უკრაინის ომში შესაძლოა დიდი გარდატეხა დაიწყოს. მსოფლიო ლონდონში აშშ-ს დელეგაციის შეხვედრის მოლოდინშია. უკვე ცნობილია, რომ 23 აპრილს შეხვედრა გაიმართება და აშშ-ს დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უხელმძღვანელებს. კელოგი დარწმუნებულია, რომ შეთანხმების მისაღწევად ყველა შესაძლებლობა არსებობს.
ლონდონში ჩასული ამერიკელები, როგორც The Wall Street Journal-ი წერს, უკრაინისგან პასუხს დაელოდებიან - რამდენად მზად არიან ყირიმი რუსეთის ტერიტორიად გამოცხადდეს და უარი თქვან ნატო-ს წევრობაზე. გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ეს წინადადება კიევს 17 აპრილს, პარიზში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა. როგორც ჩანს, უკრაინის პასუხი მიმდინარე კვირაში გაირკვევა. იქამდე კი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ.
The Wall Street Journal-ი წერს, რომ აშშ-ს წინადადებათა შორის, რომელიც უკრაინას წაუყენეს, ყირიმის ანექსიის აღიარება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმაა.
გამოცემის ცნობითვე, არსებობს კიდევ ერთი პირობა - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს) გარშემო ტერიტორია ნეიტრალურად გამოცხადდეს და შეერთებული შტატების კონტროლქვეშ გადავიდეს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს წინადადებები არც უკრაინის და არც რუსეთის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
სააღდგომო ზავის დასრულების შემდეგ, ცეცხლი ორივე მხარეს ისევ გახსნილია, თუმცა მისი შეწყვეტის შესაძლებლობაზე კვლავ აქტიურად საუბრობენ შეერთებულ შტატებში.
ის, რომ უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის შეჩერება რუსეთის ინტერესებშია, ამის შესახებ კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება კრემლიდან. დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაკეთებული შეთავაზება რუსეთისთვის მისაღებია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უთხრა, რომ რუსეთს უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე „პრეტენზიებზე“ უარის თქმა შეუძლია.
„ეს წინადადება პირველი ოფიციალური სიგნალია, რომელიც პუტინმა სამი წლის წინ ომის დაწყებიდან გააკეთა, რომ რუსეთმა შეიძლება უკან დაიხიოს თავისი მაქსიმალური მოთხოვნებისგან შეჭრის შესაჩერებლად“, - წერს გამოცემა.
პუტინის სიტყვებმა ვითარება იქამდე მიიყვანა, რომ აშშ-მა „მშვიდობიანი დარეგულირების“ წინადადება წარმოადგინა, რომლის ცალკეული დეტალები მედიაში მოხვდა.
ამავდროულად, ევროპელი მაღალჩინოსნები, რომლებიც Financial Times-ს ესაუბრნენ, შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა, აშშ-ის მხრივ დათმობას იყენებს, რათა ტრამპი პუტინის სხვა მოთხოვნების მიღებაზე დაითანხმოს და ისინი თავს მოახვიოს უკრაინას - მაგალითად, ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატოში გაწევრიანების აკრძალვა.
„ახლა კიევზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ დათმობაზე წავიდნენ, რათა ტრამპმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადოს“, - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ახლა დიდი მნიშვნელობა არა აქვს ლონდონში რას იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, რადგან მთავარ გადაწყვეტილებას მოსკოვში პუტინი იღებს. ალადაშვილი for.ge-თან ამბობს, რომ მშვიდობის დასადგურება მეტწილად კრემლზეა დამოკიდებული და ამას ტრამპი მშვენივრად ხვდება.
„პუტინმა მსოფლიოს უკვე აჩვენა, როგორ სწრაფად შეუძლია ამ ომში ცეცხლის შეწყვეტა და ისევ დაწყება. მან ეს „სააღდგომო ზავით“ გვაჩვენა, რომელიც 30-სთ-იანები იყო და ზოგიერთ ფრონტის ხაზზე დაარღვია, მაგრამ უკრაინელებმა გარკვეული შვება იგრძნეს, როცა საჰაერო თავდასხმები ისეთი ინტენსიური აღარ იყო. პუტინის არმიამ ამ 30 სთ-იან „მშვიდობის პაუზის“ დროს არ გამოიყენა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ, რაც უკრაინელებისთვის შვებაა. ამიტომ ახლა მოუნდათ საჰაერო განგაშების გარეშე, ღამით მშვიდი ძილი, რადგან გადაიწვა ხალხიც და ჯარიც. ამიტომ ყველა კარგად ხვდება და მათ შორის ტრამპიც, რომ რაც არ უნდა მოილაპარაკონ ლონდონში, მისი შედეგები თუ არ გაითვალისწინა პუტინმა, რუსეთ-უკრაინის ომი დროებითაც არ „დაპაუზდება“.
