„ლოზუნგების ცვლილებით ხელისუფლება არ იცვლება და არც იმისთვის კმარა, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანო“

„ლოზუნგების ცვლილებით ხელისუფლება არ იცვლება და არც იმისთვის კმარა, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანო“

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ დაინახა, რომ ქუჩაში აქციის მონაწილეების ნაკადი შემცირდა, ხოლო საპროტესტო მუხტი მინელდა, ხალხის ქუჩაში გამოყვანას ახალი ლოზუნგით და რადიკალიზმით ცდილობს. თუკი ადრე აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, 26 აპრილს გამართულ აქციაზე მათ ხელისუფლების და პრემიერ ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ამით ოპოზიცია ეცდება ხალხის ახალი ნაკადის ქუჩაში გამოყვანას, თუმცა უშედეგოდ. მათი ნარატივი და მცდელობები უკვე გაცვდა, შესაბამისად, რაც უფრო რადიკალურები იქნებიან, ხალხი მათგან მით უფრო შორს დადგება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რუსმა ინტერნეტ ხულიგნებმა ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი სახალხო დამცველი ამხილეს, ხოლო მათი და რადიკალების მიზნები საჯარო გახდეს, ხალხში მათი ნდობა განულდა.

აქციის მონაწილეებმა, 26 აპრილს, დიდუბის მოედნიდან პროკურატურამდე მსვლელობა მოაწყვეს. იმეორებდნენ ლოზუნგებს: „გადადგეს არალეგიტიმური ხელისუფლება“, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები“. აქციის მონაწილეები რუსთაველზე შეიკრიბნენ, იქიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ დაიძრნენ.

მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძის თქმით, კიდევ კარგი ოპოზიციას არ ჰყოფნის პროფესიონალიზმი, რომ ის ფული, რასაც გარე ძალები აძლევენ, ქვეყნის მავნებლობისთვის ყაირათიანად ხარჯონ.

„კიდევ კარგი არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი, რომ ის ფული, რომლითაც ფინანსდებიან აგენტურული საქმიანობისთვის, უფრო ყაირათიანად ხარჯონ მავნებლობაში. ეს ამ ქვეყნის ბედნიერებაა. როცა აგენტურულ საქმიანობას ეწევიან, ვერასდროს მიაღწევენ წარმატებას. რაც უფრო დამოუკიდებლები ვიქნებით, გარე ძალები, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ოკუპანტიდან დაწყებული, სხვა ქვეყნებით დამთავრებული, ვერც ერთი გაბედავს ილაპარაკოს შენს ქვეყანაზე და ხალხზე შენს გარეშე. ამასობაში ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებსაც ერთ-ერთ ხიდზე ბანერი გამოუფენიათ, სადაც ეწერა, რომ ჩვენს გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღებაო“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ნამდვილად გაუგებარია რას მისცემს ოპოზიციას ლოზუნგის ცვლილება და რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ თუკი ეს იმის გამო გააკეთეს, რომ ფიქრობენ რადიკალიზმით ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ, ძალიან ცდებიან.

„ლოზუნგების ცვლილებით ხელისუფლება არ იცვლება და მხოლოდ ეს არ კმარა იმისთვის რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანო. ხალხს ქუჩაში გამოსვლა არ უნდა, ეს რომ ნდომოდათ აქამდეც გამოვიდოდნენ. ამიტომ პროცესის რადიკალიზება და ასეთი მოთხოვნები ხალხს უფრო დააფრთხობს და ქუჩას კიდევ უფრო ნაკლები ხალხი გაეკარება. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, როცა ლოზუნგს ცვლი და არ იცი ამას რისთვის აკეთებს. რამ განაპირობა ეს ცვლილება, ხალხი მიაწყდა რუსთაველს და ამის გამო შეშინდება „ოცნება“ თუ რა ხდება? ეს ხომ კიდევ დამატებით არასერიოზულობას მატებს ოპოზიციას და აქციის მონაწილეებს.

რამდენიმე კაცით ხელისუფლებას უძახო გადადექი და წადიო, სერიოზული არ არის. საერთოდ, საპროტესტო პროცესთან მიმართებაში ლოზუნგებთან ყველა ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, რადგან ასეთი ლოზუნგები უფრო საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა მოსახლეობის განწყობაში, საზოგადოებაში და ა.შ. როცა ხალხის განცდაა, რომ ამ ხელისუფლების ალტერნატივა ოპოზიცია მმართველ გუნდზე უარესია და მას არ ენდობა, ხელისუფლებაში არ მოჰყავს, ასეთ ლოზუნგებს რომ ისვრი, ეს ხომ შენს წინააღმდეგაც მოქმედებს, რადგან ხელისუფლება ოპოზიციის კიდევ უფრო გასაშავებლად გამოიყენებს. ამ ლოზუნგით ხალხს კი არ მიიზიდავენ, პირიქით დააფრთხობენ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ ხალხი მოიმატებს და უცბად რუსთაველი საპროტესტო განწყობის ხალხით გაივსება, არასწორია. ამისთვის ოპოზიცია არაფერს და ვერაფერს აკეთებს.

