ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსის ინტერვიუ პანჩენკოსთან, ნაწილი პირველი
ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი აცხადებს, რომ დასავლეთი უკრაინას ყოველთვის იყენებდა რუსეთის დასუსტების საშუალებად. მისი თქმით, უკრაინას საკუთარი ნეიტრალიტეტი უნდა შეენარჩუნებინა, ხოლო აშშ-ს 2014 წელს უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობაში დახმარება არ უნდა გაეწია. გარდა ამისა, ევროპას უკრაინაზე ზეწოლა არ უნდა განეხორციელებინა, რათა ის მასთან დარჩენილიყო.
პანჩენკო: დღეს ბევრი საუბრობს უკრაინისა და რუსეთს შორის გარიგებაზე. როგორ ფიქრობთ გარიგების შემთხვევაში როგორ შეიცვლება უკრაინელებისთვის ცხოვრება? თუ ზელენსკი ხელს მოაწერს მინერალებთან დაკავშირებულ შეთანხმებას, შესაძლოა, უკრაინა ამერიკის კოლონიად იქცეს, ამის ეშინია უკრაინის მოსახლეობას, ეს შესაძლოა, რომ მოხდეს?
ჯეფრი საქსი: ამ კითხვაზე სრულად პასუხის გაცემა რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის კეთილდღეობისთვის საჭიროა მშვიდობა, ნორმალურად ფუნქციონალური ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურ ვაჭრობაზე.
კითხვის მეორე ნაწილს რაც შეეხება, გამართლებული შეშფოთებაა, რადგან აშშ ნამდვილად დაინტერესებულია, რომ უკრაინის რესურსებზე კონტროლი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, აშშ-ს სულაც არ აწუხებს უკრაინის კეთილდღეობა. პირველ რიგში, ისინი დაინტერესებულები არიან მინერალების ბაზრის მიღებით. უკრანელების ბრმა რწმენა, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატო მას გადაარჩენს, ეს ძალიან გულუბყვილო მიდგომაა. უკრაინას ომის დასასრულებლად რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკება სჭირდება. ამის გასაკეთებლად კი პრაგმატული მიდგომაა საჭირო.
თქვენ კარგად იცნობთ უკრაინასაც და რუსეთსაც. ელცინის დროს იყავით კუჩმას მრჩეველი. შეხვდით ვოლოდიმერ ზელენსკისაც. უკრაინა სსრკ-ის პერიოდში ეკონომიკურად ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა იყო, რომელსაც უზარმაზარი რესურსი გააჩნია. თქვენი აზრით, როგორ აღმოჩნდა, რომ უკრაინის 60% სიღარიბის ზღარს ქვემოთ იყო ომამდე?
- თუ ბოლო 11 წელს გადავხედავთ, ჯერ იყო მაიდანი და მთავრობის ჩამოგდება, შემდეგ ამას ომები მოჰყვა. იმ მომენტიდან უკრაინა სამხედრო ცხოვრებით ცხოვრობს. ომი 22 თებერვალს არ დაწყებულა. თებერვლამდე იყო 2014 წელი. ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. აშშ-მ გაანადგურა უკრაინა - ამერიკამ უკრაინას უთხრა: „არ დარჩეთ ნეიტრალურ ქვეყნად, ნუ შეინარჩუნებთ ურთიერთობას რუსეთთან, დაიჭირეთ ჩვენი მხარე და ჩვენ გადაგარჩენთ, ჩვენ გიშველით სამხედრო გზით, ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს“. ასეთი ფანტაზიური იდეები ბევრია. სამწუხაროდ, უკრაინელი ლიდერები ძალიან გულუბყვილოები არიან, სჯერათ ამ ფანტაზიების. უკრაინა ახალგაზრდა ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, აქვს იმედი, მაგრამ ეს იმედები ყოველთვის არ იყო რეალისტული.
ნებისმიერი უკრაინელი დარწმუნებულია, რომ აშშ სამოთხეა და რომ აშშ-ს ყველაზე მეტად სურდა უკრაინა ყოფილიყო აყვავებული. ეს სიმართლეა?
