ტედ პო: „ჩვენი სურვილია, საქართველო შევიდეს ამ კარში და გახდეს ნატოს წევრი“

ტედ პო: „ჩვენი სურვილია, საქართველო შევიდეს ამ კარში და გახდეს ნატოს წევრი“

„ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ამერიკაში, ვერ აცნობიერებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ნატოს ავღანეთის მისიაში. მართლაც, ჩემი აზრით, არაფერი არ აკავშირებს ერებს ისე, როგორც გვერდიგვერდ ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ და საერთო მიზნების მსახურება. საქართველო ამას აკეთებს ავღანეთში და ისინი კვლავაც იქნებიან ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს წვერი სხვა ქვეყნების ძლიერი მოკავშირეები. მნიშვნელოვანია, რომ წავახალისოთ საქართველო და სხვა ქვეყნები. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ რუსები მსოფლიოს სხვა კუთხეში, ახლა უმიზნებენ უკრაინას, თუმცა, ეს სულ სხვა საკითხია, რომელსაც ჩვენ დღეს აქ არ განვიხილავთ, მაგრამ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს და წავახალისოთ მისი გაწევრიანება ნატოში. მე და კონგრესმენმა კიტინგმა წარვადგინეთ რეზოლუცია, რომელშიც მხარდაჭერილია ნატოში საქართველოს მიღება. ჩვენი სურვილია ამ რეზოლუციის სწრაფად დამტკიცება. ეს არის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა, ეს არის პარტიათა შორის ურთიერთობის მაგალითი, რომლის სულისჩამდგმელები არიან რესპუბლიკელი ტეხასიდან და დემოკრატი მასაჩუსეტსიდან. ჩვენ ერთ ენაზეც კი არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ამ საკითხმა გაგვაერთიანა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას და გვინდა კონგრესის წევრებმაც დაგვიჭირონ ამაში მხარი. ყველა იმ მიზეზის გამო, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და ნატოსთვის, არამედ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ქართველ ხალხთან ჩვენი პარტნიორობისთვისაც“, - აცხადებს კონგრესმენი ტედ პო.

ვაშინგტონში ორმა გავლენიანმა, რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენმა პრესკონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართეს. რეზოლუცია რომელიც კონგრესმენებმა  წარადგინეს გულისხმობს 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას.