თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადება

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი იმედა მურვანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რიგითი იმედა მურვანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. 1993 წელს დაბადებული ქართველი სამხედრო III ქვეით ბრიგადაში საკონტრაქტო სამსახურს გადიოდა. იგი შაბათ-კვირით დათხოვნაში საკუთარ სახლში, ახალციხეში იმყოფებოდა და ხვალ, 4 მარტს, დილით მოწყობაზე ბრიგადაში უნდა გამოცხადებულიყო.