს დამოკიდებულია უკრაინის პოლიტიკურ წრეებზე და მათი პოლიტიკური წრეების კოორდინაციაზე საერთაშორისო თანამეგობრობაში.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ძალებს უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს. როგორ ფიქრობთ, ეს არის თუ არა ჯონ ქერის განცხადების საპასუხო, როდესაც მან დაადასტურა, რომ თუ კი იქნება რუსეთის მხრიდან პროვოკაცია, ამერიკა მზად არის სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს უკარინას?
- დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეა. ვლადიმერ პუტინმა უკვე გასცა ბრძანება, რომ 7 მარტისათვის სამხედროები დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილას. თუ სამხედროები დაბრუნდებიან დისლოკაციის ადგილას, მაშინ ეს არის სწორედ ამ ზეწოლის შედეგი. თუ ეს ბრძანება არაა მოჩვენებითი, მაშინ რატომ დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი ყირიმის მიერთების შესახებ? ეს რომელი დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც კანონპროექტების რეგისტრაცია ხდება კრემლთან შეუთანხმლებად?
არც მზაკვრობა არაა გამორიცხული რუსეთის მხრიდან. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ სახელმწიფოზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოზე მუდმივად აფიქსირებდა საქართველოს ტერიტრიული მთლიანობის მხარდაჭერას და მეორე ხელით ძირს უთხრიდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, ეს ტაქტიკური ნაბიჯია, თუ მართლა უკან დახევა, ამას დრო გვაჩვენებს. მაგრამ, ეს არავითარ შემთხვევაში დამშვიდების საშუალებას არ აძლევს არც უკარაინას და არც საერთაშორისო თანამეგობრობას. როგორც ჩანს, სხვადასხვა სცენარებისთვის არიან რუსები მზად.
რა არის ეს სცენარი? ფაქტია, რომ უკრაინაში გამოუცხადებელი ომი მომდინარეობს...
- მართვადი კონფლიქტი, შეიარაღებული კონფლიქტი და ა.შ. სხვადასხვა სცენარი მუშავდება. ერთადერთი, რითაც შეიძლება ამის გაჩერა, არის ის, რომ მან აუცილებლად უნდა დაინახოს სამყაროს ერთიანობა. გარდა ამისა, უკრაინას არ მისცეს საშუალება, რომ გახდეს დასავლური და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, იმიტომ, რომ ეს ჩამოშლის დღევანდელ კრემლის რეჟიმს. ეს აბსოლუტურად ძირს უთხრის იმას, რაზედაც ის ცდილობს ევრაზიული კავშირის აგებას და ე.წ. რუსული სამყაროს შექმნის იდეას, რაც კრემლის და პუტინის ძირითადი კონცეფციაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ იგივე, უფრო მალე მოხდება მოსკოვში.
ამ პირობებში რამდენად სწორი და დროული იქნება საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა?
- კარგი შეკითხვაა. ამაზე აჟიოტაჟი ქართულ მედიასაშუალებებში არ ცხრება, რაც არ მომწონს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, თავმოყვარე ქვეყანა არ უნდა უთმობდეს ამხელა ყურადღებას იმ ერთ შემთხვევით გასროლილ განცხადებას, რა ფორმითაც იქნა გაჟღერებული. ამას ყველაფერს საერთაშორისო ურთიერთობებში თავისი ფორმა და წესი აქვს. სანამ ამ წესით არ იქნება ეს ყველაფერი გაჟღერებული, მანამდე ის პირველი პასუხები, რაც გაიცა, არის სრულიად საკმარისი.
ამ თემის მუდმივად ტრიალი, კარგი არ არის საქართველოს პოზიციონირებისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თემა შიგნით არ უნდა იყოს განხილული. შიგნით ამაზე მსჯელობა უნდა მიდიოდეს, მაგრამ ეს მსჯელობა უნდა სცილდებოდეს ეკრანს და კამერებს. ლამისაა ღია ეთრეში დაიწყოს იმის განხილვა, ვინ უნდა შეხვდეს და ვინ არ უნდა შეხვდეს პუტინს. კარგი იქნება, თუ ჩვენი მთავრობა ამას გაითვალისწინებს და კამერების მიღმა განიხილავენ იმ საკითხებს, რაც სამზარეულოში უნდა იყოს განხილული.
მეორე საკითხია, უნდა მოხდეს თუ არა შეხვედრა. შეხვედრის ალტერნატივა არის წინააღმდეგობა, კონფრონტაცია. ხელის აკვრა არ შეიძლება, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ დღეისათვის წარმოუდგენელია ლაპარაკი იმაზე, რაც არ გაჟღერებულა სათანადო ფორმით. მათ შორს ის, თუ რის შესახებ არის მოლაპარაკება, რაზე არის მზად ის ქვეყანა გველაპარაკოს. მზად არის გველაპარაკოს უსაფრთხოების საკითხებზე, თუ მზად არის გველაპარაკოს მომავალ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენებს. მხოლოდ და მხოლოდ ამის მერე გავაკეთოთ შეფასებები.