შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული რეზო ნ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორის რაიონის სოფელ ჭვარებში დააკავეს.

სამართალდამცველებმა რეზო ნ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ბრაუნინგი“-ს სისტემის „მოდ 1922“-ის მოდელის პისტოლეტი, 5 საბრძოლო ვაზნა, „ბარსი“-ს მოდელის კარაბინი და „ეფ-1“-ის ტიპის 3 მსხვრევადი ხელყუმბარა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).