როდემდე გაგრძელდება უგულავას

როდემდე გაგრძელდება უგულავას "სითი-პარკის" პარპაში

"რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ "სითი-პარკს" მტაცებლური პოლიტიკა აქვს. ამაზე ჩვენს ვსაუბრობთ საკრებულოში და სარევიზიო კომისია, რასაკვირველია, შეისწავლის ზოგადად რა ფარული ხელშეკრულებები არსებობს მერიასა და თავად ამ "სითი-პარკის" მფლობელ ებრაულ კომპანიას შორის . ჩემი ინფორმაციით, მაგ "სითი-პარკში" სულ ახვლედიანისა და უგულავას მეგობრები არიან საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე. ეს შესასწავლია", - აცხადებს საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ ვერ აღკვეთა "ოცნებამ" უგულავას "სითი-პარკის" პარპაში. 

"როცა "სითი-პარკი" შემოვიდა, მისი ფუნქცია იყო პარკირების ორგანიზება, არადა, თავიდანვე პირდაპირ 25 და 50-ლარიანი გადასახადები დაადგინა გიგი უგულავამ. ეს თემა აშკარად შესწავლას საჭიროებს, რადგან მანდ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და სამართლებრივ და ნორმალურ ქვეყანაში. ვიდრე არ მოვა ახალი მერი, რომლსაც ექნება მაღალი ლეგიტიმაცია და ვიდრე არ ჩაუჯდება ამ ფირმის საქმეს ახალი მერია და საკრებულო, მანამდე ვერაფერს ვიზამთ. უგრეხელიძის პასუხისმგებლობაზე ადრე უგულავას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ვინც კონტაქტობდა ებრაელებთან, იმათგან უნდა დავიწყოთ. იქ ურთიერთშემხვედრი პირობები წყდებოდა პირად დონეზე იმ ებრაელებსა და ახვლედიან-უგულავას შორის, მაგრამ საქმის თავი და თავი მაინც უგულავა იყო, ამიტომ ეს თემა კარგად შესასწავლია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ ქავთარაძე.

"პირდაპირ გეტყვით, ჯერჯერობით ჩვენ სხვა თემებზე ვართ გადართული. სარევიზიო კომისიას 13 რევიზორი ჰყავს და რაც დავიწყეთ, ერთი დღე არ დაგვისვენია: ვასრულებთ ერთი საქმის შესწავლას და ვიწყებთ მეორეს. როცა ჩემს წინამორბედებს თვეში ერთი საქმეც არ აქვთ შესწავლილი და როგორ ასრულებდნენ ამ საქმეებს ეგეც კარგად ვიცით. "სითი პარკთან" დაკავშირებული ხელშეკრულება შესასწავლია. მერე ის აუქციონია შესასწავლი, ბიუჯეტში რამდენი შევიდა იმ თანხებიდან - ეს ყველაფერი დასათვლელია. გარდა ამისა, ეს თანხები არ აისახებოდა ქალაქის ბიუჯეტში! ამას ყველაფერს დეტალური გამოკვლევა სჭირდება - ეს იყო ერთი სინდიკატი და ჩაკეტილი წრე და ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა, მისი მმართველობა იყო და ეს იყო თბილისი ამირა უგულავა. დღესაც, სამწუხაროდ, იგივე ჩაკეტილი წრეა, ისევ მისი მარიონეტები მართავენ "სითი პარკს", - განაგრძობს საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

"მტაცებლობაა, აბა რაა, ხომ მიჰყავთ და მიჰყავთ მანქანა და კიდევ 70 ლარი უნდა გადაიხადო, საჯარიმო სადგომიდან შენი მანქანა რომ წამოიყვანო. პარკინგის სისტემა აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. მანქანებით გადავსებულ ქალაქს ვერ უძლებს ეს პარკინგისთვის დაწესებული ადგილები და რა გინდა რომ ქნა? რომ მიადგებიან და მიარბენინებენ მანქანებს, რატომ ჯდება ამხელა ფული მათი უკან გამოყვანა? უნდა ვაღიარო, რომ "სითი პარკისთვის" რადგანაც გამგეობების შემოწმებებზე ვართ გადასული, მაგრამ პირობას გაძლევთ თბილისელებს, რომ აუცილებლად შევისწავლით საკითხს და თუ კრიმინალის შემთხვევები დაფიქსირდა მუშაობის დროს, კორუფციული სქემები და ასევე კორუფციული თემები, ამით მერე უკვე სხვა ორგანოები დაინტერესდებიან".