4 მიზეზი, რის გამოც ყირიმი აფხაზეთი არ არის

4 მიზეზი, რის გამოც ყირიმი აფხაზეთი არ არის

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი ბრალს დებს რუსეთის მხარდაჭერილ ძალებს ყირიმში, რომ ისინი “აფხაზეთის ანალოგიური სცენარით მოქმედებენ”.მოსაზრება, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთის “მოდელი” შეიძლება გამოდგეს ყირიმში რუსეთის მოქმედების ასახსნელად, ფართოდ გავრცელებულია ასევე ბევრ მედია ექსპერტს შორის. 

მაგრამ აფხაზეთი ყირიმი არ არის, და რუსეთის მოტივაცია ამ ორ რეგიონში განსხვავებულია. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ “მოდელებზე” დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზებიდან გამომდინარე საბოლოო რეზულტატი (რუსეთის მიერ ყირიმის ჩაყლაპვა) არ მოხდება, თუკი უკრაინა თავის კარტებს სწორად გაითამაშებს. და აი რატომ:

1) ავტორიტეტული Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, აფხაზეთმა 1992-93 წლებში საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ სასტიკი სამოქალაქო ომი, მასშტაბური ეთნიკური წმენდის კამპანიები და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სხვა უამრავი სისატიკე გადაიტანა. ეთნიკურად ქართველ მებძოლებს მხარს უჭერდა ქართული სახელმწიფო. ეთნიკურად აფხაზ მებრძოლებს, როგორც ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები, რომლებიც რუსეთის საზღვრიდან გადმოდიოდნენ, ასევე თავად რუსეთის სახელმწიფოც, რომელიც მათ იარაღით ამარაგებდა, მებრძოლებს წრთვნიდა და ჰაერიდან ანადგურებდა ქართულ სამიზნეებს. ორგანიზაცია International Crisis Group-ის თანახმად, 8 000 ადამიანი დაიღუპა, 18 000 დაიჭრა, და 240 000 ადამიანი (დიდწილად ეთნიკური ქართველები) სახლებიდან გააძევეს. იძულებით გადაადგილებულთა უმრავლესობა დღემდე საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა ადგილებში, ცალკეულ თემებად ცხოვრობს და 2008 წლის მაისში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დევნილთა დაბრუნების უფლების აღსრულებისკენ მოუწოდა. იმავდროულად, რუსი “მშვიდობისმყოფელები”, რომლებიც თავდაპირველად ადგილზე გაეროს მანდატით და ქართველების თანხმობით იმყოფებოდნენ, შეტევითი მოქმედების ნიშნებს ავლენდნენ და წლების განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე რჩებოდნენ. ეს არის კონტექსტი ((ძლიერი ირიდენტისტული გრძნობები ქართველებს შორის, მხარდაჭერილი დასავლური და დასავლური ხაზის მქონე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ) მხარეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ეგზისტენციალურ შიშებთან ერთად, რომელმაც შექმნა ველი 2008 წლის რუსული ინტერვენციისთვის აფხაზეთში. 

ამის საპირისპიროდ, ყირიმმა პოსტსაბჭოთა ეპოქაში მშვიდობიანად შეაბიჯა. მაშინ როდესაც ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით ახლად გათავისუფლებული სუვერენული უკრაინის ფარგლებში სერიოზული იურიდიული დავა მიმდინარეობდა, როგორც ეს მეცნიერმა რომან სოლჩანიკმა აღწერა იმ დროს, ყირიმმა შეძლო და სამოქალაქო ომს თავი აარიდა. (ყირიმი 1954 წელს, საბჭოთა პრემიერის ნიკიტა ხრიუშჩოვის თვითნებური გადაწყვეტილებით გახდა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი). მაშინ როდესაც ყირიმელების უმრავლესობა ეთნიკურად რუსების სოლიდარულია, რესპუბლიკას არ აქვს ის ემოციური მოგონებები და ბრაზი, რაც აფხაზეთის სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდის საზოგადოებას გააჩნია. რაც იმას ნიშნავს, რომ ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებაა, დიდი ალბათობით, შეიძლება მიღებულ იქნას მშვიდობიანად და მოლაპარაკებების გზით, ვიდრე ეს ოდესმე იყო შესაძლებელი აფხაზეთის შემთხვევაში. 

