თვითთმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, არჩევნები 15 ივნისს ჩატარდება. მმართველმა გუნდა მერობის კანდიდატურა საზოგადოებას უკვე წარუდგინა. ახლა დავით ნარმანია შეეცდება მოიპოვოს თბილისელების ნდობა და გახდეს თბილისის მერი.
ამ დრომდე უნცობია ვის დაუპირისპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი კოალიციის კანდიდატს. თუმცა, არაოფიცილაურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა უმცირესობის გამოკვეთილი ლიდერი, გიორგი ვაშაძე იყოს. თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატი ეყოლება არასაპარალამენტო ოპოზიციას.
პარალამენტს გარეთ დარჩენილი ძალები გაერთიანებული ძალებით შეეცდებიან იბრძოლონ თბილისის მერობისთვის. მათ კანდიდატი ჯერჯერობით არ ჰყავთ. ვინაიდან, მათ მიერ შერჩეული კანდიდატისგან, მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებლისგან, ლევან გაჩეჩილაძისგან უარი მიიღეს. თავად გაჩეჩილაძე ამ დრომდე ჟურნალისტებთან არ ჩნდება. თუმცა, როგორც მასმა უახლოესმა მეგობარმა, უმარავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა for.ge-ს განუცხადა ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის ბრძოლას არ აპირებს.
ბატონო ზაზა, დღესაც ვერ განიხილავთ ნარმანიას თბილისის მერის კანდიდატად?
ზაზა პაპუაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა თავისი კანდიდატი. მე ამ კანდიდატთან დაკავშირებით გამოვთქვი ჩემი აზრი. ეს არ იყო შეურაცმყოფელი, ეს იყო ჩემი პოზიცია. რაც ვთქვი ეს იყო, რომ მე მას მერობის კანდიდატად ვერ ვხედავ.
დღესაც იგივე აზრზე ხართ?
- როდესაც გუნდი ასახელებს, პოზიციებიც გამოითქმევა, მაგრამ თუ გუნდის უმრავლესობა ამ აზრზეა და ასე ყალიბდებიან, გუნდის უმრავლესობას უნდა გაუწიო ანგარიში.
ანუ ნარმანიას კანდიდატურას მხარს იმიტომ უჭერთ, რომ გუნდს გაუწით ანგარიში?
- რაც არ მიყვარს, ეს ჩაკირკიტებააა. ჩემი პოზიცია იყო - გუნდმა დაასახელა და გუნდს უნდა გაეწიოს ანგარიში. ჩვენ ვართ ადამიანები და ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. პატიოსანი ვარ საკუთარ თავთან, იმ ადამიანებთან ვისთანაც მაქვს ურთიერთობა. ასე რომ, ჩემი თავისუფლება იმაში გამოიხატება, რომ პატიოსნად ვამბობ ჩემს სათქმელს. გუნდი როდესაც წყვეტს ასეთ პრობლემას, უმრავლესობას ეწევა ანგარიში.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ შესაძლოა ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა დაასახელოს. თქვენ, როგორც მის მეგობარს რა ინფორმაცია გაქვთ, ემზადება გაჩეჩილაძე არჩევნებისთვის?
- არ ვიცი ვინ არიან, რას აპირებენ. არც ის ვიცი, ვისი კანდიდატურის წამოყენებას აპირებენ. ეჭვი მეპარება, რომ ლევანზე იყო ლაპარაკი. საერთოდ, ერთ რამეს ვამბობ, რომ ლევანი ჩემი მეგობარია, ჩემი ძმაკაცია და დაანებონ მისი სახელით მანიპულირებას თავი. ძალიან კარგად ვიცი ლევანის პოზიცია. ამ თემატიკას საერთოდ არ ეკარება. მის გარეშე, მის სახელს როცა მოუნდებათ და გაახსენდებათ, მაშინ ნუ ახსენებენ.
თუ იკრიბებიან და კოალიციას აკეთებენ, მაშინ კეთილი ინებონ და მონახონ თავიანთ რიგებში მერის კანდიდატურა, რომელიც იქნება მათი საყრდენი. როცა დასჭირდებათ ლევან გაჩეჩილაძეს ათას ჭორს მოუგონებენ, ლამის გაწირავენ. მერე, თურმე, გაახსენდებათ, რომ მერობის კანდიდატად ლევანი ხომ არ დავაყენოთო. ვურჩევ მათ, დაანებონ თავი ლევანის სახელით მანიპულირებას. მან იმდენი რამე გადაიტანა, იმდენი ტკივილი, შეურაცყოფა ნახა, რომ ვაჟკაცურად და კაცურად გაერიდა ყველაფერს და წუწუნი არ დაუწყია.
სამწუხაროდ, ეს კაცი ბევრ სიტუაციაში მიტოვებულია. დაანებონ თავი! მან ღირსეულად, რა სჯეროდა და როგორც სჯეროდა, ვაჟკაცურად, მთელი ფსონი, ფინანსური თუ ადამიანური რესურსი დადო იმ ბრძოლაში. როცა მოუნდებათ, გაერთიანდებიან და გაახსენდებათ ლევანი, ასე არაა. ლევანის სახელის გაჟღერებას, ლევანთან და მის სამეგობროსთან შეუთანხმებლად, მოერიდონ.
თქვენ ბრძანეთ, რომ იცით ლევან გაჩეჩილაძის პოზიცია, ანუ არ გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას?
- არ აპირებს. უახლოეს მეგობარასაც არ აქვს იმის უფლება, ლევანის სახელით ილაპაროკს. ლევანს თუ მოუნდება ამ თემაზე საუბარი, ის თვითონ ისაუბრებს. ძალიან კარგად ვიცი მისი პოზიცია. მის აზრში და ფიქრში ეს არაა.
თუკი გაჩეჩილაძე არ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, მაშინ რატომ ვრცელდება ეს ინფორმაციაა?
- კიდევ ვამბობ, როდესაც ვიღაცას ერთ ადგილზე რაღაცა კვერცხები მოაწვება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ წუთში ლევან გაჩეჩილაძე ახსენოს. მე და ჩვენი სამეგობრო ამ ადამიანის სახელს და გვარს ვუფრთხილდებით და რა იწერება მედიაში, არ ვიცი. თუ რამეს მოიფიქრებს ლევანი, ენაც აქვს, გონებაც, ენერგიაც და თვითონ ჩამოაყალიბებს. მის მაგივრად ნურავინ ნუ ილაპარაკებს. თუ რამის თქმა უნდა, არა მგონია, რომ ეს გაუჭირდეს და ვინმესი შეეშინდეს. მას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ნებისმეირ თემასთან დაკავშირებით.
ამ ადამიანმა, მისმა ოჯახმა და მეგობრებმა ბევრი ჭუჭყი აიტანეს და საკმარისია. ყველაფერი გამოჩნდა, მისი სისუფთავე და ბრალდებების უსაფუძვლობაც. თუ დასჭირდება, მეტოქეობასაც გასწევს, მერობის კანდიდატად დააყენებს თავს და პოზიციასაც ჩამოაყალიბებს - არავისი მეტოქეობის არ შეეშინდება, მაგრამ, მის გარეშე, ნურავინ ნუ ილაპარაკებს.