- სინამდვილეში აშშ-ს არასოდეს აინტერესებდა უკრაინის ბედი. აშშ მხოლოდ დაინტერესებულია რუსეთზე გამარჯვებით. აშშ უკრაინას განიხილავს როგორც რუსეთის დასუსტების გზას. ეს იყო ნატოს იდეაც, რათა შტატების სამხედრო ბაზები გაფართოვდეს აღმოსავლეთ ევროპაში. ნატოს გაფართოვების იდეა ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც. ნატოს ასეთი გაფართოვებით კი რუსეთი დაუცველი იქინება ყველა მხრიდან, მათ შორის შავი ზღვიდან. ამრიგად, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო - შავი ზღვის ეს ქვეყნები და რუსეთის მეზობლები ნატოს ნაწილი გახდება. ეს იდეა, მაშინ შეიქმნა, როდესაც საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დაიწყო ყირიმის ომი რუსეთის წინააღმდეგ. მაშინაც ბრიტანეთს სურდა რუსეთის გაძევება შავი ზღვიდან. ახლაც იგივე მეორედება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ყოველთვის გამოიყენებოდა რუსეთის დასასუსტებლად.
უკრაინას საკუთარი ნეიტრალიტეტი უნდა შეენარჩუნებინა, ხოლო აშშ-ს 2014 წელს უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობაში დახმარება არ უნდა გაეწია. პირიქით, უკრაინას თავისი გეოპოლიტიკურ მდებარეობა უნდა გამოეყენებინა და დაემყარებინა სავაჭრო ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ანუ, ხიდი უნდა გაედო რუსეთსა და ევროპას შორის. მაგრამ, ამერიკამ სხვა პოზიცია დაიკავა და თქვა: „ჩვენ გვინდა, რომ რუსეთმა წააგოს და მას საბოლოოდ უკრაინის მეშვეობით დავამარცხებთ“. ვიცი, ახლა რასაც ვიტყვი, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მთელი ეს რუსოფობია და სიძულვილი, პრობლემების მოგვარებას არ უწყობს ხელს. ეს არ იცავს უკრაინას. რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინა ყოველთვის იქნება რუსეთის მეზობელი.
ამერიკელები უკეთ იცხოვრებენ თუ რუსეთი დაიშლება?
- რუსეთი ვერ დაიშლება, მისი განადგურება შეუძლებელია. რუსეთი ფართობის მიხედვით უდიდესი და ძლიერი ქვეყანაა. რუსეთს აქვს 1600 ბირთვული ქობინი. ეს არის მთელი ბირთვული არსენალი. რუსეთის განადგურება ნიშნავს პირდაპირ გზას ბირთვული ომისკენ. არც რუსთი, არც აშშ, ჩინეთი და არც ინდოეთი არ დამარცხდებიან, რადგან მათ ბირთვული ძალა აქვთ.
რატომ ვერ ხერხდება შეთანხმება ტერიტორიებთან დაკავშირებით?
- 36 წელია ვთანამშრომლობ რუსეთთან და უკრაინასთან, ვიცნობ ამ ქვეყნებს. რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული პრეტენზია 2022 წლამდე, უფრო ზუსტად 2014 წლამდე. უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით „მაიდნამდე“ რუსეთს ტერიტორიებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვია. რუსეთს რაც სურდა, იყო სამხდრო ბაზის გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულება ქ. სევასტოპლოში 2024 წლამდე. 2010 წელს ამაზე ჰქონდათ მოლაპარაკება იანუკოვიჩს და პუტინს, სხვა ტერიტორიებზე მოთხოვნა არ ყოფილა. მერე მოხდა მაიდანის ამბავი და როგორც კი გადატრიალება მოხდა, რუსეთმა ყირიმი აიღო. ყირიმი უკრაინას არასდროს დაუბრუნდება. 2014 წლამდე ყირიმი უბრალოდ ჩარჩოში იყო მოქცეული და მაიდანის გადატრიალების შემდეგ რუსეთმა თქვა: „ჩვენ არ დავთმობთ ყირიმს“.
რაც შეეხება ლუგანსკს და დონეცკს, ეს არის ორი რეგიონი რომლებსაც დამოუკიდებლობა სურდათ. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ მათ ავტონომია სურდათ. ეს არის უკრაინის რუსულენოვანი რეგიონები, სადაც რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ და მათ მაიდანის გადატრიალების შემდეგ უარი განაცხადეს ავტონომიაზე. რუსეთს არ უთქვამს, რომ ლუგანსკი და დონეცკი უნდა გახდეს რუსეთის ნაწილი. რუსეთმა მხოლოდ ის თქვა, რომ ამ ორ რეგიონს სჭირდება პოლიტიკური ავტონომია. ამაზე „მინსკი2“ შეთანხმებაც არსებობს და ამას გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა. მაგრამ ამერიკამ უთხრა უკრაინას, რომ „მინსკი2“-ის იგნორირება უნდა გაეკეთებინა. ახლა კი უკრაინა იძულებული გახდება ტერიტორიები დათმოს.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=1Al4zycJTLQ