„თუ ომი გაგრძელდება, რუსეთი უკრაინაში უფრო მეტ ტერიტორიებს დაიკავებს და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ოდესაა“

„თუ ომი გაგრძელდება, რუსეთი უკრაინაში უფრო მეტ ტერიტორიებს დაიკავებს და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ოდესაა“

ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსის ინტერვიუ პანჩენკოსთან, ნაწილი მეორე

პროფესორი ჯეფრი საქსი წინააღმდეგია, რომ ამერიკამ უკრაინის მინერალებზე მონოპოლია მოიპოვოს. ამასთან დაკავშირებით, საქსი ტრამპს ხარბსაც კი უწოდებს. ასევე, მისი თქმით, უკრაინას ომის დასრულების შემდეგ, სწორედ აღნიშნული რესურსები დაეხმარება.

პანჩენკო: თქვენი მოსაზრება უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპს თუ მოახსენეთ? გჯერათ ტრამპის მიდგომა ომის დასრულებასთან დაკავშირებით?

ჯეფრი საქსი: პრეზიდენტს ტრამპს ნამდვილად სურს ბოლო მოეღოს ამ ომს, იმიტომ რომ ეს არის აშშ-თვის მხოლოდ ფულის და დროის ფლანგვა. პრეზიდენტი ომთან დაკავშირებით რასაც ამბობს სწორია. მისი თქმით: „ეს არის ომი, რომელიც ბაიდნმა გააჩაღა. ეს ჩემი ომი არაა და მე არ მჭირდება ის“. ტრამპს სურს ომის დასრულება, რადგან მან იცის, რომ ეს ომი აშშ-თვის წაგებულია, ისევე როგორც წაგებულია უკრაინისვის. უკრაინა გამარჯვების ველზე არაა. ის ვერ ეძლებს ძველ საზღვრებს დაუბრუნდეს. ამაზე ფქრი მხოლოდ ფანტაზიაა. ამ ომს დანაკარგის მეტი არაფერი მოაქვს. ამ ომზე ბაიდენმა ფსონი გააკეთა. ბაიდენის ადმინისტრაციამ უპასუხისმგებლობა გამოავლინა და ამაზე წლებია ვსაუბრობ.

კიდევ რა სურს ტრამპს? რა თქმა უნდა ის ხარბი ადამიანია, მას სურს მაქსიმალური რესურსების მიღება უკრაინისგან. ყველასთვის თვალნათელია, რომ ტრამს ამით მოგების მიღება სურს. პირადად მე, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ომი მინდა დასრულდეს, მაგრამ არ მინდა, რომ აშშ-მ ხელში ჩაგდოს უკრაინის ყველა რესურსი. უკრაინას აღდგენა სჭირდება. მას სჭირდება ეს რესურსები. მას ბიუჯეტისთვის შემოსავალი სჭირდება. ამიტომ ვამბობ, რომ უკრაინა მოლაპარაკბას უნდა დათანხმდეს. ვნახე სტამბულის შეთანხმების ტექსტი და ის ყველასთვის მისაღებია. შეცდა უკრაინა, რომ ამ შეთანხმებას არ დათანხმდა.

ტრამპისთვის მისაღებია მოლაპარაკების პროცესი დასრულება?

- სავარაუდო სცენარია. არ მგონია ტრამპი იტყუებოდეს როდესაც ამბობს: „თუ ორივე მხარე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ჩვენ ამ პროცესს დავტოვებთ“. მეჩვენება, რომ ეს შესაძლებელია მოხდეს. სხვათა შორის ასეთი სცენარი უკრაინისვის იქნება საშინელი, რადგან ურაინა ათასობით ადამიანს დაკარგავს. სულ მცირე, ომი ამ მიზეზით მაინც უნდა დასრულდეს. უკრაინა რუსეთზე ვერ გაიმარჯვებს, ეს შეუძლებელია.

ოდესა უკრაინის სამხრეთით მდებარეობს და ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პორტია. ვისია ოდესა და პუტინი დათმობს ოდესას?

- ოდესა უკრაინას ეკუთვნის, მაგრამ პუტინი ოდესას უკრაინას დაუტოვებს თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ომი გაგრძელდება თუ არა. ჩემი აზრით, არა. თუ ომი გაგრძელდება, რუსეთი უფრო მეტ ტერიტორიებს დაიკავებს და ოდესა ერთ-ერი სამიზნეა. თუმცა, ახლა ეჭვგარეშეა, რომ ოდესა უკრაინის ნაწილა. ზუსტად ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ომი გაგრძელდება, რუსეთი გააგრელებს ტერიტორიების დაკავებას.

ფიქრობთ, რომ პუტინი თავისი ქვეყნის პატრიოტია?

- პრეზიდენტი პუტინი თავისი ქვეყნის პატრიოტია, ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს ამაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ლიდერებიც თავის ქვეყნის პარიოტები არიან.

ბევრ უკრაინელ პოლიტიკოს შეხვედრიხართ, მათგან ვის გამოარჩევდით, ვინ არის პატიოსანი?

- ჩემთვი ძნელია პატიოსნების შეფასება. მათთან ურთიერთობა საინტერესოა, მაგრამ ხშირად იმედები გამცრუებია. ურაინა უკეთეს პოლიტიკოსებს იმსახურებს, ვიდრე იმათ, ვინც ბოლო პერიოდში მოვდინენ. ლიდერებმა ახლა სწორად უნდა შეაფასონ ის სიტუაცია, რომელშიც იმყოფებიან. მათ უნდა იმოქმედონ ხალხის ინტრესეიდან გამომდინარე.

და ბოლო კითხვა, უკრაინაში აშშ-ს ფინანსური დახმარებასთან დაავშირებით საჭიროა აუდიტის ჩატარება, რადგან ხელისუფლებაში კორუპირებული მავრობაა. თქვენი აზრით რატომ არ ჩქარობს ტრამპი აუდიტის ჩატარებას?

- ამაზე მსჯელობა შეუძლებელია. შეიძლება ამერიკას ჯერ კიდევ სურს ფინანსური დახმარება, რადგან უკრიანისგან მიიღოს მინერალები. სიმართლე გიხრათ, ძნელია ენდო იმას, რასაც აშშ ამბობს. მე დიდი ხნის წინ შევწყვიტე მათი ნდობა. მე გეტყვით რა სჭირდება უკრაინას - ეს არ არის აუდიტს ჩატარება, ან დამნაშავეების ძებნა, უკრაინას სჭირდება მხოლოდ ოის დასრულება.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=1Al4zycJTLQ