საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ ვითარებას (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ ვითარებას (ვიდეო)

“2008 წლის შემდეგ დაახლოებით ათასამდე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი. საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ვითარებას და ყველა მოქმედებისთვის მზადყოფნის შესაბამისი სცენარია გამოცხადებული. მინდა გითხრათ, რომ არანაირი საფრთხე ამ გადაფრენას ჩვენი უსაფრთხოებისთვის იმ მოცემულ მომენტში დამატებით არ შეუქმნია. ჩვენ ვართ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენს გეგმებში ამით არაფერი არ შეცვლილა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.