„შაბათს შედარებით ბევრი ხალხი იმიტომ მივიდა, რომ არასამუშაო დღე იყო, თანაც ამინდი კარგი დაემთხვა. ამის მიზეზი არაა ის, რომ ვიღაცამ ლოზუნგი შეცვალა და ამის გამო ხალხი მოემატათ. შესაძლოა, დრო და დრო ხალხის რაოდენობამ მოიმატოს, მაგრამ ეს ის რაოდენობა არ იქნება, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ აქციებთან დაკავშირებით. ეს აქციები უფრო ჩვენს პარტნიორებზე მუშაობს, ვიდრე ქვეყნის შიგნით ხალხის განწყობას ცვლის. ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულებას ვერ შეცვლის ასეთი აქციები. ეს პრობლემა არის კომპლექსური. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის ოპოზიციის უმოქმედობა, საზოგადოებაში ამათი უნდობლობა. ოპოზიცია ვერ ახერხებს დღემდე ხალხთან კომუნიკაციას და ნდობის აღდგენას. სანამ ასე იქნებიან, ხალხიც მათგან შორს იდგება და იქიდან დაუწყებს სეირს ყურებას. ოპოზიციამ ლოზუნგი კი არა, რაც უნდა ის შეცვალოს, ხალხთან დამოკიდებულებას სანამ არ შეიცვლიან, არაფერი უშველით“,-ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, კობახიძის და ამ მთავრობის გადადგომით ოპოზიცია არც არაფერს არ იგებს და არც კობახიძე არ გადადგება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ დღეს პირიქით ხდება, „ქართულ ოცნებაში“ კობახიძის გუნდი მოდის სრულად და ის პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ კობახიძეს კარტ-ბლანში ექნება, ვინ უნდა შეცვალოს, ვინ უნდა დანიშნოს, მაგრამ გამორიცხულია, რომ ის ახლა გადადგეს. ამიტომ ასეთი ილუზიებით ხალხის მოტყუება მხოლოდ ოპოზიციას ავნებს.

Gami მიენდეთ ძაბირაძეს, იცის ყველაფერი: ახალი ლოზუნგები, ბევრი " გულანთებულის" ქუჩაში გამოყვანის ხერხი, თავისი გადაფურთხებულის ალოკვა ქაქის ჭამა და ა. შ.
3 საათის უკან
Gami " ახალი ლოზუნგები" არა კვახი; მანამდე რომ ახალ არჩევნებს ითხოვდნენ, არსებული ხელისუფლების გადადგომას არ ნიშნავს?! სტატია არაფერზე.
3 საათის უკან
მარბიელი ძაბირაძეს ალბათ კლიმაქსი აქვს - ათი წლის წინ მისი ნაწერი იკითხებოდა!
გუშინ გვარის შემარცხვენელმა გრ გეგელიამ დაწერა, რომ ოპოს ამომრჩევლების 1/3 გვიჭერს მხარს და ამ დროს ოპო პარტიის გაუქმება დიქტატურის გამოვლინება იქნებაი! მერე, 1/3 თუ გიჭერთ მხარს, ბო;ო არჩევნებზე 38%-ის აღება როგორაა "არჩევნების არნახული გაყალბება?"
მახსოვს 2008 წელს 3 უბანზე მეცოცხეებს იმაზე მეტი ხმა ჰქონდათ აღებული რაც იქ ამომრჩეველი იყო და ამ ოქმებს აფრიალებდა ოპო - ითხოვდა სხვა უბნების გადათვლას ... ესაა მტკიც3ებულება, თორემ ზურაბიშვილი თავისი ჩიქორთულით რომ ამბობს 1 პასპორტით 17 უბანზეა ხმა მიცემულიო და ამის მტკიცება არაა... ამ და სხვა სისულელეს ვინ დაგიჯერებთ?
ხაკხი რომ გამოდის "უწყვეტი აქციების" 97-ე და 156-ე დღეს, გაიღოს ფული შენმა ხანდაზმულმა თაღლითებმა და ორჯერ მეტს გამოვიყვან, რომლების მთელი საღამო თქვენს დედის გინებაში იქნებიან (თან არგუმენტსაც მოაყოლებენ, თუ რატომ ხართ საგინებლები) და რა? ხბოს აღტაცებაში რომ ხართ ჩავარდნილები და ხან რას როშავთ და ხან რას ...
38 წუთის უკან