2. აფხაზეთის მოსახლეობაში ეთნიკური რუსები არ დომინირებენ. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების თანახმად, 10%-ზე ნაკლები ადამიანი იდენტიფიცირებულია, როგორც ეთნიკური რუსი; საბჭოთა პერიოდშიც კი ეს მაჩვენებელი 20%-ზე მაღალი არ ყოფილა. ამის საპირისპიროდ, ბოლო უკრაინული აღწერით (2001) ყირიმელების 58% საკუთარ თავს ეთნიკურ რუსად მიიჩნევს. 
რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ირიბი გავლენის ხარისხი ყირიმზე არის ისეთი, როგორიც არასდროს ჰქონია აფხაზეთზე - ის სარგებლობს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სიმპათიით, რაც შეიძლება აისახოს ამ ავტონომიურ რესპუბლიკაში მაისში დაგეგმილ რეფერენდუმზე. ეს ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ის, რომ რუსული ეთნიკური ჯგუფები საკმაოდ მძლავრად არიან წარმოდგენილი უკრაინის კიდევ სხვა რამდენიმე პროვინციაში, ასევე ის, რომ უკრაინა თავისი ბუნებრივი აირის 70%-ით რუსეთზეა დამოკიდებული, რუსეთს არ სჭირდება ყირიმის ძვირადღირებული და სარისკო ოკუპაცია იმისთვის, რომ მისი ხმა გარანტირირებულად გათვალისწინებული იყოს უკრაინის მომავალში. 

3. მაშინ როდესაც 2008 წლის ომი სისხლიანი იყო, ის იყო ხანმოკლე, დიდწილად იმის გამო, რომ ქართული არმია უმალ დამარცხდა - ნაწილობრივ ქართული არმიის მოცულობის სიმცირის და შეზღუდული აღჭურვილობის გამო, მაგრამ პრობლემა კიდევ უფრო ღრმა აღმოჩნდა. პენტაგონის ომისშემდგომ ანგარიშში ნათქვამია (New York Times), რომ პრობლემას წარმოადგენდა “ცუდი მენეჯმენტი და არაკვალიფიციური ხელმძღვალობა”, რის გამოც ქართულმა არმიამ ვერ იბრძოლა, როგორც თანამედროვე ძალამ. ამ ფაქტორმა ადგილზე რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნასთან ერთად, რუსეთს აფხაზეთის ხელში ჩაგდება გაუადვილა. 

ამის, საპირისპიროდ, უკრაინას დღეს გაცილებით დიდი არმია ჰყავს, ვიდრე საქართველოს ჰყავდა 2008 წელს, როგორც ამას ForeignAffairs.com-ის სტატიაში ვწერდი. არანაირი აზრი არის იმაში, რომ რუსეთის რაციონალური ლიდერი (და ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრეზიდენტი პუტინი გონიერი და რაციონალურია, თუკი თანამდებობაზე მის ხანგრძლივ ყოფნას და მის მთელ რიგ ბოლოდროინდელ ტრიუმფებს გავითვალისწინებთ) ბედთან თამაშს დაიწყებს ინტერვენციით, რაც უკრაინის სამხედრო ძალების პასუხის პროვოცირებას მოახდენს. 

4. და ბოლოს, 2008 წელს, საქართველოს მართავდა იმპულსური პრეზიდენტი, რომლის პროვოცირება და გაბრაზება იოლი იყო. მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური მომავლის მიზნად დაისახა საქართველოს სამოქალაქო ომამდელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. პუტინი ძიუდოს ოსტატია, რომელმაც იცის როგორ უნდა წააქციოს მოწინააღმდეგე ისე, რომ მისივე წონა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. მან იცოდა, რომ შეეძლო სააკაშვილი პირველ ნაბიჯზე წაექეზებინა (ამის შესახებ ევროკავშირის დამოუკიდებელ საგამოძიებო ანგარიშშია მითითებული, რომელიც 2008 წლის ომის გარემოებებს სწავლობდა). 

ამ ყველაფრის გამო, უკრაინის დროებით ხელისუფლებას შეუძლია უზრუნველყოს ის, რომ ყირიმი აფხაზეთი არ გახდეს და შესაბამისად თავიდან აირიდოს ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის ტერიტორიული მომავლის ირგვლივ. სიმშვიდის შენარჩუნებით და ყველაფრის გაკეთებით იმისათვის, რომ აღკვეთოს ძალადობის გაჩაღება ყირიმის რუსული უმრავლესობის მიმართ, მას შეუძლია მოსკოვს ლოდინით მოუგოს. 

გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც ამის შესახებ რუბრიკაში Monkey Cage ოქსანა შეველი წერდა, მოსკოვის ინტერესებში არ შედის ისეთი ტვირთის წამოკიდება, როგორიცაა ყირიმის ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობის მართვა, იმ მრავალრიცხოვანი თათარი მოსახლეობის გათვალისწინებით, რომლებისთვისაც რუსეთის კონტროლი კატეგორიულად მიუღებელია. თუკი კიევში მკაფიოდ განაცხადებენ, რომ მათთვის მისაღებია სუვერენული უკრაინის ფარგლებში ყირიმის ავტონომიის სტატუსის გადახედვა (და განსაკუთრებით, თუკი კიევი მხარს უჭერს 2010 წლის ხელშეკრულებას მოსკოვთან, რომლის თანახმად რუსეთის შავი ზღვის ფლოტი რჩება ყირიმის სევასტოპოლის ბაზაზე 2042 წლამდე), რჩება იმის იმედი, რომ ყირიმის მიმდინარე კრიზისი რუსეტის ინტერვენციის გარეშე გადაწყდება.


foreignpress.ge