არასაექსპერტო ფიქრები უკრაინაზე

არასაექსპერტო ფიქრები უკრაინაზე

უკრაინაშიც და მის ფარგლებს გარეთაც  უკვე ყველას დაავიწყდარა საბაბით შეიკრიბა მაიდანზე ხალხისაბაბი ამ შემთხვევაში «გაყალბებული არჩევნები» კიარ იყოარამედ ისრომ იანუკოვიჩმა«ევროპას უღალატა». ღალატი იმაში მდგომარეობსრომ მან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვაევროპათავის მხრივდარტყმის ქვეშ აღმოჩენილი უკრაინული მრეწველობის გადასარჩენად თანხის გაღებას არ აპირებდარუსეთმა უკრაინას გაზიც გაუიაფა და 15 მილიარდი ევროც გამოუყოშედეგი ასეთიარუსეთიცუდიაევროპა _ კარგი და სათნო.

 «რუსეთს უნდაგავლენა გააძლიეროს უკრაინაზე _ გაიძახიან ჩვენი ადგილობრივი «ინტეგრატორები» (ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრენი), თუმცა ისინი ცოცხალი თავით არ იმჩნევენ, რომ გავლენას უკრაინაზე რეალურად შეერთებულიშტატები და ევროკავშირის ბირთვის სახელმწიფოები აძლიერებენ.

ვიქტორია ნუდელმანის (ეს გვარი ჰქონდა, ვიდრე ნულანდად გადაიკეთებდა) ხელით მაიდანზე დარიგებული პურ-ფუნთუშეული, სავარაუდოდ, დამშეულ უკრაინას დიდხანს არ გაჰყვება, ხოლო ეს დამშევა რომ რეალურია, ამაზე მხოლოდ ბულგარეთისა და რუმინეთის მაგალითებიც იკმარებს. იქ ადგილობრივი წარმოება გაჩერებულია, მოსახლეობა სიღატაკის ზღვარს მიღმაა, ახალგაზრდობა ქვეყნიდან გარბის.

და მაინც – რისთვის იდგნენ ადამიანები მაიდანზე?

ევროპაში უვიზო მიმოსვლისთვისევროპულად მაძღარი ცხოვრებისთვის?იდეალებისთვის?

ახლა ეს ყველაფერი რეალურია?

თუ _ პირიქით?

ჯინ შარპის სახელმძღვანელოდ ქცეულმა «ხელისუფლების არაძალადობრივი შეცვლის» ტექნოლოგიამ აზრი დაკარგა; ხელისუფლება ძალადობრივად შეიცვალა, «მშვიდობიანი მომიტინგეები», რომელთა უფლებების დაცვასაც დასავლეთიმოითხოვდასინამდვილეში ბოევიკები აღმოჩნდნენ.

ქვეყანა დაშლის ზღვარზეა და დღეს უკვე ევროპა რუსეთს მიმართავსრომ არდაუშვან უკრაინის გაყოფა.

დღეს ევროპა უკვე იმასაც ხვდება, რომ უკრაინის ალტერნატივის წინაშე დაყენება _ ან რუსეთი, ან ევროპა, შეცდომა იყო. შეცდომა იყო იმ ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელსაც მაიდანი ყურს არ უგდებს. ახლა ერთი ნაბიჯი რჩება მოფაშისტო ელემენტებთან მოლაპარაკებამდე და ეს უთუოდ «ევროპული არჩევანი» იქნება. რას იზამ, თავად ფაშიზმიც ხომ ევროპული გამოგონებაა!

ბანდერას პორტრეტები და ტრანსპარანტები გაცილებით უკეთ მეტყველებს იმაზე, თუ რა ხდება კიევში, ვიდრე ევროჩინოვნიკთა სტერილური განცხადებები.

ციხიდან ინვალიდის ეტლით მაიდანზე გამოცხადებულ იულია ტიმოშენკოს დიდპოლიტიკაში დაბრუნება ესიზმრებამაიდანი კი წერილობით პასუხობსრომ მისიკანდიდატურა არ განიხილება _ უკრაინის პრეზიდენტი ვერ იქნება კორუფციაშიეჭვმიტანილიიულიას კი უკვე გადაავიწყდარომ ხერხემლის სერიოზულიდაავადება აქვს და ეტლში ისეთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ზისრომელზეცხერხემლის მცირე პრობლემითაც კი ვერ შედგებოდა. «ყველაზე მეტი, ახალ პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარეობას დაკმაყოფილდიო,» _ მისწერა მაიდანმა უსტარი იულიას, ანგელა მერკელს კი ახსოვს, რომ ტიმოშენკოს მკურნალობა ესაჭიროება და გერმანიაში ეპატიჟება.

