შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ სემინარზე სიტყვით გამოვიდა

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ სემინარზე სიტყვით გამოვიდა

თბილისში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს და არასამთავრობო ორგანიზაციების – „ევროპის სახლი“ და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით, საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ სემინარი გაიმართა.
სემინარი მიზნად ისახავდა ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტების და დაინტერესებული ბიზნესპარტნიორების შეხვედრებს, გამოცდილების გაზიარებას და კონტაქტების დამყარებას საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობების მიზნით. სემინარზე განიხილეს როგორც საგზაო უსაფრთხოების თემები, ასევე საგზაო მოძრაობის მენეჯმენტი, მაგალითად, საცობების და საჯარო ტრანსპორტის თემა ქალაქებსა და გზატკეცილებზე.
სემინარის მეორე ნაწილი “ევროპის სახლში“ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ჰანს ჰორბახი და პროფესორი ფრედ ვეხმანი. ამის შემდეგ საგზაო უსაფრთხოების თემისადმი მიძღვნილი გამოფენა „A-დან B-მდე“ გაიმართა.
სემინარი სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, ჰანს ჰორბახის და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას სიტყვით გაიხსნა, რის შემდეგაც პრეზენტაცია წარადგინეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანმა, ნიდერლანდების ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტმა ჰანს ხოტხელფმა. საგზაო უსაფრთხოების სფეროში წამყვანი ჰოლანდიური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე, საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაზე, მენეჯმენტზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მობილურობის გაზომვის სისტემებზე.