სკანდალური აუდიო და ვიდეო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი მედიასთან არ გამოჩენილან. ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი სახალხო დამცველი აღიარებენ, რომ თბილისში მიმდინარე აქციები დასავლეთის მიერ ფინანსდება. ამბავი კი ასე დაიწო - რუსი პრანკერები უკრავშირდებიან ზურაბიშვილს და ნანუაშვილს, ეცნობიან მათ როგორც პეტრო პორეშენკო და გარი კასპაროვი. ინტერესდებიან, ვინ მართავას არეულობის სცენარებს თბილისში, რაზეც ორი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი აღიარებით ჩვენებას იძლევა.
სკანდალური ჩანაწერში სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ თბილისში მიმდინარე პროცესები ამერიკული და ევროპული ფულით ფინანსდება, მაგრამ ახლა ევროპიდან თანხის გაჭიანურებაზე დარდობს და მზად არის დასახმარებელ არასამთავრობოთა სია თავად დაწეროს. ჩანაწერში ზურაბიშვილი აღიარებს, რომ უცხოური დაფინანსება აქციებს და აქციების მონაწილეთა დაფინანსებას ხმარდება.
„ფინანსები ძირითადად მოდიოდა USAID-დან და ზოგიერთი ევროპული ფონდიდან. ევროპელები კი ძალიან აჭიანურებენ პროცესს. ისინი ამბობდნენ, რომ თანხას სამთავრობო პროგრამებიდან, რომლებიც სანქციების გამო შეჩერდა, მომართავდნენ სამოქალაქო საზოგადოებისკენ, მაგრამ ეს ამ დრომდე არ მომხდარა. ასე რომ, ახლა კრიტიკული მომენტი დადგა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ფულს ითხოვს უჩა ნანუაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ქუჩაში მიმდინარე პროცესს დახმარება სჭირდება. ამ ჩანაწერში ნანუაშვილი ახენებს მაედანს და შეირაღებულ დაჯგუფებას.
„ჩვენ მთელი რიგი პროექტები გვქონდა, რომელსაც ასევე ამერიკის საელჩო, USAID, დეკრატიის ფონდის ნაციონალური სახლი აფინანსებდა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. ასე რომ, ამ კანონებმა ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა. საერთო ჯამში, საქართველოში არაპროგნოზირებადი სიტუაცია არის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასევე გვყავს არაოფიციალური ქვედანაყოფი, როგორც მაედანზე უკრაინაში. არსებობენ სამოქალაქო პირები ნიღბებით, მაგრამ ასევე არიან ადამიანები კერძო დაცვის კომპანიებიდან და ისინი შეიარაღებული არიან“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც კასპაროვს 500 000 აშშ დოლარს სთხოვდა საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად.
სკანდალური აღიარების გასაჯაროვების მიუხედავად, საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჯერჯერობით გამოძიება არ დაუწყია. მმართველ გუნდში კი პირდაპირ საუბრობენ სამშობლოს ღალატის ფაქტზე. ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით: ოპოზიციას სერიოზული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, თუმცა წარმატების ძალიან მცირე შანსი აქვს.
„ოპოზიციას სერიოზულ დახმარებას უწევენ, მაგრამ რესურსზე როცა ვლაპარაკობთ, ოპოზიციურ ფლანგზე ეს შეჯიბრებაა ნგრევის რესურსის არსებობაში, ვინ უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობისთვის. ერთმანეთს ეჯიბრებიან, მსოფლიოში არსებული პრობლემების ფონზე საქართველოში ვის მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია და ევრობიუროკრატიისგან სერიოზული მხარდაჭერა მოდის. ეს მათი რესურსია, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, ვინაიდან ამაში საფრთხეს ხედავენ.
სტაბილურობას, რომელსაც მივაღწიეთ, გარკვეული განვითარება, პროგრესი მოსდევს, რომელიც ყველა საერთაშორისო კვლევაშია დაფიქსირებული. არავინ ამბობს, რომ პრობლემები გადავლახეთ. პრობლემები არსებობს, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების მიხედვით საქართველო პირველ ათეულშია. ზოგს ეს უხარია, ზოგს ისტერიკაში აგდებს. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, წარმატების ძალიან მცირე შანსი არსებობს მათთვის, ვინც დესტაბილიზაციისა და საქართველოს ცეცხლოვან პროცესებში ჩართვის მომხრეა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მცდელობა არის, რომ საქართველო 90-იან წლებში დააბრუნონ. დეპუტატი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს შეისწავლონ ეს თემა და მას მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.
„ერთმა თქვა, აქ ბოევიკები გვყავს მომზადებული და დაფინანსება გვინდა, რომ ისინი ავამოქმედოთო. ანუ რას ნიშნავს? რომ ისევ 90-იანი წლებში დააბრუნონ საქართველო, ამის მცდელობა ხომ ჰქონდათ?! რამდენი ტალღა მოვიგერიეთ. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, ეს არის მავნებლობა, ეს არის ტერორიზმი, ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, თუ ეს დადასტურდა, შეისწავლონ ეს თემა და სხვა განცხადებებიც და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
და მეორე, ეს უსამშობლო, გაუგებარია მისი სტატუსი, მაგრამ მათი, უსამშობლოების ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროპამ საქართველოს წინააღმდეგ უნდა იაქტიუროს, ფული მაიტათ, ქვეყანა ჩამოვანგრიო და აქ აგენტურა დაჯდესო, როგორც 2003 წელს და შემდეგ აკეთებინონ ის, რაც აკეთებინეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას პრობლემები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსების უხვი ნაკადი აღარ მოედინება დასავლეთიდან. ვინაიდან ამერიკის ხელისუფლების სათავეში მოვიდა დონალდ ტრამპი და USAID-ს შეუწყდა დაფინანსება ამერკის ბიუჯეტიდან, ამერიკიდან დაფინანსება შეწყდა.
