უკრაინის დრამის ფონზე, ობამა საქართველოს ლიდერს ხვდება

უკრაინის დრამის ფონზე, ობამა საქართველოს ლიდერს ხვდება

ორშაბათს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ხვდებოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს მოულოდნელი დისკუსია უკრაინაში მიმდინარე ძვრების ფონზე გაიმართა, ამბობს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. 

ბატონებმა ობამამ და ღარიბაშვილმა - ეს უკანასკნელი თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდებოდა - ისაუბრეს უკრაინაზე, ხელისუფლების ბოლოდორინდელ ცვლილებაზე საქართველოში, ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების გაზრდის შესაძლებლობა, ამბობს ადმინისტრაციის ჩინოვნიკი. 

ბ-ნ ობამასთან შეხვედრა მიზნად ისახავდა იმის ხაზგასმას, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო მაგალითია ისეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისა, რომელმაც წარმატებულად განახორციელა დემოკრატიული გარდაქმნები და დასავლეთს უახლოვდება. 

უკრაინამ ეს ესაა გადაიტანა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა მისი მომავლის წინააღმდეგ ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად, რომლებიც მთავრობაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ. კიევს დღეს გადაუდებელი საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. 

ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა, რეპორტიორებთან შეხვედრისას, უკრაინისთვის დახმარების ორ ძალისხმევაზე ილაპარაკეს: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პაკეტი და “დამატებითი” დახმარება აშშ-ისა და ევროპისაგან. 

ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ უკრაინამ შეიძლება მიიღოს იმ მოუცულობის დახმარება, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას, და ივარაუდა, რომ დახმარების მოცულობამ შეიძლება გადააჭარბოს იმ 15 მილიარდ დოლარს, რომელსაც რუსეთი ჰპირდებოდა კიევს. 

“ჩვენ არ გვაქვს დღეს საშუალება ვილაპარაკოთ კონკრეტულ თანხებზე, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ უკრაინის ეკონომიკას მომავალი ორი წლის განმავლობაში სერიოზული დახმარება დასჭირდება”, გვითხრა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენიფერ პსაკიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაციას კონგრესის მხარდაჭერა დასჭირდება იმისათვის, რომ შეუერთდეს ევროპულ ქვეყნებს უკრაინისათვის დამატებითი დახმარების შეგროვების საქმეში, დამოუკიდებლად მსოფლიო სავალუტო ფონდისგან. 

დახმარების ორივე ფორმა (მსოფლიო სავალუტო ფონდის დახმარებაც და დამატებითი ფინანსური დახმარება აშშ-ისა და ევროპისაგან) გათვალისწინებულია უკრაინის გარდამავალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ. 

ობამას შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმინისტრთან, ლიდერებმა ისაუბრეს ასევე ავღანეთზე, და ბ-ნმა ობამამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერის მიმართ, თქვა ჩიინოვნიკმა. 

ბ-ნი ბაიდენი გეგმავს ასევე ცალკე შეხვედრებს მოლდოვას პრემიერმინისტრ იური ლიანკესთან და შვეიცარიის პრეზიდენტ დიდიერ ბურკჰალტერთან, რომელიც იმავდროულად ევროპაში თანამშრომლობის და უსაფრთხოების ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ობამა ამ შეხვედრებს სავარაუდოდ არ დაესწრება. 


foreignpress.ge