მსხვერპლის როლში და ინვალიდის ეტლში მჯდომი იულია კვლავაც იბრძვის. მეორე მხარეს კი კლიჩკო, იაცენიუკი და ტიაგნიბოკი დგანან. ებრაელებმა უკვე დაამუნათესევროპა ნაცისტების მხარდაჭერისთვისმაგრამ ევროპა იხტიბარს არ იტეხსარცბანდერას მომხრეებს იმჩნევს და არც იმათვინც ხმამაღლა აცხადებსრომ არდაუშვებსსხვა ეროვნების ხალხმა უკრაინაში რამეზე პრეტენზია განაცხადონ!

სად არიან ამ დროს ჩვენებური «ტოლერანტობის მამები და მამიდები»? _ მორცხვად დუმან ნაციონალიზმის გამოვლინებებზე, მაგრამ გულით ხარობენ მაიდნის გამარჯვებაზე.«იულია გამოვიდაესე იგი ვანოც გამოვა _ ამ აზრის გაგრძელება მათთვის საამურია:«ნაციონალური» ხელისუფლება დაბრუნდება!

ვერავერ დაბრუნდება!

ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკრაინელი ოპოლიდერები თუ ჯერ არავინ იცის, რისი გამკეთებლები არიან, «ნაციონალების» ცხრაწლიანი მოღვაწეობა მთელი საქართველოსთვის არის ცნობილი და მის გამეორებას არავინ დაუშვებს.

მეორეც, დასავლეთი ამჯერად უკრაინაში კოაბიტაციას როდი ითხოვს, საქართველოსგან განსხვავებით. იქ რევოლუციაა, ჩვენთან _ ორი პროდასავლური ძალის თანაარსებობა. ივარაუდება, რომ ასე იქნება დიდხანს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ხალხს ყელში არ ამოუვა და ორივეს არ გარეკავს.

«რუსეთის სამხედრო ჩარევა უკრაინის საქმეებში სერიოზული შეცდომა იქნება», _ აცხადებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი სიუზენ რაისი. სახალისოა, რომამას იმ ქვეყნის წარმომადგენელი ამბობსრომელიცბოლო 20 წელიამხოლოდსერიოზულ შეცდომებს უშვებს მსოფლიოს ყველა კუთხეში.

ახლა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის კრედიტის გამოყოფის საკითხს განიხილავს, ოღონდ უცნობია, რა დაუჯდება უკრაინას ეს «დახმარება». რუსეთმაპირველი სამმილიარდიანი ტრანშის შემდეგ პაუზა აიღო და შემდეგი ტრანშისგახსნას არ ჩქარობსმართლაც გაუგებარიავის ხელში აღმოჩნდება ეს თანხა დარას მოხმარდება.

საქართველოში ძალიან კარგად იციან, რა მოსდევს რუსეთის ჯიბრზე მოქმედებას. ამ «საქველო» საქმეში სააკაშვილს დღეს დასავლეთმაც აუწყო ფეხი და შუაგულ ევროპაში სირია გაიმეორა. ეს იმ ბავშვის საქციელს ჰგავს, დედის ჯინაზე რომ შარვალში ჩაისვარა.

რა სიკეთეს უქადის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება უკრაინას?აღმოსავლეთის სამრეწველო კომპლექსირომლის პროდუქცია მთლიანადრუსეთის ბაზარზე გადისისევე გაჩერდებაროგორც ევროკავშირის სხვა ახალწევრებშიუკრაინის 48-მილიონიანი ბაზარი გაიხსნება ევროპულიპროდუქციისთვისსამუშაო ადგილები დაიკარგებასაერთაშორისო სავალუტოფონდი საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას და ტარიფების გაზრდას მოითხოვს.სამაგიეროდ, უკრაინის წიაღისეული მთლიანად ევროპელი მწარმოებლების ხელშიგადავა. რუსეთმა ეს ყველაფერი ელცინის მმართველობისას გაიარა და წლები დასჭირდა სიტუაციის შემობრუნებას, რომ ქვეყნის რესურსებს ქვეყანაზე ემუშავა და არა უცხოელ ბიძიებზე.

მავანი იტყვის, რომ ეს მეტისმეტად შავი სცენარია, მაგრამ, საუბედუროდ, თანამედროვე სამყაროში სხვა სცენარები არ მუშაობს. პირიქით, დემოკრატიას მხოლოდ მათ უქებენ, ვინც საკუთარ რესურსებს განვითარებულ ქვეყნებს ჩუქნის, თუ არა და, «დემოკრატიის იმპორტიორები» მის შემოსატანად მზად არიან!