ტრამპი კი გამძვინვარებულია და ვნახეთ ისიც კი ათქმევინა მარკო რუბიოს, რომ ამერიკა ამ მოლაპარაკებებიდან გავაო. ახლა მისი პრესტიჟის საქმეა ამ ომში ცეცხლის შეწყვეტა, რადგან შეპირებული „24 სთ“-ის კი არა, 100 საპრეზიდენტო დღის განმავლობაშიც ვერ აჩერებს რუსეთ-უკრაინის ომს. ამიტომ ცდილობს, ზეწოლის პოლიტიკით დაიყოლიოს ამ შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე ერთი მხარე მაინც, რომ ის სერიოზულ დათმობებზე წავიდეს და საკუთარ მიღწევად გაასაღოს“, - ამბობს ალადაშვილი.
მისი თქმით, სამწუხაროდ, არსებობს მოლოდინი, რომ ამერიკა განსაკუთრებულ ზეწოლას იმ პოზიციებიდან გამომდინარე გააკეთებს, რაც უკრაინასთან უკავია. ამიტომ აშშ-ს დელეგაცია ეცდება ლონდონში ზეწოლა ყველაზე მეტად უკრაინელებზე მიიტანოს. ალადაშვილი ამბობს, რომ ტრამპი იმის მეასედსაც ვერ გაუბედავს პუტინს, რაც მან ზელენსკის თეთრ სახლში ჩაუტარა.
„ვიცით უკვე დასავლური მედიის ინფორმაცია, სადაც წერენ, რომ ლონდონის შეხვედრაზე ამერიკული მხარე უკრაინელებისგან მოითხოვს... რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე-ფაქტო დათმობას პუტინისთვის. ამერიკას ასეთი პოზიცია აქვს, რომ იქ მაინც უმეტესი რუსულენოვანი მოსახლეობაა და მას კიევი ისედაც ვეღარ აკონტროლებს, თერთმეტ წელზე მეტია და უკრაინელებს რაღა უნდათ ყირიმში. სწორედ ასეთია ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია და ეს უკვე უკრაინისთვისაც ცნობილია. ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ ლონდონის შეხვედრაზე პრეზიდენტ ტრამპის წარგზავნილმა ამერიკულმა დელეგაციამ კიდევ უფრო სერიოზული ზეწოლა განახორციელოს უკრაინელ კოლეგებზე. იქამდეც წავიდნენ, რომ რუსეთისთვის არა მარტო ანექსირებული ყირიმის, არამედ - უკრაინის ტერიტორიის 20%-ის, ანუ ოკუპირებული მიწების: ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსეთისთვის დათმობა მოითხოვონ. ვნახოთ, რას გაუძლებს უკრაინა“, - ამბობს ალადაშვილი.
..თან უკრაინას ფულს სთხოვენ კიდევ იქით
მილიონ ნახევარი დაუხოცეს ( დაჭრილები არ ითვლება) და თან ეუბნებიან ვალები დაგვიბრუნე ან მთლიანად უნდა გიყიდოთო
მოკლედ ვერ იყოფენ უკრაინას
უარეს გვიზამდნენ ჩვენ.......მით უმეტეს არაფერი არა გვაქვს იმათ მოსაწონ--დასაინტერესებელი
დედა გვექნებოდა ნატირები
მაქსიმუმ 20 წელში ესევე იტყვიან აფხაზეთ--სამაჩაბლოზეც----------------ოდესღაც აფხაზეთ სამაჩაბლო საქართველოსი ყოფილაო...
იქაური მკვიდრი მოსახლეობა,-(ლტოლვილები), რომ დაიხოცებიან
ჩვენ კიდევ ასე შორიდან ვუყუროთ თუ როგორ შორდება გემი ნაპირს....... მერე შვილიშვილები რომ შეგვეკითხებიან თქვენ რას უყურებდით აფხაზეთ სამაჩაბლოო რო იკარგებოდაო---- ვუპასუხებ ...მე დამხვრიტეს მეთქი და ,,გავიმართლებ,, თავს (გამგები გაიგებს)
ან მეორე ვარიანტი ვუპასუხოთ ....რომ --- ჩვენ მეგობრების რჩევით ,,სტრატეგიული მოთმინების,, მდგომარეობაში ვიყავთ, ველოდებოდით რუსეთი რო დაიშლებოდა და მერე ამერიკელი მეგობრები ხონჩით (პოდნოსით--ესე კარგად ჟღერს) რო მოგვართმევდნენ აფხაზეთ--სამაჩაბლოს-თქო.....
.აბა ამ თემაზე რუსეთთან დალაპარაკებას ხომ არ ვიკადრებდით-თქო--
დიახაც!!!!!!!!!!!! ...... ასე გმირული სიკვდილი სჯობა აფხაზეთ სამაჩაბლოს დაბრუნებას--თქო..
..აბა ეგღა გვაკლია იმ მატყუარა ჩათლახ რუსეთს თავი გავუყადროთ--თქო...
ხოოდა კი ვართ ასე გაღიმებულები.....,პლიუს კაციშვილიც არ გვეცილება ჩვენს ამ მდგომარეობას და ვიყოთ ასე ,, სტრატეგიული მოთმინების,, მდგომარეობაში და ვიყოთ, ...........რა გვენაღვლება რა....მეგობრებისა ხომ არ იკარგება რამე, ჩვენი იკარგება..
..და მიცურავს აფხაზეთ-სამაჩაბლო..... მიცურავს