„ევროპელები ზანტად იქცევიან, ვერ შეძლეს ამ ფინანსური ნაკადების ისე გადაცემა რევოლუციონერი სალომესთვის, რომ ოპერატიულად მომხდარიყო მისი გეგმების განხორციელება. მეორე საკითხია ფული რამდენიც არ უნდა მისცე, სინამდვილეში ესენი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. მაქსიმუმი, რაც შეიძლება გააკეთონ, გამოიწვიონ სამოქალაქო ომი, ისიც ძალიან სერიზოული დაფინანსების პირობებში. ის, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ შედეგები, ესეც გასაგებია - სალომე საფრანგეთის მოქალაქეა, ნანუაშვილი საერთოდ რა ტიპის არსებაა და რა წარმონაქმნია, გაუგებარია. უფრო უცხოპლანეტელი მგონია, აშკარად არ გავს ადამის და ევას შთამომავალს. ამიტომ, მომსახურეობის ზონიდან გასული მეპროტესტეების და როლში შეჭრილი მსახიობების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი გაუგებარია“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ერთადერთი რაციონალური მიზანი მათ დამფინანსებლებს შეიძლება ჰქონდეთ ის, რომ გამოიწვიონ საქართველოში სამოქალაქო ომი. ამ ვითარებიდან გამომდინარე მიაღწიონ თავიანთ გარკვეულ გეპოლიტიკურ მიზნებს.
„სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის გაუთვითცნობიერებელი ნაწილი აყოლილია ამას, რაღაცა ცრუჰეროიზმში არიან. რაც შეეხება გამოძიებას - ამ კონკრეტულ ქმედებაზე სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა აღიძრას საქმე. ქალბატონი სალომე და ბატონი უჩა უნდა იქნენ დაკითხული და დაკავებული! ამას რა გამოძიება უნდა, აუდიო და ვიდეო მასალა დევს, რაც ატარებს გამოხატულ სახელმწიფო ღალატის მუხლს. პირდაპირ ამბობენ და ცდილობენ ფულის მიღებას ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად. ზურაბიშვილი ამას პირდაპირ, დაუფარავად ამბობს, ხოლო უჩა ნანუაშვილმა, საერთოდ, ხარჯთაღრიცხვა წარადგინა. ერთი მხრივ ეს მეტყეველებს ამ ადამიანების სიბრიყვეზე, მაგრამ ეს არაა ინდულგენცია, ესენი არიან ბოროტი ბრიყვები და მათი მიმდევრები კიდევ უფრო ბრიყვები არიან, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ მათ მფარველები ჰყავთ. ის ბოროტი ბრყვები, რომლებიც ამათი მფარველები არიან საინტერესოა არ ფიქრობენ იმაზე, რომ თუ მიზანი მიაღწიეს და მართლა გამოიწვეს აქ დაპირისპირება, ამას რა მოჰყვება? არ ფიქრობენ, რომ მათაც შეეხებათ ეს ყველაფერი? ხელები ექავება უკვე მთელ საქართველოს!
რა გონიათ, ხელისუფლებაში მოვლენ? ეს ხომ შეუძლებელია, წარმოუდგენელი სიდებილეა, რომ რამენაირად ხელისუფლებაში მოაღწიონ. რომც მოაღწიონ, მერე რას იზამენ? ეს იქნება სამოქალაქო ომი, ამას არავინ არ შეეგუება. ვინ შეეგუება ზურაბიშვილს, ნანუაშვილს, სანიკიძეს, მელიას ამ კონტიგენტს და ამ ჭკუიდან გადასულ მსახიობებს და რეჟისორებს, რომლებიც თავის დროზე დაატრენინგა აკერმანმა? რა უნდათ, სისხლისღვრა უნდათ ქვეყანაში? მათი სისხლი პირველი დაიღვრება ქვეყანაში და ამაზე არ ფიქრობენ? მიმდინარე პოლიტიკურ ძალთა განლაგების შესახებ არარელისტურმა შეფასებებმა დაგვღუპა ჩვენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
ისედაც გასაგები იყო, რომ დღევანდელი აქციუკებიჩ და გუშინდელი ძალადობებიც უცხოეთიდან ფინანსდება! აქციაში მოსვლაში ფულს თუ არ იხდით, რად უნდა აქციას ფული?
გასაგებია, რომ დოყლაპიები ხართ და ვიღაც სარახვეტიამ გაგაბრიყვათ :))
ოციოდე წლის წინ გააბრიყვეს ნათელაშვილი - ვიღაცამ ინგლისელი ლეიბორისტების სახელით მიულოცა რაღაც და ეკრანიდან ხტებოდა გახარებული შალიკო :)) გამოვიდა ბრიტანეთის ელჩი და თქვა, ვის დაკარგვია ნათელაშვილი, არავის არაფერი მიულოციაო