შსს-მ დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1971 წელს დაბადებული გენადი ჟ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქუთაისში, მშენებლის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასანთის 44 კოლოფში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 69,35 გრ მარიხუანა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).