ის, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს, მწვანე ქალაქში ბოლო დღეებში ხდებოდა, 1991-92 წლების თბილისურ ზამთარს წააგავდა, 2003 წლის «მშვიდობიანი პროტესტის» საკმაზით. მოქმედი პირნი და შემსრულებლებიც საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. იქაურ რევოლუციონერებში არ ჭირს ჩვენებური «თავისუფლების ინსტიტუტისა» თუ სხვა პერსონაჟების ამოცნობა. რას იზამ, ყველას თავისი მეხუთე კოლონა ჰყავს, ოღონდ კასტინგს ერთსა და იმავე ადგილას გადიან! ისევ ის თამაში რელიგიის საკითხებით, ისეთივე შეუპოვარი მებრძოლი ათეიზმი _ ამჯერად ლოცვითა და შეჩვენებებით გაწყობილი!

ამასობაში კი ჩვენი «მეოცნებეები» საინტერესო აღმოჩენას აკეთებენ: «ავსტრიელი კოლეგაჰაიდემარია გიურერი შეგვეკითხახომ არ ახორციელებს ქართული ეკლესიარუსეთის ინტერესებს», _ განაცხადეს პარლამენტის ვიცესპიკერმა ზურაბ აბაშიძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ.ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთევროპის ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორსელჩ ჰაიდემარია გიურერსინფორმაცია ამის შესახებ მაიდნის ქართველმა ქომაგებმა – ჩიორათაქთაქიშვილმაგიორგი კანდელაკმაგია ბარამიძემ და აკო მინაშვილმამიაწოდეს.

«როდესაც ჩვენ ვართ ხოლმე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, იმავე ნატოში, ევროკავშირში ან სხვაგან, ჩვენი კოლეგები საპარლამენტო უმცირესობიდან, ოდიოზური პერსონაჟები, პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია პუტინისა და კრემლის ინტერესების მთავარი გამტარებელია და ამავე დროს, მთავარი დამაბრკოლებელი ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაციისთვის. ასეთ განცხადებებს აკეთებენ «ნაციონალური მოძრაობის» ის წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე ხშირად დადიან საზღვარგარეთ, არიან დელეგაციების შემადგენლობაში და პარტიაში საერთაშორისო პორტფელი აბარიათ. ესაა, გნებავთ, კანდელაკი, ბარამიძე, მინაშვილი, თაქთაქიშვილი და სხვები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში არიან ჩართულნი», _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დიახ, ისინი ერთნაირები არიან, იმიტომაც მიუწევთ გული მაიდნისკენ. იმიტომაც ხარობენ იმ ქაოსით, რომელმაც კიევში დაისადგურა. მათი ლოზუნგია  «რაც _ უარესი, მით უკეთესი»! მათ იციან, რომ მაიდანი ოდენ დეკორაციაა, აუცილებელი «მასოვკა», ქვეყნების ბედს კი ნუდელმანები, მესამე კლასის მოხელეები წყვეტენ და მთელ ევროპას გინებით მოიხსენიებენ.

შეგინებულ ევროპაში სწრაფვა კი «ეროვნულ ამოცანად» არის აღიარებული.ჩვენები ასეთ შემთხვევაში ამბობენ _ «არჩეულ კურსს არ გადავუხვევთ»! ნუგადაუხვევთთავით შეასკდითამ კედელზე ლაპარაკობდა სწორედ პატრიარქი,რომ არ არის აუცილებელი შეასკდეზოგჯერ შეიძლება შემოუარო კიდეც! თუმცა ეს «პუტინისა და კრემლის ინტერესების გატარება» ყოფილა. შეასკდით კედელს პატრიარქის ჯინაზე! მარტო თქვენ რომ ასკდებოდეთ, დიდად არ ვიდარდებდი, მაგრამ თქვენ მთელ ქვეყანას ახეთქებთ თავით იმ კედელს, რომლის შემოვლაც შეიძლება!

ხომ გაიმარჯვა მაიდანმაროდის ასრულდება იქ მდგომი ადამიანების ოცნება?

დაახლოებით მაშინროცა «ქართული ოცნება» შეასრულებს თავის ყველადანაპირებს!

უკრაინა საქართველოსთან შედარებით კი არა, ევროპული მასშტაბებითაც უზარმაზარი ქვეყანაა. იქაური ოცნებების ასრულება ბევრად უფრო საძნელოა, ვიდრე საქართველოს მთელი მოსახლეობის პრობლემების მოგვარება.

განმეორდება თუ არა თბილისში მაიდანი?

არ განმეორდებარადგან 1991-92 წლებში ნანახი ზაფრის შემდეგ ჩვენიმომიტინგეები ისე გამოდიან ქუჩაში პროტესტითრომ «ხიდან ფოთოლი არვარდება». და ეს კარგი ტრადიციაა.


არავინ ააოხრებს თბილისს იმისთვის, რომ შლეგები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ევროპა კი... ევროპა უკრაინასთან უფრო ახლოს არის და იქ უფრო მალე გამოჩნდება, რა იყო მაიდანზე ნამდვილი და რა _ ყალბი, როგორც იულიას ნაწნავი.