„ღარიბაშვილის-ობამას შეხვედრის შემდეგ სააკაშვილს ფსიქიური აშლილობა დაემართა“

„ღარიბაშვილის-ობამას შეხვედრის შემდეგ სააკაშვილს ფსიქიური აშლილობა დაემართა“

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გამოჩენამ საქართველოში „ნაციონალურიმოძრაობის“ მომხრეებს და მაიდანზე შეკრებილ უკრაინელ ხალხსხელისუფლების მიმართ პროტესტი კიდევ უფრო გაუმძაფრა, რადგანაც ეს იყო პირველი შემთხვევა სამი თვის განმავლობაში, მიმდინარე საპროტესტო აქციებისას, როცა ასე საჯაროდ ყოფილი ექს-პრეზიდენტი გამოვიდა უკრაინელი ხალხის წინაშე.

სამთვიანი პროტესტით დაღლილი უკრაინელი ხალხი მაიდანზე მიხეილსააკაშვილის გამოჩენას დიდი ოვაციითა და ტაშით შეხვდა. ამით შეგულიანებული მიხეილ სააკაშვილი მისთვის ჩვეული მანერით ხალხში გაიჭრა და ზოგიერთ მათგანს გაესაუბრა კიდეც. უმეტესობა მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ექსპრეზიდენტსააკაშვილს ხაზინის ქურდიც კი უწოდა. მოხდა ერთი უხერხული შემთხვევა: მაიდანზე ტელეკამერების თანდასწრებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პირდაპირ ჰკითხა: მითხარი, თუ კაცი ხარ, როგორ გახდი მილიარდერიო. ამ შეკითხვამ მიხეილ სააკაშვილი შეაკრთო და დააბნია. ამაზე ინფორმაცია უკრაინაში მოქმედმა ყველა ბეჭდურმა თუ ინტერნეტმედიამ გაავრცელა. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები თავისი პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის გამოეყენებინა, კრახით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოზე მრავალი გულისამაჩუყებელი ფრაზა გააჟღერა.

„მე საქართველო თავის ყველა უჯრედითმენატრება“. მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებამ სოციალურ ქსელებში ცხარე დებატები გამოიწვია. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ათასობით ინტერნეტმომხმარებელმა ფარისევლად მოიხსენია. ყველა კომენტარს თან ახლდა შეფასება: „თუ ასე უყვარდა საქართველო თავის ყველა უჯრედით, მაშინ 9წლის განმავლობაში რატომ გაძარცვა?“, „ეს ფარისეველი, ტყუის რომსაქართველო ენატრება თავის თითოეული უჯრედით, როცა საქართველოსძულს მთელი თავისი არსებით“. „საშუალება რომ ჰქონდეს მიხეილსააკაშვილს, ისევ დუბინკით და ცოცხით მოახდენდა მთელი ქართველი ერისგაუპატიურებას“... იყო ისეთი კომენტარებიც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიძულვილით იყო სავსე. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ მათი გამოქვეყნება, თუმცა ინტერნეტსივრცე ხსენებული „მარგალიტებითაა“ მოფენილი. ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობის გამო, ცოტა ხნის წინ, უკრაინის იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სხვა„ნაციონალებთან“ ერთად, „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და მას ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ კი, მას მაიდნისკენ გზა გაეხსნა და ტრიბუნა როგორ გამოიყენა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. რაც შეეხება მის ადგილსამყოფელს და უკრაინაში მისი მასპინძლის ვინაობას: „ექსკლუზივ ნიუსს“ სააკაშვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა პიროვნებამ განუცხადა, რომ მას ყოფილი პრეზიდენტი და თავის შვილის ნათლია ვიქტორ იუშჩენკო მასპინძლობდა და ის მაშინაც მის გვერდით იდგა, როცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეხვედრებს უყურაო. მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მეტად ჯო ბაიდენსა და ჯონ მაკკეინზე გაბრაზდა, მათ სულ თაღლითები და მამაძაღლები უწოდაო. მე მაგათ დედას ვუტირებო. სააკაშვილი ირაკლიღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს ისე გაუღიზიანებია, რომ ვერანაირი წამლის დოზის მომატებამ ვერ უშველა და ის ალკოჰოლს და ნარკოტიკს ისე მისძალებია, რომ ძლივს გადაარჩინეს ექიმებმაო. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება, გარდა იმისა, რომ მას ძლიერი ემოციური შოკის გამო, ნერვული შეტევა განუვითარდა და ამჟამად მძიმე დეპრესია აქვს.

მოკლედ, გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ექს-პრეზიდენტი მიხეილსაკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საქართველო-ამერიკის ლიდერთა წარმატებულმა შეხვედრებმა განაპირობა. საქართველო გაწევრიანდება ევროატლანტიკურ ალიანსში, ამის შესახებ საქართველო-ამერიკის ლიდერთა შეხვედრისას ითქვა, ჰოდა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილიგაგიჟდეს, აცხადებს ჩვენთან საუბარში კონფიდენციალური წყარო. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკურ ლიდერებს ქვეყნის წინსვლა და წარმატება აღიზიანებთ. თუმცა საზოგადოების გონიერი ნაწილი სხვას არც ელოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან.